USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
1921 წელს სოციალისტ-ფედერალისტ ლიდერთა ნაწილი, მათ შორის შალვა ნუცუბიძეც, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას მიესალმა
თარიღი:  830

გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 3 მარტი, N2

ადგილობრივი პრესა

საქართველოს სოც- ფედერალისტთა დროებითმა მთავარმა* კომიტეტის ორგანო „სოციალისტ-ფედერალისტი“ მე-3 ნომერში შემდეგ მოწინავეს ათავსებს. მოგვყავს იგი სრულიად.

„მენშევიკების ცდა, რომ საქართველო გაემიჯნა მსოფლიო რევოლუციისაგან დამარცხდა. ქართველ მშრომელ ხალხს სათავეში ჩაუდგა შეურიგებელი მტერი ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური რეჟიმისა. ამ ახალ  ძალას ახასიათებს გარკვეული, პირდაპირი ხაზი და მტკიცე ნებისყოფა, ურყევი რწმენა გამარჯვებისა.  დღემდის არსებული ლოზუნგი „არც აქეთ, არც იქით“, ადგილს უთმობს ახალ მოწოდებას, ახალ ყიჟინას: „წინ, სოციალიზმისაკენ“!  ეს დიადი ლოზუნგი  არ არის უცნობი ჩვენი მშრომელი ხალხისათვის. საქართველო ეხლა არ გაწითლებულა ამა თუ იმ მოსაზრებით; ის ცარიზმის დროსაც წითელი დროშის მატარებელი იყო და ეხლა უფრო მაღლა ასწევს მას, უფრო გაბედულად წავა წინ აღთქმის ქვეყნისკენ.

დიდი საქმე, დიდი მიზანი დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ძველი ქვეყნის დანგრევა და ახლის აშენება ადვილი არავის ეგონოს. ეს ხანგრძლივი პროცესის საქმეა და ვინც ამ პროცესში ჩაერევა, კარგად უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული ყოველივე სიძნელე, ყოველივე შესაძლებლობა. ქართველმა მშრომელმა ხალხმა კარგად უნდა შეიგნოს, რომ ის ებმება მეტად მძიმე საქმეში, რომ მას მოელის ბევრი გასაჭირი და ბევრი განსაცდელი. მაგრამ ის შეგნებულად, უშიშრად უნდა შეუდგეს ახალი ქვეყნის შენებას და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადოს ყველას, ვინც ამაში მას ხელს შეუშლის.

მაშ შორს ყოველგვარი ეჭვები და რყევა! ნუ შეგვაშინებს ნურავითარი გასაჭირი, მხნედ შევუდგეთ ბრძოლას და შრომას“.

აქ თითქმის ყველაფერი გარკვეულათაა ნათქვამი. „სოციალისტ-ფედერალისტი“ ჩვენ გვერდში დგება, ჩვენი პარტიის მძიმე ტვირთის ზიდვაში შრომის განაწილებას გვპირდება, ჩვენ გვგონია, რომ ეს სიტყვები მარტო სიტყვებათ არ დარჩება; ჩვენ გვგონია, რომ „სოციალისტ-ფედერალისტის“ ხელმძღვანელნი ამას საქმეში და საქმით დაამტკიცებენ. ჩვენთვის ეს გასახარი იქნება.

*იგულისხმება შალვა ნუცუბიძისა და თედო ღლონტის მეთაურობით გაერთიანებული მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტური ჯგუფი, რომელიც 1919-1921 წლებში განსაკუთრებით მწვავედ იყვნენ დაპირისპირებული სოციალ-დემოკრატებთან, ხოლო 1921 წლის თებერვლიდან ფაქტობრივად განუდგნენ გიორგი ლასხიშვილისა და სამსონ დადიანის ხელმძღვანელობით მოქმედ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ძირითად ბირთვს
მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის