USD 2.6577
EUR 3.0768
RUB 3.6692
თბილისი
3 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  458

3 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 337-ე დღე (ნაკიან წლებში – 338-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 28 დღე.

დღის მოვლენები

  • 1586 : ინგლისში ამერიკიდან პირველად შემოიტანეს კარტოფილი.
  • 1621 : გალილეიმ პირველი ტელესკოპი შექმნა.
  • 1818 : ილინოისი აშშ-ის 21-ე შტატი გახდა.
  • 1828 : აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ენდრიუ ჯეკსონი ამარცხებს მოქმედ პრეზიდენტს ჯონ ქუინსი ადამსს.
  • 1912 : ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო და სერბეთი (ბალკანეთის ლიგა) ხელს აწერენ ზავს თურქეთთან, რითაც სრულდება ორთვიანი პირველი ბალკანეთის ომი.
  • 1917 : თითქმის ოცწლიანი მშენებლობის შემდეგ კვებეკის ხიდი გაიხსნა.
  • 1937 : დენდი, მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი კომიქსი გამოქვეყნდა პირველად.
  • 1938 : დაქორწინდნენ ჯონ ლენონის მშობლები ალფრედ ლენონი და ჯულია სტენლი.
  • 1944 : საბერძნეთის სამოქალაქო ომი იწყება ახლად განთავისუფლებულ ქვეყანაში კომუნისტებსა და როიალისტებს შორის.
  • 1947 : ბროდვეიზე შედგა ტენესი უილიამსის სპექტაკლის, „ტრამვაი, სახელად სურვილი“ პრემიერა.
  • 1971 : პიონერის პროგრამა - პიონერი 10 იუპიტერის ახლოდან გადაღებულ პირველ სურათებს აგზავნის დედამიწაზე.
  • 1976 : პატრიკ ჰილერი ირალნდიის მეექვსე პრეზიდენტი ხდება.
  • 2009 : თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო მეხუთე ვადით აირჩიეს ეკვატორული გვინეის პრეზიდენტად.
  • 2011 : საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქართული ჯგუფი „Candy“ გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1368 : შარლ VI (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე.
  • 1684 : ჰოლბერგი, ლუდვიგ — ნორვეგიელი მწერალი და ისტორიკოსი.
  • 1859 : კატაიამა სენ — იაპონიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე.
  • 1865 : ფროიდი, ანა — ბრიტანელი ფსიქოლოგი, ზიგმუნდ ფროიდის უმცროსი ასული.
  • 1884 : პრასადი, რაჯენდრა — ინდოეთის პირველი პრეზიდენტი.
  • 1899 : იკედა ჰაიატო — იაპონიის პრემიერ-მინისტრი.
  • 1925 : ბაბუნაშვილი, ელენე — ქართველი ენათმეცნიერი.
  • 1948 : ოსბორნი, ოზი — ბრიტანელი მომღერალი.
  • 1960 : მური, ჯულიანა — ამერიკელი მსახიობი.
  • 1968 : ბრენდან ფრეიზერი — ამერიკელი მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1154 : ანასტასიუს IV — რომის პაპი
  • 1533 : ვასილ III — მოსკოვის დიდი თავადი
  • 1892 : ფეტი, აფანასი — რუსი პოეტი
  • 1912 : ბაროსი, პრუდენტე ჟოზე დე მორის — ბრაზილიის პრეზიდენტი
  • 2012 : ხიტრუკი, თედორე — რუსი ანიმატორი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • გრიგოლ დეკაპოლელი
    • წმინდა პროკლე
    • წმინდა დასი
    • ევსტათი, თესპესი და ანატოლი
    • ნერსე ეპისკოპოსი და იოსები - მოწაფე მისი, იოანე, სავერიოსი, ისააკი და იპატი - სპარსელნი ეპისკოპოსნი და მოწამენი: აზატი საჭურისი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი დედანი და მამანი სპარსეთში წამებულნი
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის