USD 2.7136
EUR 3.0211
RUB 2.9547
თბილისი
24 მარტი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  607

23 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 82-ე დღე (ნაკიან წლებში – 83-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 283 დღე.

დღის მოვლენები

  • 1775 : ამერიკის რევოლუცია: ვირჯინიის მოქალაქეთა პალატაში პატრიკ ჰენრი გამოდის სიტყვით „მომეცი თავისუფლება ან მომეცი სიკვდილი“, მოუწოდებს რა კანონმდებლობას სამხედრო აქციის დაწყებას ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ.
  • 1801 : მიხაილოვის სასახლეში საკუთარ საძინებელში პავლე I-ის მოკვლის შემდეგ რუსეთის მეფე ალექსანდრე I გახდა.
  • 1857 : ელიშა ოტისის პირველი ლიფტი დამონტაჟდა ქალაქ ნიუ-იორკში.
  • 1919 : იტალიაში ბენიტო მუსოლინი აყალიბებს პირველ ფაშისტურ მოძრაობას.
  • 1933 : რაიხსტაგმა ძალაუფლების აქტი მიიღო; შედეგად ადოლფ ჰიტლერი გერმანიის დიქტატორი გახდა.
  • 1956 : პაკისტანი გახდა მსოფლიოში პირველი მუსლიმანური რესპუბლიკა.
  • 1966 : რომში 400 წლის მანძილზე პირველად შეხვდნენ რომის პაპი და კენტერბერის არქიეპისკოპოსი
  • 1996 : ტაივანში ჩატარებული პირველი პირდაპირი არჩევნების შედეგად ლი დენხუეი არჩეულ იქნა პრეზიდენტად.
  • 2005 : ამერიკელმა ასტრონომებმა ორი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს. დღემდე უცნობი ობიექტები მზის სისტემის მიღმა ტელესკოპმა “სპიცერმა” დააფიქსირა.
  • 2022 : ამერიკელი მათემატიკოსი დენის სალივანი აბელის პრემიის ლაურეატი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1749 : ლაპლასი, პიერ სიმონ — ფრანგი ასტრონომი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი
  • 1887 : გრი, ხუან — ესპანელი მხატვარი, კუბიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი
  • 1896 : ასლანიშვილი, შალვა — ქართველი მუსიკათმცოდნე
  • 1900 : ფრომი, ერიხ — გერმანელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი
  • 1910 : კუროსავა აკირა — იაპონელი კინორეჟისორი
  • 1912 : ბრაუნი, ვერნერ ფონ — გერმანელი და ამერიკელი მეცნიერი
  • 1929 : რაფაელ ჩიმიშკიანი — ქართველი ძალოსანი
  • 1944 : ჯემალ აჯიაშვილი — ქართველი ებრაელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1223 : აფონსუ II — პორტუგალიის მეფე
  • 1842 : სტენდალი — ფრანგი მწერალი
  • 1927 : მელიქიშვილი, პეტრე — ქართველი ქიმიკოსი თსუ-ს ერთ-ერთი დამაარსებელი
  • 1982 : ბარნაბიშვილი, გიორგი — ქართველი ვიოლინჩელისტი
  • 1992 : ჰაიეკი, ფრიდრიხ — ავსტრიელი ეკონომისტი
  • 2011 : ტეილორი, ელისაბედ — ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი
  • 2013 : ბერეზოვსკი, ბორის — რუსი ბიზნესმენი
  • 2015 : ლი კუან იუ — სინგაპურელი პოლიტიკოსი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოანე ხახულელი
    • წმინდა კონდრატე და მასთან ერთად წამებულნი დედანი და მამანი
    • კონდრატე ნიკომიდიელი, სატორინი, რუთვინი და სხვები
    • ღირსი ანასტასია
  • აგრეთვე:
    • მსოფლიო მეტეოროლოგიური დღე
    • პაკისტანი : პაკისტანის დღე (1956)

 

რეგიონი
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.