USD 2.6753
EUR 2.8473
RUB 2.8348
თბილისი
26 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი : 07.26.2021  610

26 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 207-ე დღე (ნაკიან წლებში – 208-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 158 დღე.

დღის მოვლენები

  • 1139 : გრაფი აფონსო პორტუგალიის პირველ მეფედ გამოცხადდა, იმავე დღეს პორტუგალია კასტილიას გამოეყო.
  • 1788 : ნიუ-იორკი გახდა აშშ-ს მე-11 შტატი.
  • 1788 : ბრიტანელი კოლონიზატორები ავსტრალიაში სიდნეის აფუძნებენ.
  • 1805 : იტალიაში ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ქალაქ ნეაპოლის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა, დაიღუპა 26 ათასი ადამიანი.
  • 1847 : აფრიკაში გამოცხადდა პირველი დამოუკიდებალი  სახელმწიფო, ლიბერიის რესპუბლიკა.  ეს სახელმწიფო დააარსეს აშშ-დან გადმოსახლებულმა განთავისუფლებულმა მონებმა.
  • 1858 : ბარონი როტშილდი ინგლისის პარლამენტის პირველი ებრაელი წევრი გახდა.
  • 1887 : ლ. ლ. ზამენჰოფი აქვეყნებს ნაშრომს „ექიმი ესპერანტოს საერთაშორისო ენა“.
  • 1918 : აზერბაიჯანში ესერები ბოლშევიკებს ამარცხებენ.
  • 1918 : საქართველოს ჯარმა გენერალ გ. მაზნიაშვილის სარდლობით დაიკავა ქალაქი ტუაფსე.
  • 1936 : აქსისის ძალებმა ესპანეთის სამოქალაქო ომში ჩარევა გადაწყვიტეს.
  • 1945 : ხელი მოეწერა პოტსდამის ხელშეკრულებას.
  • 1953 : ფიდელ კასტრო თანამოაზრეებთან ერთად თავს ესხმის მონკადას გარნიზონს, რითაც კუბის რევოლუცია იწყება.
  • 1956 : ასუანის კაშხლის დაფინანსებაზე მსოფლიო ბანკის უარის გამო ეგვიპტის ლიდერი გამალ ნასერი სუეცის არხის ნაციონალიზაციას აცხადებს, რაც საერთაშორისო სკანდალის მიზეზი ხდება.
  • 1957 : კარლოს კასტიო არმასი, გვატემალის დიქტატორი, მოკლეს.
    • საბჭოთა კავშირში პირველად გაუშვეს საკონინეტაშორისო ბალისტიკური რაკეტა.
  • 1963 : იუგოსლავიის ქ. სკოპიეში მოხდა ძლიერი მიწისძვრა. დაიღუპა 1100-ზე მეტი ადამიანი.
  • 1971 : აპოლოს პროგრამა: მისია აპოლო 15 - გაშვებულ იქნა აპოლო 15.
  • 1978 : დანიელმა მკვლევარმა პეტერსონმა აღმოაჩინა ხმელეთის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ნაწილი კუნძული "ოდაკი".
  • 1993: აზერბაიჯანში ერთადერთ საგადამხდელო საშუალება ეროვნული ვალუტა, მანათი, გახდა.
  • 1995 : 15 ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს „ევროპოლ“-ის შექმნის დადგენილებას.
  • 2005 : კოსმოსური შატლი დისკავერის გაშვება - პირველი კოსმოსური გაფრენა 2003 წლის კოლამბიის კატასტროფის შემდეგ.
  • 2010 : კამბოჯის სასამართლომ წითელი ქმერების ერთ–ერთ ლიდერს კანგ კეკ იეუს 35 წლით პატიმრობა მიუსაჯა პოლ პოტის რეჟიმის პერიოდში ჩადენილი მასობრივი ხოცვა–ჟლეტის გამო.
  • 2015 : თბილისში ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1678 : იოზეფ I — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი
  • 1782 : ჯონ ფილდი — ბრიტანელი კომპოზიტორი.
  • 1791 : მოცარტი, ფრანც ქსავიერ ვოლფგანგ — პიანისტი და კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვაჟი
  • 1817 : ვინდშაიდი, ბერნჰარდ — გერმანელი იურისტი (გ.1892)
  • 1842 : მარშალი, ალფრედ — ინგლისელი ეკონომისტი
  • 1856 : შოუ, ჯორჯ ბერნარდ — ირლანდიელი მწერალი (გ.1950)
  • 1875 : იუნგი, კარლ — შვეიცარიელი ფსიქოლოგი (გ.1961)
  • 1886 : ჰანსონი, ლარს — შვედი მსახიობი (გ.1965)
  • 1894 : ჰაქსლი, ოლდოს ლეონარდ — ინგლისელი მწერალი (გ.1963)
  • 1928 : კუბრიკი, სტენლი — ამერიკელი კინორეჟისორი (გ.1999)
  • 1943 : ჯეგერი, მიკ — ბრიტანელი მუსიკოსი
  • 1964 : ბულოკი, სანდრა — ამერიკელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 811 : ნიკეფორუს I — ბიზანტიის იმპერატორი
  • 1471 : პავლე II — რომის პაპი
  • 1925 : ფრეგე, გოტლობ — გერმანელი ფილოსოფოსი (დ. 1848)
  • 1931 : ჰამაგუტი ოსატი — იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე (დ. 1870)
  • 1941 : უორფი, ბენჯამინ — ამერიკელი ანთროპოლოგი (დ. 1897)
  • 1952 : პერონი, ევიტა — არგენტინელი მსახიობი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, პრეზიდენტი ხუან პერონის მეუღლე
  • 2001 : გიორგი სანაია — ქართველი ჟურნალისტი (დ. 1975)

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • კუბა - ეროვნული აჯანყების დღე
  • იტალია - წმინდა ანას დღე
  • ლიბერია - დამოუკიდებლობის დღე
  • მალდივის კუნძულები - დამოუკიდებლობის დღე

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა
    • სტეფანე საბაწმინდელი
    • იულიანე კენომანიელი
    • წმინდა სერაპიონი
    • წმინდა მარკიანე
  • აგრეთვე:
    • ლიბერია : დამოუკიდებლობის დღე
    • მალდივის კუნძულები : დამოუკიდებლობის დღე
კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.