USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
2 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  651

2 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 183-ე დღე (ნაკიან წლებში – 184-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 182 დღე.

 დღის მოვლენები

1777 : ვერმონტი აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც მონათმფლობელობა გაუქმდა.

1853 : ყირიმის ომი - რუსეთის ჯარი ოსმალეთის იმპერიის მოლდავეთში შეიჭრა.

1900 : ცეპელინით პირველი ფრენა განხორციელდა კონსტანცის ტბაზე, ფრიდრიხსჰაფენთან, (გერმანია).

1924 : შეიქმნა სპორტული პრესისი საერთაშორისო ასოციაცია.

1947: როზუელის ინციდენტი მოხდა. არაოფიციალური ვერსიით კატასტროფა განიცადა ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა.  ოფიციალური ვერსიით კი მეტეოროლოგიურმა ზონდმა.

1964 : ხანგრძლივი დებატების შემდეგ პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ხელი მოაწერე პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ 1963 წელს  შემოთავაზეზებულ აქტს „ადამიანის უფლებების შესახებ“ რომლის მიხედვით იკრძალებოდა რასობრივი, გენდერული  რელიგიური და სხვა ნიშნით ადამიანის ჩაგვრა.

1976 : 1954 წელს გაყოფილი ჩრდილოეთ ვიეტნამისა და სამხრეთ ვიეტნამის ხელახლა გაერთიანებით შეიქმნა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა. საიგონს დაერქვა ჰოშიმინი.

1978 : აღმოაჩინეს ქარონი, პლუტონის თანამგზავრი.

1985 : ანდრეი გრომიკო ინიშნება სსრკ-ის უზენაესი პრეზიდიუმის თავმჯდომარედ.

1993 : რუსული საზღვაო ძალების მხარდაჭერით აფხაზ სეპარატისტთა დაჯგუფება იწყებს სადესანტო ოპერაციას სოფელ ტამიშთან.

2001: აშშ-ში პაციენტს პირველად გადაუნერგეს ხელოვნური გული AbioCor.

2002 : სტივ ფოსეტი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც დედამიწას შემოუფრინა საჰაერო ბურთით.

2005 : Live 8 მასშტაბური კონცერტები იმართება მხოფლიოს უდიდეს ქალაქებში დიდი რვიანის ქვეყნების ხელმძღვანელობის ყურადღების მსოფლიო სიღარიბის პრობლემის გადაწყვეტისკენ მიმართვის მიზნით.

2008 : NASA-ს განცხადებით კოსმოსურმა ზონდმა MESSENGER მერკურის ატმოსფეროში წყალი აღმოაჩინა.

2009 : ინდოეთში გაუქმდა კანონი რომლის მიხედვით ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებიოდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1877 : ჰესე, ჰერმან — გერმანელი მწერალი (გ.1962)

1906 : ბეტე, ჰანს — გერმანელი ფიზიკოსი

1923 : შიმბორსკა, ვისლავა — პოლონელი პოეტი

1933 : გიგაური, თეიმურაზ — ქართველი მოქანდაკე

1986 : ლოჰანი, ლინდსი — ამერიკელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

936 : ჰაინრიხ I — გერმანიის მეფე

1566 : ნოსტრადამუსი — ფრანგი პოეტი, ექიმი და ალქიმიკოსი

1778 : რუსო, ჟან-ჟაკ — ფრანგი ფილოსოფოსი (დ.1712)

1954 : ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე — ქართველი რეჟისორი

1961 : ჰემინგუეი, ერნესტ — ამერიკელი მწერალი (დ.1899)

1971 : ფუკურო იპეი — იაპონელი მწერალი.

1977 : ნაბოკოვი, ვლადიმირ — რუსი მწერალი (დ.1899)

1989 : გრომიკო, ანდრეი — სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (დ.1909)

საერთაშორისო თარიღი

მსოფლიო - სპორტული ჟურნალისტის საერთაშორისო დღე.

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

აზერბაიჯანი - პოლიციის მუშაკთა დღე.

ბრაზილია - შტატ ბაიას დღე.

ყაზახეთი - დიპლომატიური სამსახურის დღე.

კიურასაო - დროშის დღე.

ნორვეგია - მეფის დღე.

უკრაინა - საგადასახადო სამსახურის მუშაკთა დღე.

უზბეკეთი - ეროვნული ღერბის მიღების დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იუდა მოციქული

ზოსიმე მხედარი

პაისი დიდი

იოანე განდეგილი

პაისი ხილენდარელი

 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის