USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
2024 წელს ამომრჩევლის თითქმის 90% ხმას ელექტრონულად მისცემს
Date:  498

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრირებულ ამომრჩევლის თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. მანამდე არსებული ჩანაწერით ელექტრონული არჩევნები ამომრჩევლის თითქმის 70%-ისთვის ჩატარდებოდა.

დანარჩენ საარჩევნო უბნებზე კი – ბიულეტენები გაციფრულდება და საარჩევნო უბნების შედეგებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადაითვლიან. ამასთან, საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია ინტერნეტსივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით განთავსდება და მათ გაცნობას შეეძლება ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს.

2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე, ასევე ამ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებისა) არსებულ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ს აღემატება და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი 20 კმ-ზე მეტი არ იქნება.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასება

სამოქალაქო საქართველოსთან საუბარში საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ აღნიშნა, რომ დადებითად აფასებს ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლას, რადგანაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას ეხებოდა.

მისი თქმით, ელექტრონული საარჩევნო პროცესი ერთის მხრივ გულისხმობს ამომრჩევლის რეგისტრაციის დროს ტექნოლოგიის გამოყენებას და მეორე მხრივ ბიულეტენის ელექტრონულად დასკანირებას და შემდგომ დათვლას, რაც ადამიანურ და ტექნიკურ შეცდომებს მაქსიმალურად გამორიცხავს და „კარგია“. თუმცა, მისივე თქმით, კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი ის არის, რომ ამისთვის მზად არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია, არამედ საარჩევნო ოლქებიც და უბნებიც უნდა იყვნენ.

„ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება [და] საზოგადოების ნდობა ტექნოლოგიებთან მიმართებით, რათა ამ ახალი ტექნოლოგებით მოახერხონ ხმის მიცემა“, – აღნიშნა მანვე და დასძინა, რომ „ეს დამატებით სახსრებსაც საჭიროებს“, რადგანაც შესაძენი იქნება როგორც აპარატურა, რომელიც ამომრჩევლის ვერიფიკაციას ახდენს, ისე საარჩევნო ყუთები, რომლებიც ბიულეტენებს მიიღებენ და დაასკანირებენ.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way