USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
28 წელი ტამიშის ბრძოლიდან
თარიღი:  742
მიმდინარე წლის 2 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა, ჯონი ტატუნაშვილმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა და ომის ვეტერანებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1993 წლის 2-11 ივლისს, დაბა ტამიშში გადმოსხმულ რუსულ საზღვაო დესანტთან, აფხაზ სეპარატისტებთან და ჩრდილო-კავკასიელ კონფედერატებთან შეტაკებისას დაღუპული გმირები.
 
‘’ ... როცა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, 28 წელი არის ერთ-ერთი დიდი შემადგენელი ამ ჟამის, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფლებისათვის მებრძოლი და თავისუფლების გზით მიმართული ერი და სახელმწიფო. 2 ივლისი იყო ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი და სისხლიანი ფურცელი ჩვენი ქვეყნის რეალობაში. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო იმ მშობლებს და თანამებრძოლების ოჯახებს, ვინც ამ ბრძოლებს შეეწირა. მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც სიცოცხლისთვის ღმერთმა გაწირა და გმირებად ვერ წამოვიდნენ. ერთი რამე ვიცით_ ეს ქვეყანა იქნება ერთიანი და ძლიერი"- განაცხადა კობა კობალაძემ.
 
1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, საზღვაო დესანტი გადმოსხა 600 კაცის შემადგენლობით. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მტერმა, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან _ ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი ზარალი მიადგათ აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებსაც.
 
ქართული შენაერთების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.
 
ტამიშის ბრძოლა_ აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.
 
დიდება გმირებს!
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის