USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა
თარიღი:  2166
23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. 100 წლის წინ 1921 წლის 11 თებერვალს წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაესხა თავს. 17 თებერვალს დილის 5 საათზე გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ბრძანება გასცა, საბრძოლო პოზიციები სხვა სამხედრო ნაწილებთან ერთად, საქართველოს იუნკერთა სკოლის მსმენელებსაც დაეკავებინათ. 22-23 წლის იუნკერებს სამხედრო სკოლის ეზოში საქართველოს ჰიმნის ფონზე შეხვდნენ, ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა მათ.
 
იუნკერებს თბილისის მისადგომების დაცვა დაევალათ. კურსანტებმა 7 კილომეტრის საბრძოლო პოზიცია კოჯორ-ტაბახმელასთან დაიკავეს.
იუნკერთა პოზიციებზე პირველი მასირებული შეტევა 19 თებერვალს დაიწყო. ბოლშევიკების იერიშების მიუხედავად, იუნკრებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლეს. საქართველოს შეიარაღებული ძალები, გენერალ კვინიტაძის სარდლობით თბილისს 1 კვირის განმავლობაში იცავდა.
 
მე-11 არმიამ შეტევა გააძლიერა და ტაბახმელისკენ გადაისროლა წითელ კურსანტთა ბრიგადა, რომელიც ყველაზე აგრესიული მებრძლებისგან შედგებოდა. ბრძოლაში დამატებითი ძალების ჩართვის მიუხედავად, რუსებმა ტაბახმელა ვერ აიღეს, მარგამ შეავიწროეს ქართული ნაწილები.
მას შემდეგ, რაც თბილისს ალყის საფრთხე დაემუქრა, მთავარსარდალმა დედაქალაქის დაცლისა და სამხედრო შენაერთების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. იუნკრებმა პოზიციების დატოვების თაობაზე ბრძანება 24 თებერვალს, ღამის 12 საათზე მიიღეს.
 
1921 წლის თებერვლის სისხლიან დღეებში თბილისის მისადგომებთან 9 იუნკერი დაიღუპა და 43 დაიჭრა. იუნკერებთან ერთად დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილიც. იგი საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. მარო მაყაშვილი ცნობილი პოეტის კოტე მაყაშვილის შვილი იყო და ის ფრონტზე მოხალისედ ჩაეწერა. უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი წითელი ჯვრის რაზმს შეუერთდა.მარო მაყაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ გმირად აღიარეს.
 
რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერები და სხვა მებრძოლები ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში არიან დაკრძალული.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის