USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
22 მარტი - ეს დღე ისტორიაში
Date:  500

22 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 81-ე დღე (ნაკიან წლებში – 82-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 284 დღე.

დღის მოვლენები

      238 : გორდიანუს I და მისი ვაჟი გორდიანუს II რომის იმპერატორებად გამოაცხადეს.

  • 1772 : ინგლისში მონობა უკანონოდ გამოცხადდა.
  • 1848 : ვენეცია დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1868 : არკანზასი მეორედ შედის აშშ-ს შემადგენლობაში.
  • 1876 : ესპანეთში მიიღეს კონსტიტუცია
  • 1882 : აშშ-ს კონგრესმა აკრძალა მრავალცოლიანობა
  • 1895 : ძმებმა ლუმიერებმა მოახდინეს პირველი ფილმის პრეზენტაცია.
  • 1945 : დაარსდა არაბულ სახელმწიფოთა ლიგა.
  • 1954 : ლონდონის ოქროს ბირჟა ანახლებს მუშაობას პირველად ომის შემდეგ.
  • 1963 : ბრიტანეთში გამოვიდა The Beatles-ის პირველი ალბომი.
  • 1993 : კორპორაცია ინტელი სერიულად უშვებს პირველ პენტიუმის ჩიპს (80586), 60 მჰც საათის სიჩქარით, 100+ მიპსით და 64 ბიტიანი მონაცემთა არხით.
  • 1995 : კოსმონავტი ვალერი პოლიაკოვი ბრუნდება კოსმოსში რეკორდული 438 დღიანი ყოფნის შემდეგ.
  • 1997 : კომეტა ჰალ ჰოპმა დედამიწას ყველაზე ახლოს ჩაუქროლა.
  • 2004 : ისრაელის ჯარმა მოკლა „ჰამასის“ ლიდერი აჰმად იასინი.
  • 2009 :
    • პირველად საქართველოში შეიკრიბა საქართველოს პნევმატური იარაღის მოყვარულთა ასოციაცია.
    • ევროპის ერთა თასის მატჩში ქართველმა მორაგბეებმა რუსები დაამარცხეს ანგარიშით 29:21.
  • 2016 :
    • ბრიუსელის ტერაქტების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და 198 დაშავდა.
    • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჟან-პიერ ბემბა კაცობრიობის წინაშე ჩადენლი და ომის დანაშუალებისათვის დამნაშავედ ცნო.
  • 2017 : ლონდონში, ვესტმინსტერში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
  • 2020 : ხორვატიაში 5,4  მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1797 : ვილჰელმ I — პრუსიის მეფე
  • 1873 : ჯულიეტა ლანტერი - იტალიელი-არგენტინელი ფიზიკოსი, მოაზროვნე, არგენტინაში ქალთა უფლებების დამცველი და სოციალური მოძრაობის მხარდამჭერი.
  • 1886 : აბაევი, ვლადიმერ — რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში
  • 1950 : ბრეგოვიჩი, გორან — სერბი კომპოზიტორი
  • 1976 : უიზერსპუნი, რიზ — ამერიკელი მსახიობი
  • 1981 : MIMS — ამერიკელი რეპერი
  • 1981 : ლენზი, ვიქტორია — ვენესუელი პორნო ვარსკვლავი
  • 1982 : ბენეტი, პეტ — ბრიტანელი მუსიკოსი
  • 1988 : რეიმონდი, ტანია — ამერიკელი მსახიობი
  • 1992 : ფრიმენი, ლუკ — ინგლისელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1832 : გოეთე, იოჰან ვოლფგანგ — გერმანელი მწერალი.
  • 1959 : ფოცხვერაშვილი, კონსტანტინე — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი და ლოტბარი.
  • 2005 : ტანგე კენძო — იაპონელი არქიტექტორი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • 40 სებასტიანელი მოწამე
    • წმინდა ურსპასიანე
    • კესარიოს მკურნალი
  • აგრეთვე:
    • მსოფლიო წყლის დღე
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way