USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
18-მეტრიანი ავტობუსებით N308 მარშრუტის მგზავრებიც გადაადგილდებიან
дата:  1041

MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები N308 მარშრუტზეც გავიდნენაღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდა.

კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზეაქედან 43 დასაჯდომი ადგილითავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვისსალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლადასევეაქვს გადმოსაშლელი პანდუსიდამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტისგათბობისკონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემარომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზეავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციოასევეშიდა და გარე ვიდეომონიტორინგის სისტემებითმობილურის დასატენი წერტილებითა და მონიტორინგისმართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.

ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემარომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერსსაინფორმაციო დაფებსაუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემასასევე, WIFI მოწყობილობას.

აღსანიშნავიარომ 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შეიძინამიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ცხრა ერთეული ავტობუსი N302 მარშრუტის მგზავრებს ემსახურებაუახლოეს დღეებში კი დაგეგმილია 18-მეტრიანი ავტობუსების გადანაწილება N301-სა და N314 მარშრუტებზეც.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати