USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
23 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  1379
- დონეცკის რაიონში, ბახმუტის აღმოსავლეთით უკრაინის არმია შეტევაზე გადავიდა და რუსების მიერ დაკავებული ქარხნები გაათავისუფლა, რის შედეგადაც რუსულმა არმიამ ქალაქზე შესატევი აღმოსავლური პლაცდარმი დაკარგა.
შეტაკებები მიმდინარეობს ქალაქის სამხრეთითაც, ოპიტნე-ზაიცევეს გზაზე. ორივე დასახლება სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო მონაცემებით, ოპიტნეს უკრაინელები აკონტროლობენ, ზაიცევეს - რუსები, მაგრამ უკრაინულ არმიას ზაიცევესთან მყოფ რუსულ დანაყოფებზე განმეორებითი იერიშები მიაქვს.
უკრაინული ლოკალური კონტრიერიშის წარმატების შემთხვევაში რუსები კარგავენ იმ პოზიციებს, რომლებსაც ქალაქზე შეტევისათვის კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა.
იქვე, ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით, სოლედარში სიტუაცია უცვლელია. უკრაინელები ქალაქის აბსოლუტურ უმრავლესობას აკონტროლებენ.
- საინტერესო ცნობები მოდის ბრიტანული თავდაცვიდან და ანალიტიკური ორგანიზაციებიდან - რუსებს მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან ძვირფასი ტექნიკა გააქვს. რუსულ ჯარში გაუგებრობაა. თუკი უკანდახევასთან გვაქვს ადგილი არავის არ უნდა იმ ბოლო ეშელონებში დარჩეს, რომლებმაც უკრაინული შეტევა უნდა შეაჩერონ სანამ მათ წინ რუსული ძალები დატოვებენ პოზიციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ უკან, კახოვკას ხიდისაკენ დახევის უფლება. სწორედ ამ ფონზე, სამხედრო და ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა რუსულ დანაყოფებში. ამაზე ის უკმაყოფილების განცხადებებიც მეტყველებს, რომელსაც რუსი სამხედროები რაიონიდან ავრცელებენ.
ამის საპირისპიროდ, თუკი რუსები არ აპირებენ დასავლეთ სანაპიროდან უკუქცევას და ეს მხოლოდ მანევრია, მაშინ ძალიან საშიშ რეალობას აწყდებიან - აღნიშნული ბუნდოვანებისა და დემორალიზაციის პირობებში უკრაინელებმა ნებისმიერ დროს შეიძლება გაარღვიონ რუსული თავდაცვის ზღუდეები. შესაძლო მახეს დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და ძვირფასი ტექნიკა სჭირდება. თუკი რუსებმა ისინი მდინარის აღმოსავლეთით გადაზიდეს შეტევის შეჩერება მართლაც შეიძლება კახოვკას დამბის აფეთქებით ან ნებისმიერი სხვა მეთოდით დაბლოკონ.
მეორე საკმაოდ საინტერესო ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკავშირდება, რომლის თანახმადაც რუსები ცდილობენ ბრიტანეთსა და ზოგადად დასავლეთს მიასყიდონ ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უკრაინა თავად აპირებს გამოიყენოს რაიმე ფორმის მასობრივი განადგურების იარაღი თავისი ქალაქების წინააღმდეგ რის შემდეგაც ნატოს ჩართვის მოთხოვნა დადგება დღის წესრიგში. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადება რუსეთის მხრიდან დამატებით ესკალაციასა და აგრესიის გაძლიერებას ემსახურება და ეს მხოლოდ მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ბრიტანელები და ამერიკელები ხვდებიან, რომ რუსეთი დამატებითი აგრესიული ქმედებისათვის - რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოიაზრებოდეს - გარკვეული სარჩულის შექმნას ცდილობს.
- უკრაინელი პარტიზანები ხერსონში კვლავ აქტიურები არიან. მათ კოლაბორაციონისტი მმართველების მანქანები დანაღმეს და ააფეთქეს.
- უკრაინული დრონები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები რუსული პოზიციების აღმოჩენასა და დაბომბვაში. მათი გამოყენება განსაკუთრებით აქტიურად ხერსონის რაიონში ხდება. თუკი შეტევის ხაზზე უშუალო იერიშების ტემპი შედარებით დაბალი იყო დღეს, სამაგიეროდ დრონები მუშაობდნენ საკმაოდ აქტიურად. ისინი მათზე დამაგრებულ ბომბებს დამიზნებით ესვრიან ფორტიფიკაციების უკან ამოფარებულ რუსულ ცოცხალ ძალასა თუ მსუბუქად შეჯავშნულ ტექნიკას.
- უკრაინელები გააქტიურდნენ ზაპორიჟიას რაიონშიც. როგორ მანევრებსაც არ უნდა აკეთებდნენ რუსები ხერსონის რაიონში, ფაქტია ისიც, რომ რუსები პარალელურად ზაპორიჟიას გამაგრებაზეც ფიქრობენ. სწორედ ამის შესამცირებლად უკრაინელებმა რუსული პოზიციების დაბომბვა რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად დაიწყეს.
- თითქმის სრულიად დახურულია ინფორმაცია ლუგანსკის რაიონში, სადაც უკრაინული არტილერია ბოლო 48 საათია ძალიან აქტიურად მუშაობს, თუმცა სხვა დეტალები უცნობია.
 
 
 
საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.