USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Тбилиси
2 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
дата:  963

2 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 92-ე დღე (ნაკიან წლებში — 93–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 273 დღე.

 

დღის მოვლენები

  • 1513 : ხუან პონსე დე ლეონმა აღმოაჩინა ფლორიდა
  • 1930 : ჰაილე სელასიე I გამოცხადდა ეთიოპიის იმპერატორად
  • 1965: ბრაზილიაში შეიქმნა მთელს ლათინურ ამერიკაში უდიდესი სამაუწყებლო კომპანია Globo TV.
  • 1982 : დაიწყო ბრიტანულ-არგენტინული შეირაღებული კონფლიქტი ფოლკლენდის კუნძულების გამო
  • 2004 : ნატოში ახალი წევრები მიიღეს: ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.
  • 2009 : ალბანეთი და ხორვატია ნატოს სამხედრო ალიანსის ოფიციალური წევრები გახდნენ.
  • 2012 : უნგრეთის პრეზიდენტი პალ შმიტი პლაგიატის სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა.
  • 2017 : ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2019 : ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა და პრეზიდენტის მოვალეობას აბდელქადერ ბენსალაჰი ასრულებს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 742 : კარლოს დიდი — ფრანკთა მეფე და საღვთო რომის იმპერატორი
  • 1545 : ვალუა, ელიზაბეტ — საფრანგეთის პრინცესა და ესპანეთის დედოფალი, ფილიპე II-ის მესამე ცოლი
  • 1653 : ჯორჯ დანიელი — დანიის მეფე ფრედერიკ III-ის ვაჟი, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ანას ქმარი
  • 1725 : კაზანოვა, ჯოვანი ჯაკომო — იტალიელი მწერალი
  • 1805 : ანდერსენი, ჰანს კრისტიან — დანიელი მწერალი
  • 1818 : კრისტიან IX — დანიის მეფე, გლუქსბურგთა დინასტიის დამაარსებელი
  • 1895 : ტაბიძე, ტიციან — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.
  • 1914 : გინესი, ალეკ — ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი
  • 1926 : ბრებჰემი, ჯეკ — ავსტრალიელი სპორტსმენი
  • 1927 : პუშკაში, ფერენც — უნგრელი სპორტსმენი
  • 1964 : გამყრელიძე, დავით — პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1118 : ბალდუინ I — იერუსალიმის მეფე და ედესის გრაფი
  • 1272 : რიჩარდ კორნუოლელი — გერმანიის მეფე
  • 1305 : ჟანა I — საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი
  • 1380 : ფერდინანდ I — არაგონისა და სიცილიის მეფე
  • 1640 : ფლემინგი, პაულ — გერმანელი პოეტი
  • 1657 : ფერდინანდ III — საღვთო რომის იმპერატორი
  • 1872 : მორზე, სემიუელ — ამერიკელი გამომგონებელი
  • 1883 : ორბელიანი, გრიგოლ — ქართველი პოეტი
  • 1914 : ჰაიზე, პაულ ფონ — გერმანელი მწერალი
  • 1952 : ლიო, ბერნარ — ფრანგი ასტროფიზიკოსი
  • 1974 : პომპიდუ, ჟორჟ — საფრანგეთის პრეზიდენტი
  • 1980: ალექსანდრე ოპარინი — საბჭოთა ბიოკიმიკოსი (დ. 1894)
  • 2005 : იოანე პავლე II — რომის პაპი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ღირსნი მამანი, წმინდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი
    • წმინდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე
    • წმიდა ქალწულმოწამენი: ალექსანდრა, ევფრასია, კლავდი, მატრონა, იულიანა, ეფემია და თეოდორა
    • ნიკიტა აღმსარებელი
  • აგრეთვე:
    • მსოფლიო : ბავშვთა წიგნის საერთაშორისო დღე
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати