USD 2.6125
EUR 3.0412
RUB 3.0496
თბილისი
2020 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს რკინიგზამ 164.6 მილიონი ლარის ზარალი მიიღო
თარიღი:  1062

სს "საქართველოს რკინიგზის" 2020 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს რკინიგზამ 164.6 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. მისი ზარალიანობა წლიურ ჭრილში  159 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

2020 წელს ზარალის მთავარი მიზეზი კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული დანაკარგებია, რომელიც 191 მილიონ ლარს უტოლდება. კომპანიის ფინანსური ვალდებულებები ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ამ ვალის ძირი თანხა ლარის გაუფასურების გამო 2020 წელს გაიზარდა. რაც შეეხება შემოსავლებს, შარშან რკინიგზამ 2019 წელთან შედარებით,  0.2 მილიონი ტონით მეტი, სულ  11.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, თუმცა შემოსავლები წლიურ ჭრილში 2 მილიონი ლარით შეუმცირდა და  489.4 მილიონი ლარს გაუტოლდა. 2012 წელს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთი 20.1 მილიონ ტონას გაუტოლდა, 2013 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით, საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა ყოველწლიურად იკლებდა.  2018 წელს კომპანიას ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე შეუმცირდა, 2019 წლიდან კი, სატრანზიტო ნაკადებმა ზრდა დაიწყო და 10.9 მილიონ ტონას მიაღწია, 2020 წელს კი 11.1 მილიონი ტონა გახდა.

რკინიგზის მოგება ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო, როცა 74 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ყველაზე ზარალიანი მისთვის 2018 წელი იყო, როცა კომპანია 716-მილიონიან ზარალზე გავიდა.

შეგახსენებთ, "საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდს" ეკუთვნის, რომელიც 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა.
მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის