2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღე რჩება, მთლიანად წლევანდელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ 30,670,408 ლარის შემოწირულება გაიცა, ხოლო ეს შემოწირულობა სულ 2,120-მა პირმა განახორციელა. სტატისტიკის მიხედვით, დონაციების თითქმის ნახევარი - 14,515,407 ლარი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადარიცხეს. სახელისუფლებო პარტიისთვის შემოწირულების განმახორციელებელთა შორის სხვადასხვა ბიზნესებთან დაკავშირებული პირები არიან, რომლებმაც "ოცნების" საარჩევნო ყულაბა 60,000-60,000 ლარებით შეავსეს.
პოლიტიკური შემოწირულობებით 2024 წელს მეორე ადგილზეა ახალი პოლიტიკური პარტია "კოალიცია ცვლილებებისთვის", რომელიც ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს. აღნიშნული პარტიის შემოწირულებებმა წელს 6,746,792 ლარი შეადგინა, მესამე პოზიცია უჭირავს "ლელოს" გაერთიანება "ძლიერ საქართველოს", რომელსაც წელს 6,648,286 ლარი შესწირეს. მეოთხე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 1,939,016 ლარის შემოწირულებებით. იმის გათვალისწინებით, რომ შემოწირულებების სტატისტიკა მთლიანად 2024 წელს მოიცავს, მასში ცალკე სუბიექტებად არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა გაერთიანების შემადგენლობაში შევიდნენ.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.