USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
თბილისი
29 სექტემბერი - ეს დღე ისტორიაში
 557

29 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 272-ე დღე (ნაკიან წლებში – 273-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 93 დღე.

დღის მოვლენები

ძვ. წ. 61 : პომპეუს დიდი მეკობრეების დამარცხებით და მითრიდატეს ომების დასრულებით მესამე ტრიუმფს აღნიშნავს საკუთარ 45-ე დაბადების დღეს.

855 : ბენედიქტე III რომის პაპი ხდება.

1399 : რიჩარდ II-ის ირლანდიაში ყოფნით ისარგებლა ჰენრიხ ბოლინგბროკიმ და თავი მეფედ გამოაცხადა. კორონაცია მოხდა ჰენრიხ IV-დ, რიჩარდი ჩაამწყვდიეს ტაუერში გვიან კი დასაჯეს, ის გახდა პირველი მეფე რომელიც ტახტიდან გადადგა, ის იყო ბოლო პლანტაგენეტების დინასტიის მეფე, ხოლო ჰენრიხი გახდა პირველი ლანკასტერი მეფე.

1650 : ჰენრი რობინსონიჰენრი რობინსონმა ლონდონში პირველად მსოფლიოში გახსნა ქორწინების სააგენტო.

1789 : აშშ-ის პირველი კონგრესი შეიკრიბა

1793 : ინგლისურ სპორტულ ჟურნალში პირველად მოიხსენიება ჩოგბურთის თამაში

1820 : სამხრეთ ამერიკაში შეიქმნა ენტრე-რიოსის რესპუბლიკა.

1829 : ლონდონის რეორგანიზებული პოლიცია (შემდგომში სკოტლანდ იარდი) პირველი ოფიციალური პოლიციის დეპარტამენტი ხდება მსოფლიოში.

1885 : ბლეკბულში პირველად ინგლისში დაიწყო სიარული ელექტრო ტრამვაიმ.

1887 : დაფუძნდა საფეხბურთო კლუბი „ჰამბურგი“. გერმანიის 7 გზის ჩემპიონი, 1983 წ. ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, 1977 წ. თასის მფლობელთა თასის მფლობელი.

1911 : იტალია თურქეთს ომს უცხადებს.

1916 : როკფელერი, ჯონი, „სტანდარტ ოილის“ დამაარსებელი, გახდა პირველ ადამიანი რომლის ქონებამ 1 მილიარდი შეადგინა.

1930 : შოუ, ჯორჯ ბერნარდი უარი განაცხადა პერის ტიტულის მიღებაზე.

1938 : ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნაცისტური გერმანია და იტალია მიუნხენის ხელშეკრულებას დებენ, რითაც გერმანიას ჩეხოსლოვაკიის სედეტენლანდის რეგიონის ანექსიის უფლებას აძლევენ.

1941 : ბაბი იარის ხოცვა - ნაცისტებმა ორი დღის განმავლობაში ბაბი იარის ხევში კიევთან 60.000-მდე ადამიანი დახოცეს, ძირითადად ებრაელები, ბოშები და საბჭოთა სამხედრო ტყვეები.

1947 : საიდუმლო ქალაქ ჩელიბინსკ-40-ში ატომურ საწარმოო რეაქტორზე მოხდა ავარია, რომელიც ატომური ბომბისათვის პლუტონს აწარმოებდა. სადაც ძალიან დიდი ტერიტორია მოხდა დასხივების ზონაში.

1963 : როლინგ სთოუნზმა დაიწყო თავისი პირველი ინგლისური ტურნე, რომელიც 3 ნოემბერს დაასრულა. მათთან ერთად გამოდიოდნენ ძმები ევერლი და ბო დიდლი, სულ მისცეს 30 კონცერტი

1973 : დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა ირლანდიასა და სსრკ-ს შორის.

1976 : თბილისის დინამოს სტადიონზე პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი ჩატარდა თბილისის დინამოსა და უელსის კარდიფ-სიტის გუნდებს შორის.

1988 : მშვიდობის ნობელის პრემია მიენიჭა გაეროს მშვიდობისმყოფელებს.

1991 : ჰაიტიზე, სამხედრო გადატრიალებით პრეზიდენტი ჟან-ბერტრან არისტიდი გადააყენეს.

2010 : კიმ ჩენ ირის მესამე ვაჟს, კიმ ჩენ უნს მიანიჭეს არმიის გენერლის წოდება და აირჩიეს მშრომელთა პარტიის ცენტრალური სამხედრო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარედ.

2021 :

ფუმიო კიშიდა იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად და ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

ნაჯლა ბუდენ რამადანი ტუნისისა და არაბულ სამყაროში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

ძვ. წ. 106 : გნეუს პომპეუს მაგნუსი — რომაელი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი

1518 : ტინტორეტო — იტალიელი მხატვარი.

1547 : სერვანტეს საავედრა, მიგელ დე — ესპანელი მწერალი. დონ კიხოტ ლამანჩელის ავტორი

1548 : ვილიამ V — ბავარიის ჰერცოგი

1703 : ბუშე, ფრანსუა — ფრანგი მხატვარი

1758 : ნელსონი, ჰორაციო — ბრიტანელი ადმირალი

1806 : ფოიერბახი, ფრიდრიხ — გერმანელი ფილოსოფოსი

1821 : ბარათაშვილი, სულხან — ქართველი ისტორიკოსი

1862 : ოცხელი, იოსებ — პედაგოგი

1880 : ლორთქიფანიძე, ნიკო — ქართველი მწერალი

1881 : მიზესი, ლუდვიგ ფონ — ავსტრიელი ეკონომისტი და ლიბერალი

1895 : თაყაიშვილი, ალექსანდრე — ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარის ავტორი

1901 : ფერმი, ენრიკო — იტალიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1904 : ნიკოლოზ ოსტროვსკი — რუსი მწერალი

1912 : ანტონიონი, მიქელანჯელო — იტალიელი რეჟისორი

1913 : კრამერი, სტენლი — ამერიკელი კინორეჟისორი.

1920 : პიტერ დენის მიტჩელი — ინგლისელი ბიოქიმიკოსი, 1978 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი

1930 : დექსტერი, კოლინ — ინგლისელი დეტექტივების მწერალი

1931 : ჯეიმზ უოტსონ კრონინი — ამერიკელი ფიზიკოსი, 1980 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი

1933 : სამორა მაშელი — შანგანის ტომიდან. გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1975-86 წ.

1936 : ბერლუსკონი, სილვიო — იტალიის პრემიერ-მინისტრი, მედია-მაგნატი, საფეხბ. კლუბის "მილანის" მფლობელი

1943 : ვალენსა, ლეჰ — პოლონეთის პრეზიდენტი, 1985 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობისათვის.

1976 : ანდრეი შევჩენკო — უკრაინელი ფეხბურთელი

2000 : გიორგი მამარდაშვილი — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

855 : ლოტარ I — გერმანელი მეფე

949 : იოზეი — იაპონიის იმპერატორი

1560 : გუსტავ I ვასა — შვედეთის მეფე

1833 : ფერდინანდ VII — ესპანეთის მეფე

1902 : ზოლა, ემილ — ფრანგი მწერალი

1910 : ჰომერი, უინსლოუ — ამერიკელი გრაფიკოსი

1913 : დიზელი, რუდოლფ — გერმანელი ინჟინერი.

1925 : ბურჟუა, ლეონ ვიქტორ ოგიუსთ — ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, 1920 წ. მშვიდობის ნობელის ლაურეატი

1927 : ეინთჰოვენი, ვილემ — ჰოლანდიელი ფიზიოლოგი, ელექტროკარდიოგრაფიის დამაარსებელი. 1924 წ. ნობელის ლაურეატი.

1929 : ტანაკა გიიტი — იაპონიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე

1930 : რეპინი, ილია — რუსი მხატვარი

1954 : აბაშელი, ალექსანდრე — ქართველი მწერალი და პოეტი

1956 : ანასტასიო სომოსა გარსია — ნიკარაგუის დიქტატორი 1937-1956 წწ.

1981 : ბროდელე, ანა — ლატვიელი მწერალი

2001 : ნგუენ ვან თჰიეუ — სამხრეთ ვიეტნამის მარიონეტი პრეზიდენტი (1967-1975).

2010 : კერტისი, ტონი — ამერიკელი მსახიობი (დ. 1925)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ისააკ და იოსებ ქართველები

ეფემია ყოვლადქებული

წმინდა სებასტიანა

წმინდა მელიტინა

ვიქტორი და სოსთენი

დოროთე მეგვიპტელი

წმინდა ლუდმილა

ღირსი პროკოპი

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.