USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Тбилиси
2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 93.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
дата:  888
2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 15.0 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული. ექსპორტირებული თხილის ღირებულება 93.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
 
თხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაიზარდა და 6.23 $/კგ შეადგინა.
 
ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე - იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, განხორციელდა. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინაში.
 
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.6 ათასი ტონით (21%-ით), ხოლო ღირებულება - 25.9 მლნ აშშ დოლარით (39%-ით) გაიზარდა.
мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати