USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
26 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  607

26 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 330-ე დღე (ნაკიან წლებში – 331-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 35 დღე.

დღის მოვლენები

1394 : სეული კორეის დედაქალაქი გახდა.

1680 : საფრანგეთის მეფე ლუი XIV ჰოლანდიას ომს უცხადებს.

1778 : ჰავაის კუნძულებზე კაპიტანი ჯეიმზ კუკი პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც მაუი აღმოაჩინა.

1789 : ეროვნული მადლიერების დღე აღინიშნა აშშ-ში პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის რეკომენდაციითა და კონგრესის რატიფიკაციით.

1857 : ავსტრალიის პირველი პარლამენტი შეიკრიბა მელბურნში.

1862 : ჩარლზ დოგსონი (აგრეთვე ცნობილი როგორც ლუის კეროლი) ნაწარმოების „ალისას თავგადასავლები მიწისქვეშეთში“ ხელნაწერს უგზავნის 10 წლის ალისა ლიდელს.

1918 : პოდგორიცას ასამბლეაზე კენჭი უყარეს „ხალხთა ერთობას“, რითაც სერბეთის სამეფოს შეურთდნენ.

1922 : ჰოვარდ კარტერი და ლორდ კარნარვონი პირველები გახდნენ, რომელთაც ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის აკლდამაში შევიდნენ ბოლო 3000 წლის განმავლობაში.

1924 : დიდი ხურალი მონღოლეთს სახალხო რესპუბლიკად აცხადებს და მსოფლიოში მეორე სოციალისტური ქვეყნის კონსტიტუციას ამტკიცებს.

1940 : ნაცისტებმა ნახევარი მილიონი ებრაელი ვარშავის გეტოში შეასახლეს.

1941 : მეორე მსოფლიო ომი : თავდასხმა პერლ ჰარბორზე - ექვსი ავიამატარებელი ხომალდი იაპონელი ვიცე ადმირალი ჩუიჩი ნაგუმოს მეთაურობით გადის ჰიტოკაპუს უბიდან პერლ ჰარბორისკენ მკაცრი რადიო სიჩუმით.

1949 : ინდოეთის წარმომადგენელთა ასამბლეა ამტკიცებს ინდოეთის კონსტიტუციას.

1983 : ბრინკს მატის ძარცვა : ლონდონში 6800 ოქროს ზოდი ღირებულებით £26 მილიონი გაიტაცეს ბრინკს მატის საცავიდან ჰითროუს აეროპორტში.

2003 : კონკორის ბოლო ფრენა განხორციელდა ბრისტოლთან, ბრიტანეთი.

2008 :

ტერაქტების სერიამ მუმბაიში, ინდოეთი, 195 ადამიანი იმსხვერპლა და 327 დააშავა.

გრენლანდიის მოსახლეობამ რეფერენდუმში დანიისგან გაფართოებული ავტონომია მოითხოვა.

2009 : სენტ ვინსენტისა და გრენადინების მოქალაქეებმა უარყვეს ახალი კონსტიტუცია, რომელსაც მონარქი პრეზიდენტით უნდა შეეცვალა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე.

2010 : რუსეთის სახელმწიფო დუმამ იოსებ სტალინი და სხვა საბჭოთა მოღვაწეები 1940 წლის კატინის მკვლელობაში დაადანაშაულა.

ამ დღეს დაბადებულნი

1915 : რუბინშტეინი, მარკ — საბჭოთა გეოლოგი

1919 : ხეჩინაშვილი, სიმონ — ქართველი ქირურგი

1939 : ტერნერი, ტინა — ამერიკელი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1822 : ჰარდენბერგი, კარლ ავგუსტ ფონ — პრუსიის სახელმწიფო მოღვაწე.

1989 : ბეგალიშვილი, ალექსანდრე — ქართველი მუსიკოს-შემსრულებელი

2018 : ბერნარდო ბერტოლუჩი — იტალიელი კინორეჟისორი და მწერალი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იოანე ოქროპირი

ანტონინე, ნიკიფორე და გერმანე

წმინდა მანეფა

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის