USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
თბილისი
2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით 147 კომპანია დარეგისტრირდა
თარიღი:  760

საქსტატის მონაცემებით, მარტში საქართველოში 9,114 კომპანია დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით 72%-ით მეტია. ამ რაოდენობის ფირმები ქვეყანაში პანდემიამდეც არ რეგისტრირდებოდა. მაგალითად, 2019 წლის მარტში სულ 4,620 ახალი სუბიექტი დარეგისტრირდა.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით 147 კომპანია დარეგისტრირდა, მთლიანად პირველ კვარტალში კი 191 რუსული ბიზნესი. ანალოგიური სტატისტიკის  მიხედვით, პანდემიურ 2020 და 2021 წლებში პირველ კვარტალში ორჯერ ნაკლები რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2019 წლის l კვარტალში კი 222 კომპანია, რაც წლევანდელთან შედარებით 16%-ით მეტია.

პირველ კვარტალში საქართველოში ბელარუსის მოქალაქეებმა 77 კომპანია დააფუძნეს, შედარებისთვის 2021 წელს ეს 2 იყო, 2020-ში კი 5 კომპანია.

უკრაინის მოქალაქეებმა პირველ კვარტალში 40 ფირმა დააფუძნეს, წლიურად ეს რაოდენობა 4 კომპანიით არის გაზრდილი.

მსოფლიო
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის