USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
19 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  614

19 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 109-ე დღე (ნაკიან წლებში — 110-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 256 დღე.

დღის მოვლენები

  • 1713 : უძეობის გამო საღვთო რომის იმპერატორმა კარლ VI-მ გამოსცა პრაგმატული სანქცია, რომლითაც მისი ქალიშვილები ჰაბსბურგის მიწების მემკვიდრეები გახადა.
  • 1770: კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა „ახალი სამხრეთი უელსი“ (ავსტრალია).
  • 1772 : დაიბადა ინგლისელი ეკონომისტი დეივიდ რიკარდო.
  • 1782 : ნიდერლანდებმა აღიარა აშშ-ს დამოუკიდებლობა.
  • 1803 : გიორგი XII-ის ქვრივმა, დედოფალმა მარიამმა მოკლა გენერალი ლაზარევი.
  • 1839 : ლონდონის ხელშეკრულებით ბელგიის სამეფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
  • 1943 : ნაცისტების ჯარები ვარშავის გეტოში შევიდნენ დარჩენილი ებრაელების დასაჭერად (სურათზე), რამაც პირველი მასიური აჯანყება გამოიწვია პოლონეთში ნაცისტების ოკუპაციის წინააღმდეგ ჰოლოკოსტის პერიოდში.
  • 1969 : ჩრდილოეთ ირლანდიაში ახალი ძალით იფეთქა შეტაკებამ კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის.
  • 1971 : ბაიკონურის კოსმოდრომიდან ტიურატამთან, ყაზახეთის სსრ (სსრკ), ორბიტაზე გაუშვეს პირველი კოსმოსური სადგური „სალუტ-1“.
  • 1975 : ორბიტაზე გაიყვანეს ინდოეთის პირველი კოსმოსური ხომალდი „არიაბჰატა“.
  • 1999 : გერმანიის პარლამენტი დაბრუნდა ბერლინში.
  • 2007 : რუმინეთის პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა პრეზიდენტ ტრაიან ბესესკუს ძალაუფლების გადაჭარბებით გამოყენების ბრალდების გამო.
  • 2011 :
    • ფიდელ კასტრო კუბის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნობიდან გადადგა.
    • გუდლაკ ჯონათანი ნიგერიის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2018 : კუბის ახალი პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი გახდა.
  • 2022 : ჟოზე რამუშ-ორტა აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1320: პედრუ I (პორტუგალია) — პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან
  • 1882: ჟეტულიუ ვარგასი — ბრაზილიელი პოლიტიკოსი
  • 1949 : პიკასო, პალომა — ესპანელი-ფრანგი დიზაინერი
  • 1968 : ეშლი ჯადი — ამერიკელი კინომსახიობი
  • 1965 : ნატალი დესე — ფრანგი ოპერის მომღერალი
  • 1987 : მარია შარაპოვა — რუსი ჩოგბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1054: : ლეო IX — რომის პაპი 1049-1054 წლებში.
  • 1820 : სიმონ სოლოღაშვილი — წარმოშობით ქართველი, რუსეთის იმპერიის გენერალი
  • 1824 : ჯორჯ გორდონ ბაირონი — ინგლისელი პოეტი, რომანტიკოსი.
  • 1881 : ბენჯამინ დიზრაელი — ბრიტანელი პოლიტიკოსი
  • 1906 : პიერ კიური — ფრანგი ფიზიკოსი
  • 1919 : ემილიანო ზაპატა — მექსიკელი რევოლუციონერი
  • 1967 : კონრად ადენაუერი — გერმანელი პოლიტიკოსი
  • 1980 : ალფრედ ჰიჩკოკი — ამერიკელი კინორეჟისორი
  • 2022 : მვაი კიბაკი — კენიის ყოფილი პრეზიდენტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი
    • წმინდა მეთოდე
    • პლატონიდა ასური
    • 120 მოწამე სპარსთაგან წამებული (+344-347); მოწამე იერემია და არქილე ხუცესი
  • აგრეთვე:
    • ვენესუელა : დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე
    • სიერა-ლეონე : რესპუბლიკის დღე
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის