USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
25 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  358

25 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 329-ე დღე (ნაკიან წლებში – 330-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 36 დღე.

დღის მოვლენები

1491 : ესპანეთში მავრების ბოლო საყრდენის - გრანადის - ალყა იწყება.

1500 : ქრისტეფორე კოლუმბი თავის მესამე მოგზაურობიდან ესპანეთში ბრუნდება

1667 : მიწისძვრამ შემახაში, აზერბაიჯანი, 80 000 ადამიანი იმსხვერპლა.

1758 : ქალაქი პიტსბურგი დაარსდა პენსილვანიაში.

1783 : ამერიკის რევოლუციური ომი - ბრიტანეთის ბოლო ჯარები ტოვებს ქალაქ ნიუ-იორკს პარიზის ხელშერკულების ხელმოწერიდან სამ თვეში.

1795 : პოლონეთის დაყოფა - დამოუკიდებელი პოლონეთის ბოლო მეფე სტანისლაუს პონიატოვსკი იძულებით გადააყენეს და რუსეთში გადაასახლეს.

1867 : ალფრედ ნობელმა დინატიმი დააპატენტა.

1905 : დანიის პრინცი კარლი ნორვეგიაში ჩავიდა და ქვეყნის მეფედ - ჰააკონ VII-დ აკურთხეს.

1918 : ვოევოდინა, ყოფილი ავსტრია-უნგრეთის მიწა, სამეფოს გამოეყო და თავი სერბეთის ნაწილად გამოაცხადა.

1936 : ბერლინში გერმანია და იაპონია ანტიკომინტერნის პაქტს აწერენ ხელს საბჭოთა კავშირისგან თავის ერთობლივი ძალებით დასაცავად.

1940 : მცხეთის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს არმაზის ბილინგვა.

1941 : ფინეთი ანტიკომინტერნის პაქტს შეუერთდა.

1947 : წითელი პანიკა - „ჰოლივუდის ათეული“ კინოსტუდიებმა შავ სიაში შეიყვანეს.

1950 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კორეის ომში ჩაერთო და ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა მდინარე იალუს გაღმა გაეროს ჯარებთან საბძოლველად.

1975 : სურინამი ნიდერლანდებისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.

1992 : ჩეხოსლოვაკიის ფედერალური ასამბლეა ქვეყნის ჩეხეთად და სლოვაკეთად გაყოფას აძლევს ხმას.

2000 : ბაქოში მიწისძვრა მოხდა.

2009 : საინვესტიციო კომპანია Dubai World, რომელსაც დუბაის მთავრობა ფლობს, კრედიტორებს ექვსთვიან მორატორიუმს სთხოვს $59-მილიარდიან ვალზე, რასაც რეგიონის ფინანსური ბაზრების კრიზისი მოყვა.

2020 : ინგრიდა შიმონიტე ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გახდა.

2021 :

პეტრ ფიალა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

რუმინეთში კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრად ნიკოლაე ჩუკეს დანიშვნით სამთვიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1493 : ოსანა კოტორელი – კათოლიკე განდეგილი კოტორიდან.

1562 : ლოპე დე ვეგა — ესპანელი დრამატურგი და პოეტი (გ. 1635)

1858 : კაპუსი, ალფრედ — ფრანგი ჟურნალისტი და დრამატურგი (გ.1922)

1870 : საკაი ტოსიჰიკო — იაპონიის საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი (გ.1933)

1881 : იოანე XXIII — რომის პაპი (გ.1963)

1897 : გრანელი, ტერენტი — ქართველი პოეტი.

1915 : პინოჩეტი, აუგუსტო — ჩილეს გენერალი, პრეზიდენტი (გ. 2006)

1922 : ბაიაძე, ვასილ — ქართველი კრიტიკოსი (გ. 1993)

1926 : ანდერსონი, პოლ — ამერიკელი მწერალი (გ. 2001)

1959 : არტურო პერეს-რევერტე — ესპანელი ნოველისტი.

1960 : გრანტი, ემი — ამერიკელი მომღერალი

1988 : ნოდარ ქუმარიტაშვილი — ქართველი მოციგავე

ამ დღეს გარდაცვლილნი

1763 : ანტუან ფრანსუა პრევო — ფრანგი მწერალი

1885 : ალფონსო XII — ესპანეთის მეფე

1981 : ასლანიკაშვილი, ალექსანდრე — ქართველი გეოგრაფ-კარტოგრაფი

1990 : მერაბ მამარდაშვილი — ქართველი ფილოსოფოსი

2016 : ფიდელ კასტრო — კუბელი რევოლუციონერი

2020 : დიეგო მარადონა — არგენტინელი ფეხბურთელი (დ. 1960)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იოანე მოწყალე

ნილოს მმარხველი

აქია წინასწარმეტყველი

ნილოს მირონმდინარე

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის