USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
2025 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტი 19%-ით, 403 მილიონ დოლარამდე გაიზარდა
თარიღი:  840

2025 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტი 19%-ით, 403 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ საქსტატის წინასწარი ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

გაცილებით უფრო მეტად, 45%-ით გაიზარდა იმპორტის მოცულობა, რამაც იანვარში 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ეს საგარეო ვაჭრობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯერჯერობით უცნობია, რამ განაპირობა იანვარში ექსპორტისა და იმპორტის ასეთი მკვეთრი მატება, აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია 19 თებერვალს, საგარეო ვაჭრობის დეტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

2025 წლის იანვარი (ექსპრეს მონაცემები)
 საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2 006.3 მლნ. აშშ დოლარი
 წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  მატება 39.2%
 ექსპორტი 403.8 მლნ. აშშ დოლარი  მატება 19.3%
 იმპორტი 1 602.5 მლნ. აშშ დოლარი მატება 45.4%
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული 
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის