USD 2.7362
EUR 3.1677
RUB 3.4602
თბილისი
2025 წლის პირველ ნახევარში ეიპიემ ტერმინალს ფოთმა რეკორდული რაოდენობის ტვირთი მიიღო
თარიღი:  492

2025 წლის მეორე კვარტალში, ფოთის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაზრდილია. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში 167 056 TEU კონტეინერი დამუშავდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 145 666 TEU, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში - 146 468 TEU.

„ამავდროულად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 175 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 158.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე (2020-2025წწ), წლის პირველ ნახევარში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2025 წელს დაფიქსირდა (313 524 TEU), ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა.

რაც შეეხება ნაყარ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 154 167 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 120 144 ტონას შეადგენდა.

საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით მომატებულია: 2025 წლის პირველ ექვს თვეში 84 564 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 81 816 ტონა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის