USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
30 მარტი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  288

30 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 89–ე დღე (ნაკიან წლებში - 90–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 276 დღე.

დღის მოვლენები

  • 1822 : ფლორიდის ტერიტორია შეიქმნა აშშ-ში.
  • 1842 : ოპერაციის დროს ანესთეზია პირველად დოქტორმა ქროუფორდ ლონგმა გამოიყენა.
  • 1858 : ჰაიმენ ლიპმენი აპატენტებს ფანქარს ბოლოში მიმაგრებული საშლელით.
  • 1867 : ამერკის სახელმწიფო მდივნმა, უილიამ სუიორდმა, ალასკა 7.2 მილიონად დოლარად შეიძინა (2 ცენტი/აკრზე).
  • 1909 : გაიხსნა კუინზბორის ხიდი, რომელმაც კუინზი და მანჰეტენი დააკავშირა.
  • 1949 : დემონსტრაცია იწყება აუსტურვოლურის მოედანზე რეიკიავიკში, ისლანდიის ნატოში შესვლის გამო.
  • 2006 : მარკუს პონტესი პირველი კოსმოსში გაშვებული ბრაზილიელი ასტრონავტი გახდა.
  • 2008 : ფრანგი არქიტექტორი ჟან ნუველი წლის პრიცკერის პრემიით დაჯილდოვდა.
  • 2010 : ორ, 3.5 TeV პროტონთა ნაკადს შორის დაჯახებამ CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა ზეენერგეტიკულ ნაწილაკთა აჩქარების ცდებს შორის.
  • 2019 : სლოვაკეთის პრეზიდენტად ზუზანა ჩაპუტოვა აირჩიეს, იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია.

ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1432: მეჰმედ II — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1451–1481 წლებში,კონსტანტინოპოლის დამპყრობელი.
  • 1746 : გოია, ფრანსისკო — ესპანელი ფერმწერი, გრავიორი.
  • 1844 : ვერლენი, პოლ — ფრანგი სიმბოლისტი პოეტი.
  • 1853 : ვან გოგი, ვინსენტ — ჰოლანდიელი მხატვარი (გ.1890)
  • 1892: მილხი, ერჰარდ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე
  • 1896 : გუდიაშვილი, ლადო — ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი.
  • 1914 : ალექსიშვილი, ოთარ — ქართველი რეჟისორი
  • 1937 : ბიტი, უორენ — ოსკარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი.
  • 1945 : კლეპტონი, ერიკ — გიტარისტი და მუსიკოსი.
  • 1968 : დიონი, სელინ — კანადელი მომღერალი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1876 : ანტუან ჟერომ ბალარი — ფრანგი ქიმიკოსი
  • 1912 : კარლ მეი — გერმანელი მწერალი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • გაბრიელ მცირე
    • ალექსი ღვთისკაცი
    • მოწამე მარინი
    • ქრისტოდულე სასწაულმოქმედი
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის