USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
30 მაისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  1089

30 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 150-ე დღე (ნაკიან წლებში — 151-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 215 დღე.

 

დღის მოვლენები

1431 : ასწლიანი ომი: რუენში, საფრანგეთი, 19 წლის ჟანა დ’არკი კოცონზე დაწვეს.

1498 : ქრისტეფორე კოლუმბი ამერიკის მიმართულებით თავის მესამე მოგზაურობას იწყებს.

1539 : ერნანდო დე სოტო 600 ჯარისკაცითურთ ტამბა ბეიში, ფლორიდა, შევიდა, ოქროს პოვნის იმედით.

1574 : ანრი III საფრანგეთის მეფე გახდა.

1588 : ესპანური არმადას ბოლო ხომალდი გადის ლისაბონიდან ინგლისის სრუტისკენ.

1593 : ლონდონთან ახლოს დუქანში მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა პოეტი კრისტოფერ მარლო, თუმცა არსებობს ვერსია რომ ის გადარჩა და განაგრძო მოღვაწეობა ფსევდონიმით უილიამ შექსპირი.

1631 : პირველი ფრანგული გაზეთი „La Gazette“-ს გამოცემა დაიწყო

1635 : ოცდაათწლიანი ომი: პრაღის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო.

1752 : ათანასე თბილელის და სვიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში.

1814 : ნაპოლეონის ომები: მეექვსე კოალიციის ომი: პარიზის ხელშეკრულებით საფრანგეთის საზღვრები 1792 წლის სტატუსზე დაბრუნდა.

1871 : პარიზის კომუნა გადავარდა.

1879 : ამერიკელმა მაგნატმა უილიამ ვანდერბილტმა განაცხადა ნიუ-იორკში სპორტული ცენტრის „მედისონ სქვერ გარდენ“-ის შექმნის შესახებ.

1896 : ნიუ-იორკში  ოფიციალურად დაფიქსირდა პირველი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა. ჰენრი უელსის ავტომობილი დაეჯახა ველოსიპედისტ ივლინ ტომასს რის შედეგადაც ამ უკანსკნელმა ფეხი მოიტეხა.

1913 : ბალკანეთის პირველი ომი: ლონდონის ხელშეკრულებით ომი სრულდება. ალბანეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა.

1922 : ვაშინგტონში  უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ უილიამ ჰოვარდ ტაფტმა საზეიმოდ გახსნა ლინკოლნის მემორიალი.

1941 : მეორე მსოფლიო ომი: გერმანიამ კრეტა აიღო.

1942 : მეორე მსოფლიო ომი: 100 ბრიტანული მომბდამშენს 90-წუთიანი იერიში მიაქვს კიოლნზე, გერმანია.

1953 : ჟრნალში „Nature“ (ნეიჩა) გამოქვეყნდა ჯეიმზ უოტსონის და ფრენსის კირკის შრომა სადაც მათ საზოგადოებას დეენემის (დნმ) სტრუქტურა, ორმაგი სპირალი შესთავაზეს.

1982 : ესპანეთი ნატოს მე-16 წევრი და პირველი ერი გახდა, რომელიც ალიანსში გაწევრიანდა დასავლეთ გერმანიის 1955 წელს შესვლის შემდეგ.

1997 : ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებმა დაამარცხა ბრაზილია 4-2. ეს ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც ბრაზილიასთან არასდროს წაუგია.

1998 : 6,6 ბალის მიწისძვრა მოხდა ჩრდ. ავღანეთში, რამაც 5000 ადამიანი იმსხვერპლა.

2003 : ეარ ფრანსის კონკორდის ბოლო ფრენა განხორციელდა.

2009 : სიღნაღში, ფიროსმანის მუზეუმში პაბლო პიკასოს ბოლო პერიოდის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

2012 : ჰულის ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ, რამდენიმე ქვეყანამ სირიელი დიპლომატები გააძევა.

2015 : საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.

2016 : ჩადის ყოფილი დიქტატორი ჰისენ ჰაბრე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის გაასამართლეს სენეგალში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

2020 : ილონ მასკის SpaceX-ის ხომალდმა Crew Dragon-მა NASA-სთან ერთად პირველი ეკიპაჟიანი გაფრენა განახორციელა.

2022 : ბაირამ ბეგაი ალბანეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1265 : ალიგიერი, დანტე — იტალიელი პოეტი და ფილოსოფოსი.

1814 : ბაკუნინი, მიხეილ — რუსი ანარქისტი.

1845 : ამადეუს I — ესპანეთის მეფე.

1905 : მამამთავრიშვილი, დავით — ქართველი ქირურგი

1909 : გუდმენი, ბენი — ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი და დირიჟორი.

1912 : ჟღენტი, სერგი — ქართველი ენათმეცნიერი (გ.1963)

1914 : ბერიძე, ვახტანგ — ქართველი ხელოვნების ისტორიკოსი.

1934 : ლეონოვი, ალექსეი — რუსი კოსმონავტი.

1936 : სლავა მეტრეველი — ქართველი ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1431 : ჟან დ’არკი — საფრანგეთის ეროვნული გმირი

1574 : შარლ IX (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე

1640 : რუბენსი, პეტერ პაულ — ფლამანდელი მხატვარი

1778 : ვოლტერი — ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი (დ. 1694)

1795 : მაქსიმე II — დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი

1960 : პასტერნაკი, ბორის — რუსი პოეტი.

1966 : ვიაინიო აალტონენი — ფინელი მოქანდაკე.

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

აშშ - მოხსენიების დღე

დიდი ბრიტანეთი - საგაზაფხულო უქმე დღე.

ფიჯი - რატუ სირ ლალა სუკუნას დღე.

ხორვატია — რესპუბლიკის დღე (1991).

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია

სტეფანე I

სოლოხონ მხედარი, პამფამირე მხედარი და პამფალონ მხედარი

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати