USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
2 აპრილის ჰოროსკოპი - რას გვპირდებიან ვარსკვლავები?
 1061

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღეს შეიძლება მოულოდნელი მოვლენები განვითარდეს, რომლებიც თქვენს გეგმებს შეცვლის. იყავით მოქნილი და მზად ცვლილებებისთვის. ოჯახში მცირე დაძაბულობაა, მაგრამ თქვენი მოთმინებით მარტივად გადალახავთ. ბიზნესში კარგია მოლაპარაკებების დღე, მაგრამ ნუ ენდობით ყველას ბრმად.

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
დღეს მოთმინება გამოგადგებათ, რადგან შესაძლოა ზოგი რამ ისე არ წავიდეს, როგორც გინდოდათ. ოჯახში საჭიროა მეტი ყურადღება და მზრუნველობა. ბიზნესში კი შესაძლებელია ახალი შესაძლებლობების გამოჩენა, თუმცა ფრთხილად აწონ-დაწონეთ ყველა ვარიანტი.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
კომუნიკაციის დღეა – სწორი სიტყვებით ბევრ რამეს მოაგვარებთ. ოჯახში მოსალოდნელია სიახლეები, შესაძლოა ვინმე სტუმრად მოვიდეს. კარიერაში საინტერესო შემოთავაზებები გელოდებათ. ბიზნესში კი მეტი დაკვირვება გმართებთ, რომ არ გაებათ ილუზიებში.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღეს ემოციები ზედმეტია – იმოქმედეთ ცივი გონებით. ოჯახში შეძლებთ რთული თემების მოგვარებას. ბიზნესში კი ფრთხილად იყავით ფინანსურ ოპერაციებთან. შეიძლება გეჩვენოთ, რომ რაღაც კარგად მიდის, მაგრამ რეალურად სიღრმისეული ანალიზი გჭირდებათ.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ენერგიული დღეა, მაგრამ ამ ენერგიას სწორად უნდა მართოთ. ოჯახში შესაძლოა ვინმეს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს. კარიერაში კარგი შანსი გაქვთ გამოიჩინოთ თავი, ხოლო ბიზნესში მოსალოდნელია წარმატებული მოლაპარაკებები, განსაკუთრებით თუ ახალ კონტაქტებს იპოვით.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
მუშაობას და დეტალებზე კონცენტრირებას დღეს ვერაფერი შეგიშლით. ოჯახში სიმშვიდეა, მაგრამ ვიღაცას შეიძლება თქვენი დახმარება სჭირდებოდეს. ბიზნესში მოსალოდნელია ახალი პროექტები, თუმცა სჯობს, სიფრთხილით მიხედოთ.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღეს ბალანსის დაცვა გაგიჭირდებათ, მაგრამ მაინც ეცადეთ. ოჯახში შესაძლებელია დაუგეგმავი მოვლენა, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. კარიერაში არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ხოლო ბიზნესში კი კარგი დღეა ახალი კონტაქტებისთვის.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დღეს ინტუიციას უნდა ენდოთ – სწორად გაჩვენებთ გზას. ოჯახში შესაძლოა ვიღაცის ემოციური მხარდაჭერა დაგჭირდეთ. ბიზნესში ფრთხილად იყავით კონკურენტებთან, შესაძლოა კულისებში რაღაც ხდებოდეს.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. ოჯახში შეიძლება სიურპრიზი გელოდოთ. კარიერაში ახალი შესაძლებლობები ჩანს, მაგრამ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება სჯობს, ყურადღებით. ბიზნესში კი სჯობს, დეტალებს უფრო ჩაუღრმავდეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
მოთმინება და სიფრთხილე დღეს თქვენი მთავარი მოკავშირეებია. ოჯახში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბრები. კარიერაში წინსვლის შანსი გაქვთ, მაგრამ მეტი ინიციატივაა საჭირო. ბიზნესში ფული ფრთხილად უნდა განკარგოთ.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღეს ბევრი იდეა გექნებათ, მაგრამ აუცილებელია რეალიზაციაც. ოჯახში კარგი დროა ურთიერთობების გასამყარებლად. ბიზნესში კი, თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამთ, დღეს დადებით შედეგებს მიიღებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღეს ემოციური სტაბილურობა მნიშვნელოვანია – ნუ მისცემთ უფლებას სხვებს, რომ თქვენზე ზედმეტად იმოქმედონ. ოჯახში სიმშვიდე გჭირდებათ, ხოლო კარიერაში მცირე დაძაბულობა შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ ეს დროებითია. ბიზნესში კი მოგების შანსი გაქვთ, თუ სწორ გზას აირჩევთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати