USD 2.6032
EUR 2.9169
RUB 3.0626
თბილისი
23 ნოემბერს გიორგობას ერლომ ახვლედიანს 92 წელი შეუსრულდებოდა - ნაწილი მეორე
თარიღი:  1039

მწერლომი

ერლომ ახვლედიანის ცხოვრება

ნაწილი მეორე

თბილისში 1964 წელს კინოსცენარისტის დიპლომით დაბრუნდა. 1969 წელს ერლომმა დაწერა სცენარი გიორგი შენგელაიას ფილმისთვის „ფიროსმანი“. როგორც თვითონ თვლის, ეს ფილმი კინოში მისი პირველი სერიოზული ნამუშევარი იყო.  ისევე, როგორც „აპრილი“, „ფიროსმანიც“ არ ჰგავდა არც ერთ ფილმს და შეიძ₾ება  ითქვას, კიდევ უფრო მეტად არ ჰგავდა. სცენარი დიდხანს იწერებოდა და იმ პერიოდში გიორგიც და ერლომიც თითქოს ხელახლა გადიოდნენ ნიკალს გავლილ გზას. ფილმი მაყურებელს ძალიან მოეწონა, კრიტიკა კი არაერთგვაროვნად შეხვდა - რეჟისორს დინამიკა დაუწუნეს, მოქმედება ნელა ვითარდებაო. ერლომს კი ყველაზე მეტად ეს მოსწონდა . ფილმში თხრობა ნიკალას ნამუშევრებივით შეუკაზმავი და უშუალო რომ იყო.

იმავე წლის 3 აპრილს ერლომი ნანა ყიფიანზე დაქორწინდა. ისინი სერგო პაპას სახლში ერლომის მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ. პირველი შვილის, ანას დაბადება ყველასთვის დიდი სიხარული იყო. სერგო პაპას უკვე მესამე შვილიშვილი გაუჩნდა - მის აშენებულ სახლში მადონას ვაჟები, მალხაზი და ვაჟა და ერლომის ანუკა ერთად იყრიდნენ ხოლმე თავს. ცხოვრება თავისი გზით მიედინებოდა, მაგრამ ისე არა, როგორც სხვები და მალე ყველასთვის გასაგები გახდა, რომ ბავშვს განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდებოდა. წლების შემდეგ ერთმა მორწმუნე რუსმა ქალმა პეჩორის ლავრაში ერლომს უთხრა, - ასეთი ბავშვი ღვთრის საჩუქარიაო, - და ერლომს ამ სიტყვებით სხვა თვალით დაანახა საკუთარი ბედი. მანამდე კი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გზა უნდა გაევლო. ანა ჯერ ისევ ძალიან პატარა იყო, როდესაც ერლომი და მისი მეუღლე ერთმანეთს დაშორდნენ. ნანა ყიფიანი მეორედ გათხოვდა. გოგონა კარგა ხანს მამასთან და მის ასაკოვან მშობლებთან დარჩა. დროდადრო დედას მიჰყავდა ხოლმე. ყოფაში გამოუსწორებლად მოუხერხებელი და საკვირველად არაპრაქტიკული ერლომისთვის რთულიუ დრო დადგა.

„ისევ ოთხნი ვართ ში : მამა, დედა, მადონა და მე. ტიტიკო სოფელშია, მალხაზი და ვაჟა - კოჟორში. ანუკა ნანასთან და მანანასთან ერთად კეჩხობში, „ვაჟა და მალხაზი კოჯოლი“ ასე ამბობს ანუკა. წლების განმავლობაში ვიყავით ჩვენ ოთხნი ერთად, მანამდე, სანამ მადონა არ გათხოვდა. შემდეგ ბიჭები გაუჩნდა. მერე მეც ცოლო ვითხოვე და გაიზარდა ოჯახი.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოთხნი ერთად ვიყავით ქვედა სახლში, მაინც რაღაც იქმნება იმდროინდელი. ოღნდ ესაა, მამა და დედა მოხუცდნენ, ჩვენ კი , შვილებს, ჩვენი დარდი და სიხარული გაგვიჩნდა - ჩვენ-ჩვენი შვილები და მთელი ის განცდები, რაც მოიტანა უკანასკნელმა წლებმა.

... უკვე გვიანაა. ღამის პირველი საათია. ჩვენ ვიგონებთ. უფრო დედა იგონებს. მე ვუსმენ და პაპიროსს პაპიროსზე ვეწევი. მადონა ხანდახან ჩაურთავს იმას, რაც თვითონ ახსოვს. დედას კი ყველაფერი ახსოვს. მამს კი ანუკას ოთახში სძინავს და მასაც ახსოვს ყველაფერი. ოღონდ მამა არასოდეს მოგვითხრობს ამის თაობაზე. რა გადაიტანეს ჩემმა მშობლებმა !

მამამ გაიღვიძა და გამოემართა ჩვენკენ. მე მესმის მისი ნაბიჯების ხმა. შევეგებე დიდ, ბნელ ოთახში. მამა მოდიოდა და თან კაია მამაიდას შავ, ხავერდის ხალათს იცვამდა. მე ხელი გადავხვიე და ვაკოცე. მამამ მითხრა : „ უჰ, რა ფარისეველი ხარ.“ ოთახში შემოვიდა და იკითხა, არ იძნებთ? რომელი საათია? რამე ხომ არ მოხდა? ჩ ვენ მამას ვამშვიდებთ, ვეუბნებით, „არ გვეძნება“ . მამა მიდის ანუკას ოთახისკენ , წვება საწოლზე და იძინებს. ჩემი მოუსვენარი მამა ვერ ურიგდება მოხუცებულობას. მინდა, როგორმე შევუმსუბუქო ჩემიანებს თავისი დარდები. ჩემს მოხუცებს ოდნავი სიხარული მაინც ვაჩვენო. ნუთუ ვერ შევძლებ ამას?“

სერგო პაპა და მოხუცებულობა ბოლომდე ვერ შერიგდნენ. ერთხელ სერგო პაპას ფეხქვეშ თავისი ორსართლიანი სახლის ბანი ჩაენგრა. სასწრაფოდ გააქანეს ტრავმატოლოგიურში. ფუძის ძვალი ჰქონდა გაბზარული. ყველა ძალიან სწუხდა : ეს ისედაც რთული დიაგნოზი იყო, მით უმეტეს 80 წლის მოხუცისთვის. თავად დაშავებული მისაღებში იწვა, როცა ერლომის მეგობარი დავით ჯავახიშვილი მიუახლოვდა. მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვით შეშფოთებულმა დათომ სხვა ვერაფერი მოიკითხა და ჰკითხა: - როგორ ბრძანდებით? პასუხად პაპა სერგომ დიდი მონაცრისფრო ცისფერი თვალებით შეხედა და ფეხებისკენ ანიშნა. დათომაც თვალი გააყოლა და რას ხედავს - საბნიდან შიშველი ფეხი აქვს გამოყოფილი და ჩახმახივით შეყენებულ ცერა თითს აჩვენებს, - აი ასე ვარო.

დავით ჯავახიშვილი გურამის ნათესავი იყო. ის და ერლომი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. ერლომი ამბობდა ხოლმე, - კარგად მახსოვს, მათ ეზოშში რომ მივდიოდი და აივნიდან დიდი ივანე ჯავახიშვილი გადმოგვყურებდაო. გურამის გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრეებულად დამეგობრდნენ და მერე ბოლომდე დიდი ხნით აღარასოდეს დაშორებულან. „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ ერლომმა დათ ჯავახიშვილთან ერთად დაწერა. ფილმი მათმა მეგობარმა ნოდარ მანაგაძემ 1974 წელს გადაიღო.

სერგო ახვლედიანი 1975 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მხედველობა დაუქვეითდა და ერლომს, როგორც უსინათლოები ჯოხს, გვერდიდან არ იშორებდა. მამა- შვილი  მაშინ ბევრს სეირნობდა და საუბრობდნენ. ერთხელს სერგო პაპამ ღმილით ჰკითხა : როგორ ფიქრობ - სწორია, რომ ადამიანი კვდება და მისი სახელი დავიწყებას მიეცემა?.. თუ აჯობებდა, ადამიანი უკვდავი იყოს? ერლომმა უპასუხა: სწორია ის, რაც ბუნებამ დააწესა. სერგო პაპამ მაშინ არაფერი უპასუხა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი შვილის პასუხი პასუხად თქვა : თ ეს იყო ცხოვრება, ის არაფერი ყოფილაო.

5be3b9ad-0749-4218-b711-2d5c54f59fef

მეუღლესთან - მარინა ახვლედიანთან და ვაჟთან - ბაქარ ახვლედიანთან ერთად

„მისმა ნათქვამმა შემზარა. რამ ათქმევინა ეს საყვედური? თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ მაშინ ვერ ვნახე სიტყვები მის დასამშვიდებლად. ახლა ვცადე :

  • მამა, შენ ხომ ყველას უყვარხარ. ბევრი სიკეთე გაგიკეთებია...

მაგრამ გვიანი იყო. მან გვერდზე გაიხედა და უარყოფის ნიშნად ხელი გაიქნია. მაინც ვერ ვიტყვი, რომ სიკვდილის მოახლოების შიშმა ათქმევინა ეს საყვედურები. ეტყობა, რაღაც არ შედგა მის ცხოვრებაში , რაღაც მთავარი არ განხორციელდა“.

სერგო პაპა გარდაცვლილი იყო, მადონამ უთხრა ერლომს - მამას ოცნება მხატვრობაში დაბრუნება იყოო. ერლომს მაშინღა გაახსენდა ზეთის საღებავებით სავსე ყუთი, რომელიც მათი სახლის სარდსაფში იდო და მერე სადღაც გაქრა. მაშინღა მიხვდა, რომ მამამ ამ სახლის აშენებისთვის დათმო მისთვის მთავარი - მხატვრობა.

სერგო ახვლედიანის წასვლის შემდეგ სახლში ერლომი, დედამისი და ანუკა დარჩნენ. დღის განმავლობაში ხალხი მიდი-მოდიოდა. გვიან კი სიჩუმეში , როდესაც შინ მარტონი რჩებოდნენ, სახლი დარდით ივსებოდა. ანუკას მდგომარეობა ასაკთან ერთად დამძმდა. უკვე მოხუცებულ ვარინკას მისი მოვლა უჭირდა. ერლომი კი გამოსავალს ვერ ხედავდა. ვერაფერს აკეთებდა. ვეღარც მეგობრები შველოდნენ. სახლიდან გასვლის თითქოს ეშინოდა , გასული მალევე ბრუნდებოდა. ერთხანს სვამდა კიდეც, მაგრამ დარდს ვერაფრით გაუმკლავდა. გულმა უგრძნო - ის, რაც მას სჭირდა , ძალიან ახლოს იყო ქრისტიანობისთვის ყველაზე საშიშ ცოდვასთან , სასოწარკვეთლებასთან. ერთ დღესაც ადგა და ტაძარში შეიარა. კანტიკუნტად იყვნენ ადამიანები. გაიგო, რომ მალე მარხვა იწყებოდა . შინ დაბრუნებულმა გადაწყვიტა მარხვა შეენახა.

დედამ მისი საქციელი ძალიაჯნ მოიწონდა და როგორც შეეძლო, ხელს უწყობდა. სერგო და ბარბარე ეკლესიურები არასდროს ყოფილან, მაგრამ მრწამსი ერლომს მამამ ჩააგონა. ერლომი აფხაზეთში მონათლეს. მაშინ 14 წლის იყო. ზაფხულს დეიდებთან - ბუჟღუ და კატუშა დადიანებთან და სამი წლით მასზე უმცროს დეიდაშვილთან , ტიტიკოსთან ერთად ატარებდა ხოლმე. ერთხელ კატუშამ თავის მეუთლის, იონა ლაღიძის სოფელში - აზანთაში წაიყვანა. იონა ბიძიას მამა მღვდელი იყო. ნათლიად ვარენკას ბიძაშვილი ლეილა ავალიანი აირჩეს. რიტუალი კი ღია ცის ქვეშ, ამტყელის ტბის ნაპირთან ჩატარდა.

 

„ოთახი, სადაც ხატი ეკიდა და ვლოცულობდი - თანდათან წმინდა ხდებოდა. მე ვეღარ ვბედავდი მოწევას, სმას, მოგვიანებით უნებურად მოსულ ავ ფიქრებსაც ვიშორებდი, ვიწმინდებოდი. და აი, დღეს უცებ ვიგრძენი, რომ ოთახი რაღაცით აივსო - აივსო იგი ლოცვით... ასე ნათლად არასდროს მიგრძვნია როგორ იქმნება რწმენა... მაგონდება გურამი, როდესაც პირველად მესტუმრა კამოს ქუჩაზე, ჩემს ძველ ბინაში. როცა გურამი ჩემს ოთახში შემოვიდა, თქვა : ოჰ, რა ნაფიქრალი ოთახიაო. მაშინ ის 22 წლისაც არ იქნებოდა და ნამდვილად იგრძნო ეს.“ - წერდა ერლომი 1976 წელს.

მაშინ ეკლესიაში არავინ დადიოდა, რამდენიმე მოხუცს თუ ნახავდი. ერლომის ცხოვრების წესი ეკლესიამ ნელ-ნელა , მაგრამ საფუძვლიანად შეცვალა. მეგობრების ოჯახებში, მისი წყალობით, უკვე ისწავლეს მარხვის დღეები. თუ მოახერხებდნენ და მისთვის საგანგებოდ რამის გაკეთებას მოასწრებდნენ, ხომ კარგი, თ არა და , ყველას ღიმილით ამშვიდებდა: - თონის პური ხომ გაქვთ? ჰოდა , მაშინ ყველაფერი რიგზეა. პური გამორჩეულად უყვარდა, პური და წვიმა, როცა წვრილად ცრიდა. თვითონ ამბობდა ხოლმე, - მე ისეთი არაფერი მიყვარს, რომ ვინმეს შეშურდეს და წამართვასო. ბევრს ლოცულობდა. ხანდახან ქუჩაში გაახსენდებოდა რამე და უეცრად პირჯვარს გადაიწერდა.

დათო ჯავახიშვილი იგონებდა: ერთხელ ერლომი ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩემთან იყო სტუმრადო. მის სახლთან ახლოს კი ორი ტაძარია: ერთი- კათოლიკური , მეორე კი - მართლმადიდებლური, ალექსანდრე ნეველის სახელობის. ჯერ ერთი ეკლესიის ზარებს შემოჰკრეს თურმე. წამოხტა ერლომი , ამოიღო ლოცვანი და პირჯვრის წერა დაიწყო. როგორც კი დაჯდა, ახლა ნეველის ეკლესიის ზარების ხმა გაისმა. ისევ წამოხტა ერლომი, ისევ ამოიღო ლოცვანი და ისევ წაიკითხა. დაამთავრა თ არა, გახარებულმა დათომ იფიქრა, ახლა კი შევძლებ დალაპარაკებასო და ის-ის იყო, სიტყვის სათქმელად გააღო პირი, ისევ გაისმა ზერების ხმა. ერლომი კვლავ წამოხტა და ლოცვანის ამოსაღებად ჯიბისკენ წაიღო ხელი. დათმ კი უმალ გააჩერა: ეს ნაგვის მანქანა მოვიდა და ის რეკავსო. გაბრაზდა ერლომი და დათოს მაშინ სულ „მკრეხელი და ურწმუნო“ ეძახა. მერე ორივე ღიმილით იხსენებდა ამ ამბავს, თუმცა ამ თემაზე მაინც ბევრს კამათობდნენ .

ლიტერატურას თითქოს ჩამოშორდა, მაგრამ ის, ვინც მის შემოქმედებას კარგად იცნობდა, მისი სცენარით დაწერილ ფილმებში ერლომისეულ იგავურ ენას იოლად ცნობდა ხოლმე. ერლომმა დაწერა სცენარები ფილმებისთვის: „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ ზაირა არსენიშვილთან ერთად, „ცხელი ზაფხულის სამი დღე“, სადაც ის და მისი საკვირაო სკოლაც მოხვდნენ, „არასერიოზული კაცი“ დიმა ბათიაშვილთან და გია ფერაძესთან ერთად.

ადამიანებისთვის ბიბლიის წაკითხვის იდეა 70 - იანი წლების მიწურულს გაუჩნდა. გურამის დას, მარინე რჩეულიშვილსა და რამდენიმე მეგობარს უთხრა ამის შესახებ. ყველას მოეწონა და ურჩიეს, იქნებ კვირაობით ბავშვებს წაუკითხო ბიბლიაო. ასე დაიწყო. თავიდან შვიდი ბავშვი მოვიდა, ერლომის მეგობრების შვილები, მერე-ამ ბავშვების მეგობრები და ნაცნობები, მერე - თავად ერლომის მეგობრებიც. გავიდა დრო და ბიბლიის წაკითხვის შედეგ ერლომის მეგობრები ბავშვებს სხვა თემებზეც ესაუბრებოდნენ. კვირა დღეს პაპა სერგოს სახლის ეზოს რომ გადმოხედავდი, გული გაგინათდებოდა. კარგ ამინდში სახლის წინ ისხდნენ გოგონები და ბიჭები და დიდი ინტერესით უსმენდნენ ერლომს. იქ შეხვდნენ ერთმანეთს პირველად ერლომის ნათლული მისი მამიდაშვილის, ბუსა ჟვანიას ვაჟი ზურაბ ჟვანია და მისი მომავალი მეუღლე ნინო ქადაგიძე. ერლომის ეზოს ბიბლიის მსმენელებიდან დღეს ორი მეუფეა : - მეუფე იობი და მეუფე დანიელი. მან ერთხელ ერლომს უთხრა , - საოცარია, რომ არ დაგვარბიეს, ეტყობა, ღმერთი გმფარველობდაო. საკვირაო სკოლა წლების განმავლობაში მოქმედებდა , სწორედ იმ წლებში ისწავლა სერგო პაპას სახლის გზა ლამის მთელმა ქალაქმა.

80 - იან წლებში ეკლესია უკვე ძალას იკრებდა და მსგავსი თემებით დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლოთ ტაძარში მისულიყვნენ. ერლომს თავისმა მოძღვარმა , მამა ზურაბ ანთაძემ (დღეს ბერი ბასილი) უთხრა, რომ ბიბლიის კითხვა უნდა შეეწყვიტა, რომ მისმა საკვირაო სკოლამ თავისი როლი უკვე შეასრულა. 1982 წელს თეატრალურ ინსტიტუტში კინოსასცენარო ჯგუფი აიყვანა. მის სტუდენტებს შორის მოხვდა მაშინ ჯერ კიდევ მისი მეგობრის და მომავალი მეუღლის მარინე თურმანიძის დის ვაჟი - გიორგი რევიშვილიც.

პედაგოგიური მოღვაწეობის პირველ დღეს ლექციაზე შესულ სტუდენტებს გამოუცხადა - წარმოდგენა არა მაქვს, როგორ უნდა გასწავოთ სცენარის წერა, მაგრამ მეგობრები რომ ვიქნებით, ეს ნამდვილად ვიცი; ახლა ცოტა ფული მაქვს, წავიდეთ და ვიქეიფოთო. ერლომის ლექციებმა მალე გადაინაცვლეს ინსტიტუტის აუდიტორიიდან გორაზე, პაპა სერგოს სახლში. ასე შეიკრა სახელოსნო. იქ დადიოდნენ სტუდენტები , როგორც თეატრალურიდან , ასევე უნივერსიტეტის მეორადი, სასცენარო ფაკულტეტიდან, სადაც ერლომმა ჯგუფის აყვანიდან რამდენიმე ხანში ლექციების კითხვა დაიწყო. ეძებდნენ თემებს, ცდილობდნენ ჩასწვდომოდნენ ყველაფრის შინაარსს, მოენახათ სინამდვილე. უბრალოდ ქეიფობდნენ, ან სულაც ჩაის სვამდნენ და ხელოვნებაზე საუბრობდნენ. ერთ-ერთი ასეთი თავყრილობისას ოსტატმა შეგირდებს გამოუცხადა, რომ მათ უნდა დატოვონ ქალაქი და სოფლის შენება დაიწყონ, რომ მხოლოდ მიწასთან ურთიერთობაა ნამდვილი საქმე. სიტყვებს მალე საქმც მოჰყვა, ერლომის დისშვილი, ვაჟა კუხიანიძე სწორედ იმ დროს არქიტექტურის ფაკულტეტის დამამთავრებელ კურსზე სწავლობდა, მან და მისმა მეგობრებმა სადიპლომოდ , სწორეედ ერლომის სოფელი აიღეს. ხელოვანთა სოფლის პროექტში 12 სახლი იყო სახელოსნოს 12 ძირითადი წევრისთვის, ისინი წრეზე იყო განლაგებული, თითოეულს თავისი კარმიდამო ჰქონდა, სადავ ახალგაზრდებს, ისევე, როგორც მათ ოსტატს უნდა მოეყვანათ ხილი და ბოსტნეული. შუა სოფელში იდგა სასტუმრო, იქ ღამეს სოფლის სტუმრები, სახელოსნოს მეგობრები და სახელოსნოს წევრი დაუოჯახებელი ქალები გაათევდნენ ( აბა, მარტოებს სათითაოდ იმხელა სახლებში რა გააჩერებდსათო?!- იცინოდნენ გოგონები.)

სახელოსნოს ხშირად სტუმრობდა გიორგი რევიშვილის ძმაკაცები თბილისიდან , რომლებსაც ასევე გამოუძებნეს ფუნქცია. თქვენ დახნავთ და დათესავთო?!- ეღიმებოდათ, მაგრამ ეს ახალი ამპლუა,რაღაცნაირად, იზიდავდათ, - კიდეც დავხნავთ და კიდეც დავთესავთო, - პასუხობდნენ. კინოსოფელი, რა თქმა უნდა, არც პატარა სტუდიის გარეშე ივარგებდა, ამიტომ ჩანაფიქრით, მას სამონტაჟოც უნდა ჰქონოდა, სარეპეტიციო დარბაზიც, მაგრამ უმთავრესი მაინც მიწათმოქმედება იქნებოდა. სოფლისათვის ადგილიც მალე გამოიძებნა დმანისის რაიონში. რაიკომის მდივანმა 3 ჰექტარი გამოუყო, ტრაქტორი გადასცა და სახლიც აჩუქა. სოფელს სახელიც შეურჩიეს - „ მეწინავე სადროშ“ უწოდეს : ასე ძველად ლაშქრის იმ ნაწილს უწოდებდნენ, რომელიც პირველი გადიოდა ბრძოლაში. სოფელში ჩასული ახალგაზრდა მეწინავეებსა და მათ უცნაურ მასწავლებელს გულთბილად იღებდნენ, მაგრამ ცოტა არ იყოს ეცინებოდათ. თოხით რომელიმეს წარმოდგენაც კი ღმილს იწვევდა.

a3ecc602-e8a5-47bd-9699-f7bbc873c990

 "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", გადაღებაზე

ერლომის ცხოვრებაში მაშინ თითქოს ბევრი რამ გამოსწორდა. ანუკას აღზრდაზე ზრუნვა თავის თავზე ნანამ აიღო. როგორც ერლომი ამბობს, „ანუკას დედას ტკივილმა შეუძლებელი შეაძლებინა“. მოგვიანებით მან ჩამოაყალიბა საზოგადოება „მეგზური“. 90 -იან წლებში მისი ოფისი რამდენჯერმე დაცხრილეს, რომ როგორმე გაეძევებინათ ვერის ბაღიდან . გადარჩა მეგზურის მეორე სამყოფელი - გრემში, რომლის კონფისკაციასაც აქტიურად მოითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა, - ასეთი ბავშვებისთვის ეს კარმიდამო აფსუსიაო. ეს ამბები მოგვიანებით, 2000 წელს მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის - „ნუცას სკოლა“ - სიუჯეტის წყაროდ იქცა.

1985 წელს ერლომი მეორედ დაქორწინდა. სახლში ახლა ის, დედა და მარინე იყვნენ. ერლომის მეორე შვილის, ბაქარის დაბადებას ვარინკა ბებია ვერ მოესწრო.

ბაქარს სახელი ერლომის „დაბნეულობამ დაარქვა“ - ის დარწმუნებული იყო, რომ ცხრა ძმა კოლაელთა ხსენების დღეს 7 მარტს, ბაქარის დაბადების დღეს იყო ( ბაქარს ამ ძმათაგან მესამეს სახელი ჰქვია), სინამდვილეში კი 6 მარტს ყოფილა. ბაქარი ერლომის სიჭარმაგის მეგობარმა რეზო ყარალაშვილმა მონათლა. ის პროფესიით ლიტერატურის თეორეტიკოსი გახლდათ. „ვანო და ნიკო“ გერმანულად სწორედ მან თარგმან. ერთმანეთი  60 - იანი წლების ბოლოს , შემთხვევით გაიცნეს. მერე კი ძალიან ხშირად ხვდებოდნენ და ოჯახებითაც მეგობრობდნენ. ივნისი დადგებოდა თუ არა, ერლომი მაშინვე ურეკავდა : - ბუბა, თეთრი ბალი დამწიფდა, ამოდი და ბავშვები ამოიყვანეო. ბუბაც მოჰკიდებდა ხელს თავის ქალ-ვაჟს და კალათით ხელში შეუყვებოდა ვაკეში აღმართს.

