USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
200-მდე ცნობილი ხელოვანი და მეცნიერი საერთო მიმართვას ავრცელებს, რომლითაც მსოფლიო ლიდერებსა და მოსახლეობას მოუწოდებენ
თარიღი:  1157

200-მდე ცნობილი ხელოვანი და მეცნიერი ერთობლივ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მსოფლიო ლიდერებსა და მოსახლეობას ცხოვრების წესის, მიზნების, ღირებულების გადაფასებისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული „ლე მონდი“ ავრცელებს. გამოქვეყნებულ წერილს ხელს აწერენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან რობერტ დენირო, ჟულიეტ ბინოში, მონიკა ბელუჩი, ადამ დრაივერი, მარიონ კოტიარი, ხავიერ ბარდემი, პენელოპე კრუსი, ევა გრინი, იზაბელ აჯანი, ხოაკინ ფენიქსი, რუნი მარა, ვანესა პარადისი, მომღერლები მადონა, სტინგი, რიკი მარტინი, რეჟისორი პედრო ალმოდოვარი, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, დიზაინერი კრისტიან ლაბუტინი, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატები, ცნობილი ეკონომისტები, ფილოსოფოსები, ასტროფიზიკოსები და მრავალი სხვა გამოჩენილი ადამიანი.

წერილში ნათქვამია, რომ ეს არის გლობალური კოლაფსი, რომლის შედეგები უზომოდ დიდი იქნება.

“ამჟამინდელი ეკოლოგიური კატასროფა „მეტაკრიზისის“ ნაწილია. დედამიწაზე მასობრივი გადაშენება აღარ იწვევს ეჭვებს და ყველა ნიშანი მიუთითებს პირდაპირ ეგზისტენციალურ საფრთხეზე. პანდემიისგან განსხვავებით, რამდენადაც სერიოზული არ უნდა იყოს ის, ეს არის გლობალური კოლაფსი, რომლის შედეგები უზომოდ დიდი იქნება. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებსა და მოქალაქეებს, უარი თქვან შეუმდგარ ლოგიკაზე და საბოლოოდ სიღრმისეულად გადახედონ მიზნებს, ღირებულებებსა და ეკონომიკას“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით 3.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიიცრდა, 260 ატასამდე კი გარდაიცვალა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის