USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
18 მაისიდან კახა კალაძე 4 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციებს გამართავს
Date:  637

თბილისის მერია 18 მაისიდან იმ პროექტების პრეზენტაციას იწყებს, რომელიც 2017 წლიდან დღემდე, შვიდი ძირითადი პოლიტიკის მიმართულებით განახორციელა,- ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 „2017 წელს ჩვენ თბილისის მოსახლეობამ ოთხი წლის ვადით აგვირჩია. ეს მანდატი წელს ოქტომბერში იწურება. ვასრულებთ ჩვენს უფლებამოსილებას, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა. როდესაც ვმონაწილეობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საზოგადოებას წარმოვუდგინეთ ჩვენი ხედვა, რომელიც შედგებოდა შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან.

ეს იყო ის მიმართულებები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა თბილისის მოსახლეობას. ეს იყო ურბანული განვითარების პოლიტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგიური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა.

ჩვენ ამ შვიდივე მიმართულებით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმა წამოვიწყეთ, რომელთაგან ზოგიერთი ახლაც განხორციელების პროცესშია.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ამ ოთხი წლის განმავლობაში აკეთებდნენ - ღირსეულად ემსახურებოდნენ, ემსახურებიან და მომავალშიც მოემსახურებიან თბილისს და თბილისელებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მოსახლეობა მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, თუ რა პროექტები განხორციელდა აღნიშნული შვიდი მიმართულებით.

„მინდა, 18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას წარვუდგინო ერთგვარი ანგარიში, თუ რა გაკეთდა და რა პროექტები განხორციელდა ამ შვიდი მიმართულებით. თითო პოლიტიკას თითო კვირას დავუთმობთ და საზოგადოებას წინასწარ მივაწოდებთ ინფორმაციას, თუ რომელ მიმართულებაზე გვექნება საუბარი.

ეს იქნება ერთგვარი ანგარიში თბილისის მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვის გამოვირჩეოდით აქტიურობით და ვცდილობდით, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროექტები ხორციელდება დედაქალაქში, რა პრობლემებია, რა იგეგმება სამომავლოდ.

ამას გავაგრძელებთ და ეს დამოკიდებულება გვექნება თბილისის მოსახლეობის მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რაც მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობისთვის სამომავლო საქმიანობაში დიდი სტიმულია.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way