USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
30 აგვისტო - ეს დღე ისტორიაში
Date:  634

30 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 242-ე დღე (ნაკიან წლებში – 243-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 123 დღე.

დღის მოვლენები

  • 1574 : გურუ რამ დასი მეოთხე სიხი გურუ ხდება.
  • 1590 : ტოკუგავა იეასუ ედოს ციხესიმაგრეში შევიდა.
  • 1800 : გაბრიელ პროსერი ხელმძღვანელობს მონების აჯანყებას რიჩმონდში, ვირჯინია.
  • 1835 : ქალაქი მელბურნი დაარსდა ავსტრალიაში.
  • 1836 : ქალაქი ჰიუსტონი დააარსეს ავგუსტუს ჩაპმან ალენმა და ჯონ კირბი ალენმა.
  • 1862 : ამერიკის სამოქალაქო ომი - იუნიონის ძალები დამარცხდნენ ბულ რანის მეორე ბრძოლაში.
  • 1873 : ავსტრიელმა მკვლევარებმა იულიუს პაიერმა და კარლ ვაიპრეხტმა აღმოაჩინეს ფრანც-იოსების მიწა ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში.
  • 1914 : გერმანულმა თვითმფრინავმა პარიზში ჩამოაგდო ბომბი, რის შედეგადათ დაიღუპა ერთი ქალი. ეს იყო დასახლებულ პუნქტზე პირველი საჰაერო იერიში.
  • 1918 : ფანია კაპლანმა რევოლვერით დაჭრა ბოლშევიკების ლიდერი ვლადიმირ ლენინი, რაც წითელი ტერორის დასაწყისი გახდა.
  • 1941 : მეორე მსოფლიო ომი — ლენინგრადის ბლოკადა დაიწყო.
  • 1945 : ჰონკონგი განთავსიფულდა იაპონელებისგან ბრიტანელების მიერ.
  • 1963 : აშშ-სა და საბჭოთა ლიდერებს შორის „ცხელი ხაზი“ დამყარდა.
  • 1990 : თათრეთმა რუსეთის ფედერაციისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1999 : აღმოსავლეთი ტიმორი რეფერენდუმში დამოუკიდებლობას აძლევს ხმას.
  • 2002 : ჰენრი კუპრაშვილმა კაცობრიობის ისტორიაში პირველმა გადაცურა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრული კოლხური — უძველესი ქართული სამხედრო-საწვრთნელი ყაიდა) დარდანელის სრუტე, 12 კმ. 3 საათსა და 15 წუთში, ამასთან სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს.
  • 2007 : საქართველოს მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა მეორედ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში.
  • 2009 : იაპონიის დემოკრატიული პარტია, იუკიო ჰატოიამას ხელმძღვანელობით, მანდატების უმრავლესობას იღებს წარმომადგენელთა პალატაში, რითაც სრულდება იაპონიაში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის პერიოდი.
  • 2010
    • პირველად 1600 წლის შემდეგ, ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა, რამაც 18 000 მაცხოვრებელი აიძულა გახიზნულიყო.
    • პრაიმ თაიმ ემის 62-ე დაჯილდოებაზე „Mad Men“ და „Modern Family“ დაჯილდოვდნენ საუკეთესო დრამისთვის და კომედიისთვის, შესაბამისად.
    • სლოვაკეთში, ბრატისლავაში მოხმდარმა მასობრივმა დაცხრილვამ 8 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორისაა თავდამსხმელიც.
  • 2015 : ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალ მაკ-კინლის, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით დენალი ეწოდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1334 : პეტრე I — კასტილიის მეფე
  • 1377 : შახ რუხი — სპარსეთის მმართველი
  • 1705 : ჰერტლი, დევიდ — ინგლისელი ფილოსოფოსი
  • 1797 : შელი, მერი ვოლსტონქრაფტი — ინგლისელი პოეტი
  • 1852 : ვან ჰოფი, ჯეკობუს ჰენრიკუს — ჰოლანდიელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1871 : რუთერფორდი, ემესტ — ახალ ზელანდიოლი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1884 : სვედბერგი, თეოდორ — შვედი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1894 : იოსელიანი, დავით — ქართველი ქირურგი
  • 1912 : პარსელი, ედვარდ მილს — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1922 : ავალიშვილი, ბიძინა — ქართველი მოქანდაკე
  • 1958 : პოლიტკოვსკაია, ანა — რუსი ჟურნალისტი
  • 1972 : ნედვედი, პაველ — ჩეხი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1158 : სანჩო III — კასტილიის მეფე
  • 1428 : შოკო — იაპონიის იმპერატორი
  • 1483 : ლუი XI — საფრანგეთის მეფე
  • 1619 : შიმაცუ იოშიჰირო — იაპონელი სამურაი
  • 1928 : ვინი, ვილჰელმ — გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1940 : ჯ. ჯ. ტომსონი — ინგლისელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1963 : ბერჯესი, გაი — ინგლისელი საბჭოთა ჯაშუში
  • 2013 : ჰინი, შიმუს — ირლანდიელი პოეტი და ლიტერატურაში ნობელის პრემიის მფლობელი.
  • 2022 : მიხეილ გორბაჩოვი — სსრკ-ის პრეზიდენტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ტბელი აბუსერისძე
    • მირონ ხუცესი
    • პავლე და იულიანა
    • თვირსე, ლევკიოსი და კორონატი და მეგობარნი მათნი
    • წმინდა პატროკლე
    • წმინდა მოწამენი: სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე
    • ალიპ პეჩორელი
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way