USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
21 მაისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  918

21 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 141-ე დღე (ნაკიან წლებში - 142-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 224 დღე.

დღის მოვლენები

  • 996 : თექვსმეტი წლის ოტო III საღვთო რომის იმპერატორად აკურთხეს.
  • 1502 : წმ. ელენეს კუნძული აღმოაჩინა პორტუგალიელმა მეზღვაურმა ჟუან და ნოვამ.
  • 1503 : ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა კაიმანის კუნძულები.
  • 1712 : პეტრე პირველმა  დედაქალაქი მოსკოვიდან პეტერბურგში გადაიტანა
  • 1725 : ალექსანდრე ნეველის ორდენი დააწესა რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე I-მა.
  • 1769 : რუსეთის, ქართლ-კახეთისა და იმერეთის შეთანხმება.
  • 1804 : პარიზში პერ-ლაშეზის სასაფლაო გაიხსნა
  • 1840 : ახალი ზელანდია ბრიტანეთის კოლონიად გამოცხადდა.
  • 1851 : ავსტრალიაში პირველი ოქროს საბადო აღმოაჩინეს.
  • 1881 : ორგანიზაცია ამერიკის წითელი ჯვარი დაარსდა.
  • 1894 : 22 წლის ფრანგ ანარქისტს ემილ ანრის გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს.
  • 1904 : პარიზში დაარსდა საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა).
  • 1928 : უოლტ დისნეიმ მიიღო პატენტი მიკი მაუსის გამოსახულების  მონოპოლიურ გამოყენებაზე.
  • 1937 : საბჭოთა სადგური პირველი სამეცნიერო-კვლევითი დასახლება ხდება არქტიკის ოკეანის მოძრავ ყინულის ბაქანზე.
  • 1972 : რომში წმინდა პეტრეს ტაძარში ვანდალმა მიქელანჯელოს პიეტა დააზიანა.
  • 1991 :
    • ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი კამიკაძის თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
    • ეთიოპიის პრეზიდენტი მენგისთუ ჰაილე მარიამი გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა.
  • 1998 : ინდონეზიის დიქტატორი 32 წლის განმავლობაში - სუჰარტო - გადადგა.
  • 2003 : მიწისძვრამ ჩრდილოეთ ალჟირში 2000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
  • 2004 : 21 მაისიდან შემოღებულ იქნა საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ჰიმნი, „თავისუფლება“,საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ. საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია დავით მაღრაძე, მუსიკა ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილს, რომელიც ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ.
  • სტანისლავ პეტროვს მსოფლიოს მოქალაქის წოდება მიანიჭეს 1983 წელს პოტენციური მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების გამო.
  • 2006 : მონტენეგრო რეფერენდუმით სერბეთისგან დამოუკიდებლობას აძლევს ხმას.
  • 2007 : ლიბანის ჩრდილოეთში ბრძოლა გაჩაღდა ლიბანის შეიარაღებულ ძალებსა და ფათჰ ალ-ისლამის დაჯგუფებებს შორის.
  • 2008 :
    • პარლამენტის არჩევნებში დეპუტატების ადგილების უმრავლესობა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო.
    • ფინალურ მატჩში ჩელსის დამარცხებით მანჩესტერ იუნაიტედი 2008 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი გახდა.
  • 2009 : ნეპალელმა მთამსვლელმა აპა შერპამ მე-19-ჯერ დალაშქრა ჯომოლუნგმა და საკუთარი მსოფლიო რეკორდი მოხსნა.
  • 2011 :
    • საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა.
    • სახალხო კრებამ თბილისსა და ბათუმში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
  • 2013 : პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1471 : დიურერი, ალბრეხტ — გერმანელი მხატვარი.
  • 1855 : ვერჰარნი, ემილ — ბელგიელი პოეტი და დრამატურგი.
  • 1874 : დადიანი, შალვა — ქართველი მწერალი, დრამატურგი.
  • 1919 : ჩაჩავა, კონსტანტინე — ქართველი მეან-გინეკოლოგი.
  • 1921 : სახაროვი, ანდრეი — რუსი ფიზიკოსი.
  • 1937 : ჭიაურელი, სოფიკო — ქართველი მსახიობი.
  • 1945 : მესერშმიდი, ერნსტ — გერმანელი ფიზიკოსი.
  • 1972 : The Notorious B.I.G. — ამერიკელი რეპერი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1542 : სოტო, ერნანდო დე - ესპანელი მკვლევარი.
  • 1955 : ურუშაძე, ავთანდილ - ქართველი პოლიტიკური, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე (დ.1890)
  • 1973 : კონევი, ივან - რუსი სამხედრო მოღვაწე (დ.1897)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოანე ღვთისმეტყველი
    • არსენი დიდი
  • აგრეთვე:
    • კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე
    • კოსმოსის საერთაშორისო დღე
    • კაიმანის კუნძულები — კუნძულების აღმოჩენის დღე
    • ჩაის საერთაშორისო დღე
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის