USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
27 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
Date:  516

27 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 58-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 307 დღე (ნაკიან წელში - 308).

დღის მოვლენები

1594 : ანრი IV გახდა საფრანგეთის მეფე.

1617 : რუსეთ-შვედეთის ომი დასრულდა სტოლბოვოს სამშვიდობო ხელმშეკრულებით.

1626 : იუან ჩონგჰუანი დაინიშნა ლიაოდონგის მმართველად, მანჯურელების დამარცხების შემდეგ.

1700 : კუნძული ახალი ბრიტანეთი იქნა აღმოჩენილი.

1825 : გამოქვეყნდა ალექსანდრე პუშკინის ევგენი ონეგინის პირველი თავი.

1844 : დომინიკელთა რესპუბლიკა ჰაიტისგან დამოუკიდებელი გახდა.

1861 : ვარშავაში დაიწყო რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები. რუსმა ჯარისკაცებმა ხუთი პროტესტანტი მოკლეს.

1900 : დაარსდა საფეხბურთო კლუბი „ბაიერნი მიუნხენი“.

1917 : ბურჟუაზიულ–დემოკრატიული რევოლუცია რუსეთში.

1919 : ვილნიუსში გამოცხადდა ლიტვურ-ბელორუსული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.

2008 : ევროკავშირმა კომპანია Microsoft €899 მილიონით დააჯარიმა, რაც უმსხვილესი ანტიმონოპოლიური ჯარიმაა ევროპის ისტორიაში ერთ კომპანიაზე.

2010 : მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია კონსეფსიონში, ჩილე. დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა.

2012 : ჩინელი არქიტექტორი ვანგ შუ პრიცკერის პრემიის გამარჯვებული გახდა.

2019 : ინდოეთ-პაკისტანის სამხედრო კონფრონტაციას ორივე ქვეყნის მიერ საჰაერო დარტყმები მოჰყვა.

ამ დღეს დაბადებულნი

კონსტანტინე I

272 : კონსტანტინე I დიდი — რომის იმპერატორი

1807 : ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო — ამერიკელი პედაგოგი და პოეტი

1877 : პეტრე მამრაძე — ქართველი ინჟინერი, ჰიდროტექნიკოსი, არქიტექტორი.

1890 : ლეონარდ ესაკია — ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი

1897 : ბერნარ ლიო — ფრანგი ასტროფიზიკოსი

1902 : ჯონ სტეინბეკი — ამერიკელი მწერალი

1910 : სერგი დურმიშიძე — ქართველი ბიოქიმიკოსი

1917 : გულნარა ჯაფარიძე — ქართველი ხელოვნებათმცოდნე

1923 : ფარნაოზ ერთელიშვილი — ქართველი ენათმეცნიერი

1925 : ნაფი ჯუსოითი — ოსი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე

1927 : ალექსანდრე ბანძელაძე — ქართველი მხატვარი

1930 : ჯოან ვუდუორდი — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი.

1932 : ელიზაბეთ ტეილორი — ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი

1940 : დიმიტრი ბათიაშვილი — ქართველი კინორეჟისორი

1953 : იან კჰამა — ბოტსვანის პრეზიდენტი

1958 : შარლოტე ბრიცი — ზაარბრიუკენის ობერბურგომისტრი

1958 : ნენსი სპანჯენი — 1970-იანი წლების პანკ-როკის ფიგურა.

1967 : სერგეი სტროენკო — მოლდოველი ფეხბურთელი

1974 : პეტრე ცისკარიშვილი — ქართველი პოლიტიკოსი

1978 : კახა კალაძე — თბილისის მერი

1981 : ფლორ იანსენი — ნიდერლანდელი სოპრანო და კომპოზიტორი.

1989 : ვარლამ ლიპარტელიანი — ქართველი ძიუდოისტი.

1994 : ხოუ იფანი — ჩინელი ჭადრაკის დიდოსტატი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1919 : ოცხელი, იოსებ — პედაგოგი

1934 : ბუაძე, სევერიან — ფიზიოლოგი

1936 : პავლოვი, ივანე — რუსი ფიზიოლოგი

2012 : ერლანდ იოსეფსონი — შვედი მსახიობი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ილარიონ ქართველი (ყანჩაველი)

ღირსი ავქსენტი

მირონი სირიელი

აბრაამ კარიელი

კირილე სლოვენი

ღირსი ისააკი

აგრეთვე:

დომინიკელთა რესპუბლიკა : დამოუკიდებლობის დღე (1844).

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way