ერლომიც რეზოსა და მისი მეუღლის , ნანა შენგელაიას ოჯახში ხშირი სტუმარი იყო. დასხდებოდნენ სამზარეულოში და დაუსრულებლად საუბროდნენ. ერლომი ნანას უყვებოდა რის დაწერას აპირებდა , რეზო კი უშლიდა, - ნუ მოყვები, მერე აღარ დაწერო. ხშირ შემთხვევაში სიმართლესაც ამბობდა.

რეზო ყარალაშვილი 1989 წელს გერმანიაში მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს ამბავი 2-3 დღით ადრე მოხდა, ვიდრე 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდებოდა. როდესაც საშინელი დღეების შემდეგ გამოერკვია, ერლომი მიხვდა, რომ მის სიჭაბუკეს ახლა უკვე სიჭარმაგეც მიჰყვა, მან ბუბასთან ერთად ჩაიარა. 9 აპრილის შემდეგ, ერლომს სიფლის მაშენებლებიც შემოეფანტნენ. ბიჭებმა მთელს საქართველოში მაშინ თოხებს თოფები ამჯობინეს და სოფლიდან ქალაქს გაემართნენ. აშენებამდე დაიცალა „მეწინავე სადროშოც“.

 90 - იანი წლები ერლომის ოჯახისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა. 1992 წლის დასაწყისში გიორგი რევიშვილი მოკლეს - ასე დაიწყო ერლომის სიბერე. იმავე წელს 46 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღპა მისი მეუღლე, მარინე თურმანიძეც. ის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. პაპა სერგოს სახლში ახლა მხოლოდ ერლომი და მისი 5 წლის ბაქარი დარჩნენ. ეზოშ კი რემკას შავი ძაღლი, გრეი დარბოდა.

„ეს ბავშვი მე ღმერთმა მომცა, როგორც ნუგეში, როგორც წყალობა და საჩუქარი ხანდაზმულობის“,- წერდა ერლომი ბაქარზე და თუმცა ბავშვის მოვლა ძალიან უჭირდა, მაინც ცდილობდა , ერთად ყოფილიყვნენ. ნელ-ნეკა ისინი ერლომის ნაწარმოების, „ბაბუა და შვილიშვილის“ პერსონაჟებს დაემსგავსნენ. ერლომს ეს არ გაჰკვირვებია. რადგან მანამდე საბავშვო ჟურნალ „დილაში“ გამოქვეყნებულ „მათეს ეზოში“ ალვის ხის ამოსვლა იწინასწარმეტყველა და ალვა მის ეზოში ამოვიდა. ბაქარი უამრავ კითხვას სვამდა, რომლებსაც ხშირად თვითონვე პასუხობდა. განუწყვეტლივ ცელქობდა და გარშემო ყველაფერს ატრიალებდა.

შვილი როგორმე ხომ უნდა შეენახა. აღარც კინო არსებობდა და აღარც წიგნები იბეჭდებოდა. მათი სახლიც უკვე დიდი ხანია, შეკეთებას საჭიროებდა. ჭერიდან წვიმა ჩამოდიოდა, კედლები გაცვდა, ფანჯრებიდან ქარი უბერავდა. ელექტროენერგია და გაზი სანატრელი გახდა. სახლში სიცივე და სიცარიელე გამეფდა. ერლომი საგონებელში ჩავარდა. ოფიციალურ სამსახურში გაჩერება მას ყოველთვის უჭირდა. რეზო ჩხეიძემ კიდევ ერთი ჯგუფის აყვანა შესთავაზა. თავიდან სასტიკი უარი განაცხადა, მაგრამ ერთ წელიწადში , ისევ სტუდენტებმა შეძლეს მისი გადარწმუნება და 1994 წელს კინოსცენარისტების მეორე ჯგუფი აიყვანა.

სამოქალაქო და აფხაზთის ომი ახალი გადავლილი იყო, რა დროს კინოა, იქნებ სხვა პროფესიის არჩევა სჯობდესო, - ასე შეეგება მომავალ კინოსცენარისტებს და პირველივე დღეებში უთხრა, - მოპდით, სანამ გამოგონებას დავიწყებთ, ჯერ ვიპოვოთ ის, რაც სინამდვილეში არსებობს და ჩავწეროთო. ასეავლიდა, რომ ყველაფერი , რისი გამოგონებაც შეიძლება, ღმერთის მიერ უკვე გამოგონილია და მხოლოდ მიგნება სჭირდება.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის