USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
2024 წლიდან მომხმარებლებს დოლარში და ევროში სესხის აღება ურთულდებათ
თარიღი:  544

2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მხოლოდ 200,000 ლარზე დიდი მოცულობის სავალუტო სესხის აღება იყო შესაძლებელი. 2024 წლის 1 იანვრიდან კი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ამ აკრძალვის მიდგომა იცვლება.

კერძოდ, ის პირები, რომლებიც შემოსავალს ლარში იღებენ, 200-300 ათასი ლარის სავალუტო სესხებს ვეღარ აიღებენ, რადგანაც სავალუტო კრედიტის მინიმალური ზღვარი მათთვის 300,000 ლარით განისაზღვრა; რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ისინი კრედიტის აღებას იმ ვალუტაში შეძლებენ, რომელშიც შემოსავალი აქვთ.

ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მოქალაქეებს, ვისაც ლარის შემოსავალი აქვთ აღარ შეეძლებათ 200-300 ათასი ლარის სავალუტო კრედიტების აღება. ხოლო მათ ვისაც სავალუტო შემოსავალი აქვს თავისუფლად შეეძლება ნებისმიერი მოცულობის სავალუტო სესხი აიღონ.

თბილისი
სოფელ დიღომში, ფატმანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
პროექტის ფარგლებში, 8 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. ადგილობრივ მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე უწევდა გადაადგილება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ისინი კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „პერიმეტრი" ახორციელებს.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 800 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და პარლამენტში საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.
 
 
 
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის