USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
25 მარტი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  869

25 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 84-ე დღე (ნაკიან წლებში – 85-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 281 დღე.

დღის მოვლენები

1306 : რობერტ ბრიუსი გახდა შოტლანდიის მეფე.

1625 : მარტყოფის ბრძოლა 1625, გმირობა გიორგი სააკაძისა.

1655 : ჰოლანდიელმა ასტრონომმა კ. ჰუიგენსმა აღმოაჩინა სატურნის უდიდესი მთვარე ტიტანი.

1802 : ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ამიენის ზავს.

1821 : გამოცხადდა საბერძნეთის დამოუკიდებლობა ოსმალეთისაგან.

1917 : საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღადგინა ავტოკეფალია.

1918 : გამოცხადდა ბელარუსის დამოუკიდებლობა.

1924 : საბერძნეთი გამოცხადდა რესპუბლიკად.

1957 : დასავლეთი გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი ქმნიან ევროპის გაერთიანებას.

2008 : გლობალური დათბობა : 410 კმ² ფართობის ნაწილი მოწყდა უილკინზის ყინულის შელფს ანტარქტიკაში.

ამ დღეს დაბადებულნი

1767 : იოახიმ მიურატი — საფრანგეთის მარშალი

1818 : ბურკჰარდტი, იაკობ — შვეიცარიელი ისტორიკოსი

1867 : ტოსკანინი, არტურო — იტალიელი დირიჟორი

1881 : ბარტოკი, ბელა — უნგრელი კომპოზიტორი

1908 : დევიდ ლინი — ინგლისელი კინორეჟისორი

1914 : მისტრალი, ფრედერიკ — ფრანგი პოეტი

1921 : სიმონ სინიორე — ფრანგი მსახიობი ქალი

1922: ლილი იოსელიანი — ქართველი რეჟისორი

1925 : ო'კონორი, ფლანერი — ამერიკელი მწერალი

1932 : ხერგიანი, მიხეილ — ქართველი ალპინისტი

1947 : ჯონი, ელტონ — ინგლისელი მუსიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1223 : აფონსუ II სქელი — პორტუგალიის მეფე

1801 : ნოვალისი — გერმანელი პოეტი

1918 : დებიუსი, კლოდ — ფრანგი კომპოზიტორი

1925 : ტიხონი — მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

1966 : მინორსკი, ვლადიმერ — რუსი აღმოსავლეთმცოდნე

1980 : ბარტი, როლან — ფრანგი ფილოსოფოსი

2007 : სუხიშვილი, თენგიზ — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი

2019 : სკოტ უოკერი — ბრიტანელი მუსიკოსი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917)

დემეტრე თავდადებული

თეოფანე სიღრიანელი

მართალი ფინესი

გრიგოლ დიოლოღოსი

სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

ბელარუსი : თავისუფლების დღე

საბერძნეთი : დამოუკიდებლობის დღე (1821)

სლოვენია : დედის დღე

 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის