USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
2 მაისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  

2 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 122-ე დღე (ნაკიან წლებში - 123-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 243 დღე.

დღის მოვლენები

  • 1808 : დაიწყო ესპანელთა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის.
  • 1888 : ბარსელონაში გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა.
  • 1920 : XI წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა.
  • 1927 : ჰოლივუდში დაარსდა კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია.
  • 1945 : საბჭოთა ჯარებმა აიღეს ბერლინი.
  • 1945 : იოსებ სტალინმა ხელი მოაწერა დადგენილებას გერმანიის ტერიტორიაზე სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩამოყალიბების თაობაზე.
  • 1953 : იორდანიაში ტახტზე ავიდა მეფე ჰუსეინი.
  • 1968 : დაიწყო სტუდენტური მანიფესტაცია „ფრანგული მაისი“.
  • 1997 : დიდ ბრიტანეთში ტონი ბლერი პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • 1998 : ბრიუსელში დაარსდა ევროპის ცენტრალური ბანკი.
  • 2004 : ცენტრსა და რეგიონს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია: აჭარის ხელისუფლებამ რეგიონთან დამაკავშირებელი ჩოლოქის და ქაქუთის ხიდები ააფეთქა.
  • 2011 :
    • პაკისტანში, ქ. აბოტაბადში აშშ-ის სამხედრო ძალებმა ალ-კაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი მოკლეს.
    • კანადის კონსერვატიულმა პარტიამ, სტეფან ჰარპერის მეთაურობით, საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით გაიმარჯვა.
  • 2012 : იანოშ ადერი უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1660 : ალესანდრო სკარლატი — იტალიელი კომპოზიტორი
  • 1729 : ეკატერინე II — რუსეთის იმპერატორი.
  • 1772 : ნოვალისი — გერმანელი პოეტი და ფილოსოფოსი
  • 1854 : ჟორდანია, თედო — ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი
  • 1859 : ჯერომი, ჯერომ — ინგლისელი მწერალი
  • 1868 : ვუდი, რობერტ — ამერიკელი ფიზიკოსი
  • 1872 : ჰიგუტი იტიიო — იაპონელი მწერალი
  • 1904 : კოკელაძე, გრიგოლ — ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი
  • 1918 : გილაშვილი, პავლე — კომუნისტური პარტიისა და სახელმწიფო მოღვაწე.
  • 1935 : სუარესი, ლუის — ესპანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი.
  • 1935 : ფაისალი II — ერაყის მეფე
  • 1990 : ჯორჯი, პოლ — ამერიკელი კალათბურთელი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1519 : ლეონარდო და ვინჩი — აღორძინების ეპოქის იტალიელი ხელოვანი.
  • 1857 : მიუსე, ალფრედ დე — ფრანგი პოეტი.
  • 1928 : ფანცხავა, რომანოზ — ქართველი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი
  • 1973 : სეკი აკიკო — იაპონელი მომღერალი
  • 2011 : ოსამა ბინ ლადენი — „ალ-კაიდას“ ტერორისტი
  • 2013 : ჯეფ ჰანემანი — ჯგუფ სლეიერის გიტარისტი
  • 2015 : მაია პლისეცკაია — რუსი ბალერინა

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოანე ხუცესი
    • ქრისტეფორე, თეონი და ანტონინე
    • პაფნუტი იერუსალიმელი
    • გიორგი აღმსარებელი
    • წმინდა ტრიფონი
    • ნიკიფორე იღუმენი
  • აგრეთვე:
    • მადრიდის რეგიონი, ესპანეთი : რეგიონის დღე
    • ბაჰაიზმი - რიზვანის მე-12 დღე
    • პოლონეთი : დროშის დღე
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის