USD 2.6910
EUR 2.8756
RUB 2.9082
თბილისი
27 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  400

27 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 208-ე დღე (ნაკიან წლებში – 209-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 157 დღე.

დღის მოვლენები

  • 1694 : პარლამენტის აქტის საფუძველზე დაარსდა ინგლისის ბანკი.
  • 1714 : რუსეთის ფლოტის პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება - განგუტის ბრძოლა.
  • 1866 : დასრულდა ტრანსატლანტიკური ტელეგრაფის კაბელის გაყვანა ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის.
  • 1920: საავიაციო ნავიგაციაში პირველად გამოიყენეს რადიოკომპასი.
  • 1921 : ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა ბიოქიმიკოსი ფრედერიკ ბანტინის მეთაურობით აღმოაჩინეს ინსულინის ჰორმონი.
  • 1941 : იაპონია ფრანგულ ინდო-ჩინეთს იპყრობს.
  • 1943 : იტალიაში ფაშისტური პარტია დაშალეს.
  • 1947: პირველმა ინგლისურმა სერიულმა ვერტმფრენმა „სიკამორ“-მა პირველი გაფრენა შეასრულა.
  • 1953 : აშშ, ჩინეთი, სამხრეთი კორეა და ჩრდილოეთი კორეა დაზავდნენ. დამთავრდა კორეის ომი.
  • 1955 : მოკავშირეთა მიერ 1945 წლის 9 მაისს დაწყებული ავსტრიის ოკუპაცია სრულდება.
  • 1990 : ბელარუსმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა სსრ კავშირისაგან.
    • მოლდავეთის პარლამენტმა გაგაუზიის ავტონომია გააუქმა.
  • 1993 : ქართული, აფხაზური და რუსული მხარეები ხელს აწერენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ქ. სოჭში.
  • 2002 : სუხოი სუ-27 ავიათავდამსხმელი კატასტროფას განიცდის ლვოვში ავიაშოუს მანევრირებისას, რამაც 85 მაყურებელი იმსხვერპლა და 100 მძიმედ დაშავდა.
  • 2008 : ესპანელი კარლოს სასტრე 2008 წლის ტურ დე ფრანსის გამარჯვებული გახდა.
  • 2009 :
    • პარლამენტმა ომბუდსმენის პოსტზე გიორგი ტუღუში დაამტკიცა.
    • კურმანბეკ ბაკიევი ყირგიზეთის პრეზიდენტად აირჩიეს მეორე ვადით.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 774 : კუკაი — იაპონელი მქადაგებელი, იაპონიაში ყველაზე პატივცემული ბუდისტი წმინდანი
  • 1612 : მურად IV — თურქეთის სულთანი
  • 1667 : ბერნუოლი, იოჰან — შვეიცარიელი მათემატიკოსი
  • 1768 : კორდე, შარლოტი — მარატის მკვლელი
  • 1784 : დავიდოვი, დენის — რუსი პოეტი 1812 წლის ნაპოლეონთან ომის გმირი
  • 1824 : ალექსანდრე დიუმა (უმცროსი) — ფრანგი მწერალი
  • 1835 : კარდუჩი, ჯოზუე — იტალიელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1867 : გრანადოსი, ენრიკე — ესპანელი კომპოზიტორი (გ.1916)
  • 1871 : დრაიზერი, თეოდორ — ამერიკელი მწერალი
  • 1881 : ფიშერი, ჰანს — გერმანელი ქიმიკოსი (გ.1945)
  • 1917 : ბუვილი — ფრანგი მსახიობი
  • 1924 : თაქთაქიშვილი, ოთარ — ქართველი კომპოზიტორი
  • 1947 : გივი ონაშვილი — ქართველი ძიუდოისტი
  • 1972 : ზურაბ ადეიშვილი — საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2008—2012 წლებში

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1061 : ნიკოლოზ II — რომის პაპი
  • 1101 : კონრადი — გერმანიის და იტალიის მეფე
  • 1365 : რუდოლფ IV — ავსტრიის მეფე
  • 1458 : ალფონსო V — არაგონის და სიცილიის მეფე
  • 1567 : ფერდინანდ I — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი
  • 1841 : ლერმონტოვი, მიხეილ — რუსი პოეტი (დ. 1814)
  • 1844 : დალტონი, ჯონ — ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (დ. 1766)
  • 1946 : სტაინი, გერტრუდ — ამერიკელი მწერალი, ფემინისტი, საზოგადო მოღვაწე
  • 1980 : პაჰლავი, მოჰამედ რეზა — ირანის უკანასკნელი შაჰი (დ. 1919)
  • 2015 : აბდულ ქალამი — ინდოეთის ყოფილი პრეზიდენტი (დ. 1931)

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • ვიეტნამი - მსხვერპლთა ხსოვნის დღე.
  • ჩრდილოეთ კორეა - გამარჯვების დღე (1950-1953 წლების ომი)
  • ფინეთი - სონის დღე

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • აკვილა მოციქული
    • წმინდა იუსტოსი
    • ელიოზ მონაზონი
    • ონისიმე საკვირველთმოქმედი
თბილისი
ვაკის რაიონში ამორტიზებული ლიფტები იცვლება
ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N12 კორპუსის ორ სადარბაზოში ძველი, ამორტიზებული ლიფტები გამოიცვალა.
 
ამხანაგობის მომართვის საფუძველზე, ძველი ლიფტები ახლით ჩანაცვლდა.
 
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.
 
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებების მიღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით ხდება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.