USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
27 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  537

27 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 361-ე დღე (ნაკიან წლებში – 362-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 4 დღე.

დღის მოვლენები

  • 537 : აია-სოფიას მშენებლობა დასრულდა.
  • 1703 : პორტუგალიამ და ინგლისმა ხელი მოაწერეს მეთუენის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით პორტუგალიიდან იმპორტირებულ ღვინოს საბაჟო შეღავათები დაუწესდა.
  • 1831 : ჩარლზ დარვინი იწყებს მოგზაურობას ხომალდ ბიგლით, სადაც მოგვიანებით მან ევოლუციის თეორიის ფორმულირება მოახდინა.
  • 1904 : ჯეიმზ ბარის სპექტაკლ პიტერ პენის პრემიერა გაიმართა ლონდონში.
  • 1918 : დაიწყო პოლონელთა დიდი აჯანყება გერმენელების წინააღმდეგ.
  • 1923 : იაპონელი სტუდენტი ნამბა დაისუკე ცდილობს უფლისწულ ჰიროჰიტოს მკვლელობას.
  • 1927 : ლევ ტროცკი კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს.
  • 1932 : ნიუ-იორკში რადიო სიტი მიუზიკ ჰოლი გაიხსნა.
  • 1932 : საბჭოთა კავშირში ერთიანი საპასპორტო სისტემა შემოიღეს.
  • 1945 : მსოფლიო ბანკი შეიქმნა 28 ქვეყნის მთავრობის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით.
  • 1949 : ნიდერლანდების დედოფალი ჯულიანა ინდონეზიის დამოუკიდებლობას ცნობს.
  • 1978 : ესპანეთში დემოკრატია მყარდება 40 წლიანი დიქტატურის შემდეგ.
  • 1979 : საბჭოთა კავშირი ავღანეთზე კონტროლს აწესებს. ბარბაკ კარმალი ცვლის მოკლულ პრეზიდენტ ჰაფიზულა ამინს.
  • 1985 : პალესტინელი ტერორისტები რომისა და ვენის აეროპორტებში 18 ადამიანს კლავენ.
  • 2001 : ჩინეთი და აშშ პერმანენტულ ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებენ.
  • 2007 : პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო მოკლეს საარჩევნო კამპანიისას ისლამაბადთან.
  • 2010 : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ალექსანდრე კვიტაშვილი აირჩიეს.
  • 2016 : ამერიკელი მსახიობი კერი ფიშერი გარდაიცვალა 60 წლის ასაკში, ხოლო მეორე დღეს დედამისი, მსახიობი დები რეინოლდსი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1571 : კეპლერი, იოჰანეს — ავსტრიელი ასტრონომი (გ. 1630)
  • 1654 : ბერნული, იაკობ — შვეიცარიელი მათემატიკოსი (გ. 1705)
  • 1797 : ღალიბი, მირზა — ინდოელი პოეტი. (გ. 1869)
  • 1832 : ტრეტიაკოვი, პაველ — რუსი ფილანტროპი, მეწარმე.
  • 1882 : ბექაური, ვლადიმერ — ქართველი გამომგონებელი
  • 1898 : ასანუმა ინეძირო — იაპონიის სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე.
  • 1899 : გიორგი ლეონიძე — ქართველი პოეტი.
  • 1902 : დიტრიხი, მარლენ — გერმანელი მსახიობი და მომღერალი. (გ. 1992)
  • 1948 : დეპარდიე, ჟერარ — ფრანგი მსახიობი.
  • 1948 : აარონ სტენფორდი — ამერიკელი მსახიობი
  • 1971 : სერგეი ბოდროვი (უმცროსი) — რუსი მსახიობი და რეჟისორი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1923 : გიუსტავ ეიფელი — ფრანგი ინჟინერი
  • 1934 : ალექსიძე, ალექსანდრე — ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე
  • 1953 : ტუვიმი, იულიან — პოლონელი მწერალი
  • 1966 : გილე, ჰერბერტ ოტო — ვაფენ-სს-ის გენერალი.
  • 2012 : ნორმან შვარცკოპფი — ამერიკელი სამხედრო მოღვაწე.
  • 2020 : ჯულიეტა ვაშაყმაძე — ქართველი ჟურნალისტი (დ. 1933)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა თვირსე, წმინდა ლევკიოსი და წმინდა კალინიკე
    • წმინდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way