USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
1993 წელი 2 ივლისს დაიწყო ტამიშის ბრძოლა, სადაც ქართველებმა პირწმინდად გაანადგურეს რუსულ-აფხაზური დესანტი
Date:  970
დღევანდელ დღეს, 1993 წელს დაიწყო ტამიშის ბრძოლა, სადაც ქართველებმა დიდი მამაცობის და შეუპოვრობის შედეგად, პირწმინდად გაანადგურეს რუსულ-აფხაზური დესანტი.
 
ბრძოლა დაიწყო 1-2 ივლისის ღამეს, გუდაუთიდან სეპარატისტთა დესანტის და კატარღების გამოსვლით, ლაკუტა ზარანდიას მეთაურობით. გამთენიისას დესანტი სოფელ ტამიშში, სოხუმის სამხრეთით გადმოსხდა, მედესანტეები მიჰყავდა გემ МСБ-24-ს, ხოლო МСБ-12-ს მიჰქონდა იარაღი, ტყვია-წამალი და „Grad-ის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. კიდევ ორ კატერს მიჰყავდა თითოს 10-მდე მედესანტე. ქართველებმა დესანტის გადმოსხმის დროს გახსნეს საარტილერიო ცეცხლი. კატერი "Гриф-ი" პარალელურ რეჟიმში დაიძრა ოჩამჩირისკენ და დაიწყო ქალაქის დაბომბვა ყურადღების გადასატანად. დესანტის გადმოსხმის პარალელურად, 2-3-ჯერ მეტმა მებრძოლმა შეტევა დაიწყო ტყვარჩელიდან.
 
დესანტი გაიჭრა სოფელ ანუარხუსა და ტამიშის სკოლას შორის ტრასაზე. სეპარატისტებმა ბრძოლით აიღეს ტამიშის სკოლის შენობა, საღამოსთვის აიღეს სოფელი ძველი კინდღი და 7 კილომეტრიანი კორიდორი დაამყარეს ახალი კინდღიდან სოფელ ცაგერამდე.
 
მცირე ქართული შენაერთები ინარჩუნებდნენ პოზიციებს მნიშვნელოვან სიმაღლეებზე, ანუარხუსა და ტამიშის სკოლაში, თუმცა ისინი ალყაში იყვნენ მოქცეული. მედესანტეებმა აიღეს ოჩამჩირე-სოხუმის საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი, რითაც მთლიანად გაწყვიტეს სოხუმის კავშირი თბილისთან. დესანტის გადმოსხმის მიზანი არა თვითონ ტამიშის აღება, არამედ სოხუმის აღების ხელშეწყობა იყო, რადგან ამ დროს მიდიოდა „გუმისთის ფრონტის“ სოფლებზე შეტევა. დესანტის გადმოსხმის მოულოდნელობის გამო, ქართველებმა დიდი მსხვერპლი განიცადეს.
ბრძოლაში ბევრი ქართული შენაერთი ჩაერთო, მათ შორის "მხედრიონი" და ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის ბატალიონები - ლოთი ქობალიას მეთაურობით.
 
4 ივლისს დაიწყო შეტევა, ცენტრალურ მიმართულებაზე „მხედრიონი“ მიდიოდა, მარცხენა ფლანგზე ქობალიას ბატალიონები და მარჯვნივ - შინაგანი ჯარის ნაწილები. პირველი ოპერაცია არ აღმოჩნდა წარმატებული. ამავდროულად, სეპარატისტებს ჰქონდათ კიდევ ერთი დესანტის გადმოსხმის მცდელობა სოფელ ტამიშში, მაგრამ ვერ მოახერხეს, პარალელურად კი მათ სულ უფრო უჭირდათ კორიდორის გამაგრება.
 
9 ივლისს დაიწყო ქართველების ახალი კონტრშეტევა. ბრძოლა 8 საათი გაგრძელდა და ქართველების დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო დუშეთის ბატალიონმა, "შავნაბადამ" და მე-11 ბრიგადამ. 12 ივლისს რკინიგზით გაიგზავნა მომარაგება სოხუმისთვის, რომელიც წარმატებით მივიდა დანიშნულების ადგილამდე.
დიდება გმირებს
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way