USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
18 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  540

18 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 322-ე დღე (ნაკიან წლებში – 323-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 43 დღე.

დღის მოვლენები

  • 1493 : ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა დღევანდელი პუერტო რიკო. მეორე დღეს მან კუძულის მიწაზე დადგა ფეხი და მას სან ხუან ბატისტა დაარქვა.
  • 1626 : წმინდა პეტრეს ტაძარი აკურთხეს რომში.
  • 1883 : ამერიკისა და კანადის რკინიგზები აყალიბებენ ხუთ სტანდარტულ კონტინენტურ სასაათო სარტყელს, რითაც ბოლოს უღებენ ადგილობრივი დროით გამოწვეულ ათასობით გაურკვევლობას.
  • 1905 : დანიის პრინცი კარლი ხდება ნორვეგიის მეფე ჰააკონ VII.
  • 1918 : ლატვია რუსეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1926 : ბერნად შოუ უარს აცხადებს მისთვის ნობელის პრემიით განკუთვნილ ფულზე, აცხადებს რა „შემიძლია ვაპატიო ალფრედ ნობელს დინამიტი, მაგრამ მხოლოდ ადამიანის ფორმით მოვლინებულ სატანას თუ შეეძლო ნობელის პრემიის გამოგონება“.
  • 1928 : გამოდის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „თბომავალი ვილი“, პირველი სრულიად სინქრონიზებული ხმოვანი ანიმაციური ფილმი, გადაღებული უოლტ დისნეისა და აბ ივერკსის მიერ. მასში ჩნდებიან მიკი და მინი მაუსები.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომი - ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების 440 თვითმფრინავი ბომბავს ბერლინს. გერმანელებმა მხოლოდ 9 თვითმფრინავის ჩამოგდება მოახერხეს.
  • 1978 : ჯონსთაუნის მასობრივი თვითმკვლელობა - ჯონსთაუნში, გაიანა მოძღვარი ჯიმ ჯოუნსი ტაძარში მოსულ ხალხს მასობრივი თვითმკვლელობისკენ უქადაგებს, რის შედეგადაც 913 ადამიანი იღუპება, მათ შორის 276 ბავშვი.
  • 1985 : ქელვინ და ჰობსი, ბილ ვოტერსონის კომიკსების სერია, პირველად ქვეყნდება.
  • 1991 : სამთვიანი ალყის შემდეგ, სერბები იპყრობენ ხორვატთა ქალაქ ვუკოვარს.
  • 1993 : სამხრეთ აფრიკაში 21 პოლიტიკური პარტია ახალ კონსტიტუციას ამტკიცებს.
  • 1998 : ალის მაკდერმოტი ნაციონალური წიგნის ჯილდოს ფინალისტი ხდება რომანით „მომხიბლავი ბილი“.
  • 2001 : ნინტენდო გამოდის ჩრდილოეთ ამერიკაში.
  • 2004 : რუსეთი ოფიციალურად რატიფიცირებას უკეთებს კიოტოს პროტოკოლს.
  • 2011 : ბელარუსი, რუსეთი და ყაზახეთი ევრაზიის კავშირის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას ხელს 2015 წელს მოაწერენ.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1720 : ერეკლე II — საქართველოს მეფე
  • 1787 : დაგერი, ლუი — ფრანგი გამომგონებელი
  • 1860 : პადერევსკი, იგნაცი იან — პოლონელი კომპოზიტორი და პოლიტიკური მოღვაწე
  • 1897 : ბლექეტი, პატრიკ — ბრიტანელი ფიზიკოსი
  • 1906 : ვალდი, ჯორჯ — ამერიკელი მეცნიერი
  • 1921 : ამირეჯიბი, ჭაბუა — ქართველი მწერალი
  • 1927 : რიაზანოვი, ელდარ — რუსი კინორეჟისორი
  • 1940 : ქაბოოს იბნ საიდ — ომანის სულთანი
  • 1943 : ჩხეიძე, თემურ — ქართველი რეჟისორი
  • 1962 : ჰემეტი, კირკ — ამერიკელი გიტარისტი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1189 : ვილჰელმ II — სიცილიის სამეფოს უკანასკნელი ნორმანდი მეფე
  • 1827 : ჰაუფი, ვილჰელმ — გერმანელი მწერალი
  • 1868 : როსინი, ჯოაკინო — იტალიელი კომპოზიტორი
  • 1886 : ართური, ჩესტერ — აშშ–ის პრეზიდენტი
  • 1940 : ჯავახიშვილი, ივანე – ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე (დ.1876)
  • 1941 : ნერსტი, ვალტერ — გერმანელი ქიმიკოსი
  • 1941 : უატსონი, კრის — ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი
  • 1952 : ელუარი, პოლ — ფრანგი პოეტი.
  • 1962 : ბორი, ნილს — დანიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი (დ. 1885)
  • 1964 : ბექაია, მელქისედეკ — ქართველი ქიმიკოსი
  • 1991 : ჰუსაკი, გუსტავ — ჩეხოსლოვაკიის ლიდერი
  • 2015 : ჯონა ლომუ — ახლ ზელანდიელი რაგბისტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • გალაქტიონი და ეპისტიმია
    • პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლიგე - სამოცდაათთაგანნი
    • წმინდა გრიგოლი
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის