USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
20 მარტი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  364

20 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 79-ე დღე (ნაკიან წლებში – მე-80 დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 286 დღე.

დღის მოვლენები

  • 1739 : ნადირ შაჰი ინდოეთში დელის ოკუპირებას ახდენს, ძარცვავს მას და ფარშევანგის ტრონის ძვიფასეულობა მიაქვს.
  • 1852 : ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ბიძია თომას ქოხი გამოქვეყნდა.
  • 1890 : გერმანიის იმპერატორმა ვილჰელმ II-მ რაიხსკანცლერის თანამდებობიდან გადააყენა ოტო ბისმარკი.
  • 1916 : ალბერტ აინშტაინი ფარდობითობის თეორიას აქვეყნებს.
  • 1956 : ტუნისი საფრანგეთისაგან დამოუკიდებელი ხდება.
  • 1969 : ჯონ ლენონი და იოკო ონო დაქორწინდნენ გიბრალტარში.
  • 1986 : ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ხდება.
  • 2003 : ერაყში შეჭრა 2003: დილაადრიან აშშ და კიდევ სამი ქვეყანა სამხედრო ოპერაციას იწყებს ერაყში.
  • 2010 : საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა ევროპის ერთა თასის 2008-2010 გათამაშებაში, ანგარიშით 36:8.
  • 2015 : საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე აირჩიეს.
  • 2016 :
    • პატრის ტალონი ბენინის პრეზიდენტად აირჩიეს.
    • დენი სასუ-ნგესო კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.
  • 2017 : ფრანსიშკუ გუტერიში აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1741 : ჟან ანტუან ჰუდონი — ფრანგი მოქანდაკე
  • 1828 : ჰენრიკ იბსენი — ნორვეგიელი დრამატურგი
  • 1851 : ისმაილ გასპრინსკი — ყირიმელი თათარი ინტელექტუალი, განმანათლებელი, მწერალი და პოლიტიკოსი.
  • 1890 : ჰეროლდ სპენსერ ჯოუნზი — ინგლისელი ასტრონომი
  • 1892 : იტიკავა სიოიტი — იაპონიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე
  • 1933 : ოთარ ჭილაძე — ქართველი მწერალი
  • 1948 : თეიმურაზ ბაბლუანი — ქართველი კინორეჟისორი, მსახიობი
  • 1954 : კონსტანტინე კემულარია — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე
  • 1976 : ჩესტერ ბენინგტონი — ამერიკელი მომღერალი, ლინკინ პარკის წევრი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 842 : ალფონსო II — ასტურიის მეფე
  • 1413 : ჰენრი IV — ინგლისის მეფე
  • 1727 : ისააკ ნიუტონი — ინგლისელი ფიზიკოსი
  • 1929 : ფერდინან ფოში — ფრანგი სამხედრო მოღვაწე
  • 1984 : დავით ავაზაშვილი — ქართველი მათემატიკოსი
  • 1990 : ლევ იაშინი — რუსი ფეხბურთელი
  • 2012 : ერლომ ახვლედიანი — ქართველი მწერალი
  • 2013 : ზილურ რაჰმანი — ბანგლადეშის პრეზიდენტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე
    • პავლე აღმსარებელი
    • ღირსი პავლე
    • ღირსი ემელიანე
  • აგრეთვე:
    • ტუნისი: ეროვნული დღესასწაული.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის