USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
17 ოქტომბრის ჰოროსკოპი - რას გვპირდება ასტროლოგი?
თარიღი:  1304

ვერძი

ზოგადი: დღეს შენი ენერგია სხვებზე გადამდებია. ნუ დაკარგავ დროს უმნიშვნელო კამათში — იმუშავე შედეგზე.
ჯანმრთელობა: ფიზიკური გადაძაბვა მოსალოდნელია. სხეულს აეწყე, არა გეგმას.
ოჯახი: ოჯახის წევრს შეიძლება დასჭირდეს შენი რჩევა ან მხარდაჭერა.
ბიზნესი: ფული მოვა იქიდან, სადაც ადრე აღარ ელოდი.
სიყვარული: ურთიერთობაში სიმშვიდე აღდგება, თუ შენგან წამოვა ინიციატივა.
კარიერა: ახალი იდეა შეიძლება გახდეს შენი მომავალი პოზიციის საფუძველი.
გაფრთხილება: ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას ემოციის ზენიტში.


კურო

ზოგადი: გარემო თითქოს შენს წინააღმდეგ მუშაობს, მაგრამ სინამდვილეში გიბიძგებს სწორ მიმართულებაში.
ჯანმრთელობა: გადაღლილობა გამოიხატება ძილში ან ხასიათში. დაისვენე.
ოჯახი: მცირე უთანხმოება მოხდება, თუმცა მალე გაიწმინდება ჰაერი.
ბიზნესი: ფრთხილად ფინანსურ გარიგებებში — დღეს არ არის ხელშეკრულების ხელმოწერის დღე.
სიყვარული: პარტნიორს შენგან მეტი სიცხადე უნდა. ნუ დაემალები.
კარიერა: შენს შრომას მალე დაინახავენ ზემოთაც.
გაფრთხილება: არ დაეყრდნო მხოლოდ რწმენას — დაადასტურე საქმეებით.


ტყუპები

ზოგადი: დღეს იდეები გექნება სწრაფი, მაგრამ ნუ იჩქარებ მათ განხორციელებაში.
ჯანმრთელობა: სასუნთქი სისტემა მოითხოვს ზრუნვას. მოერიდე სიცივეს.
ოჯახი: ნათესავთან კომუნიკაცია გაუმჯობესდება, თუ გამორიცხავ ირონიას.
ბიზნესი: მოლაპარაკებებში იყავი მოქნილი, მაგრამ პრინციპული.
სიყვარული: სიახლე მოდის, თუმცა ჯერ მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დონეზე.
კარიერა: იდეა, რომელიც გულში გაქვს, არ გაუზიარო ყველას. ჯერ ადრეა.
გაფრთხილება: ენას დააკვირდი — სიტყვა დღეს ძალაა.


კირჩხიბი

ზოგადი: შინაგანი განწყობა და სამუშაოს ტემპი ერთმანეთს დაეჯახება. მოძებნე ბალანსი.
ჯანმრთელობა: ემოციური სტრესი აისახება კუჭზე. დაიცავი დიეტა.
ოჯახი: ოჯახური თბილი ატმოსფერო დაგეხმარება აღდგენაში.
ბიზნესი: მოულოდნელი შემოსავალი ან მცირე ბონუსი მოსალოდნელია.
სიყვარული: პარტნიორი შენზე მეტად ფიქრობს, ვიდრე გგონია.
კარიერა: ახალ გარემოში შენი ჩვეული სიფრთხილე სასარგებლო იქნება.
გაფრთხილება: ნუ აიღებ ყველაფერს გულზე — ისწავლე დისტანცია.


ლომი

ზოგადი: ძალა და თავდაჯერება მაღალ დონეზეა. იყავი ლიდერი, მაგრამ არა დიქტატორი.
ჯანმრთელობა: ენერგიული ხარ, მაგრამ გულისრევა ან თავბრუსხვევა გაფრთხილებს დაღლილობაზე.
ოჯახი: დღეს ახლობელს უნდა მოუსმინო, არა მხოლოდ ესაუბრო.
ბიზნესი: შესაძლებლობა ჩნდება ძველ პარტნიორთან ან იდეასთან დაბრუნების.
სიყვარული: შენი ქარიზმა კვლავ მოიტანს ყურადღებას.
კარიერა: ზედამხედველობა მოგეთხოვება — სხვების შეცდომებზე ნუ აგებ პასუხს.
გაფრთხილება: ამპარტავნება დღეს მტერია.


ქალწული

ზოგადი: დეტალები დღეს ყველაფერს წყვეტს. ნუ გაიფანტები.
ჯანმრთელობა: ოდნავი დაღლილობაა, მაგრამ არ არის სერიოზული.
ოჯახი: ოჯახის ერთ წევრს შენი რჩევა და მოთმინება სჭირდება.
ბიზნესი: დოკუმენტებზე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე — მცირე შეცდომა დიდი ზიანია.
სიყვარული: ურთიერთობაში სიმშვიდე დაბრუნდება, თუ გულწრფელი იქნები.
კარიერა: ნელი, მაგრამ მყარი წინსვლა — შენი დღევანდელი სტილი.
გაფრთხილება: ნუ დაუშვებ, რომ პერფექციონიზმმა დაგამძიმოს.


სასწორი

ზოგადი: ცვლილებების დღეა — ან შენ შეცვლი გარემოს, ან ის შეგცვლის შენ.
ჯანმრთელობა: შინაგანი დაძაბულობა აისახება მხრებზე და ზურგზე.
ოჯახი: ჰარმონიის შესანარჩუნებლად მოერიდე მსჯელობას წარსულზე.
ბიზნესი: ახალი შეთავაზება იქნება საინტერესო, მაგრამ მოითხოვს სიფრთხილეს.
სიყვარული: ურთიერთობაში გჭირდება მეტი ემოციური გულწრფელობა.
კარიერა: კარიერული გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფიქრებული, არა სპონტანური.
გაფრთხილება: ნუ აიღებ ზედმეტ პასუხისმგებლობას სხვების მაგივრად.


მორიელი

ზოგადი: დღეს გრძნობების სიღრმე და ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერია. გამოიყენე სწორად.
ჯანმრთელობა: მოერიდე ალკოჰოლს და ღამის გართობას.
ოჯახი: ახლობელი გელოდება გულწრფელ საუბარს. ნუ გადადებ.
ბიზნესი: პატარა რისკი შეიძლება გადაიქცეს დიდ მოგებად — მაგრამ მხოლოდ შენ თუ მართავ პროცესს.
სიყვარული: ურთიერთობაში მეტი ნდობა მოიტანს სინათლეს.
კარიერა: ფარული შანსი გამოჩნდება — იყავი მზად.
გაფრთხილება: ნუ მიენდობი მხოლოდ ინტუიციას — მონაცემებიც შეამოწმე.


მშვილდოსანი

ზოგადი: დღეს სურვილი გექნება მოძრაობისა და თავგადასავლის. თუმცა ფრთხილად იყავი ზედაპირულ გადაწყვეტილებებთან.
ჯანმრთელობა: ენერგიული ხარ, მაგრამ ჯობს შეზღუდო ფიზიკური დატვირთვა საღამოს.
ოჯახი: ურთიერთობა სითბოს მოითხოვს, არა დარიგებებს.
ბიზნესი: შეგიძლია მოიზიდო ახალი კლიენტები ან პარტნიორები.
სიყვარული: ემოციურად მიმზიდველი ხარ — გამოიყენე ეს ბუნებრივად.
კარიერა: შანსია უცხოენოვანი ან საერთაშორისო პროექტის.
გაფრთხილება: ნუ დააიგნორებ დეტალებს — დღეს სწორედ მათზეა წარმატება დამოკიდებული.


თხის რქა

ზოგადი: გონება მკაფიოა, მიზანი — მკვეთრი. მაგრამ ნუ იქნები ზედმეტად მკაცრი სხვებთან.
ჯანმრთელობა: ნერვული დაძაბულობა შეიძლება გამოჩნდეს ძილში.
ოჯახი: ოჯახის საქმეებზე მეტი დრო დახარჯე — იქ გჭირდება დასტაბილურება.
ბიზნესი: ფული მოდის ნელა, მაგრამ მყარად.
სიყვარული: ურთიერთობაში გჭირდება გულწრფელი საუბარი, თორემ დაგროვილი ჩრდილი გაღრმავდება.
კარიერა: შენი ავტორიტეტი იზრდება — გამოიყენე დიპლომატიურად.
გაფრთხილება: ნუ გადააჭარბებ კონტროლს — ნდობაც ძალაა.


მერწყული

ზოგადი: შენი იუმორი და განსხვავებული აზროვნება დღეს გამოგადგება ადამიანებთან ურთიერთობაში.
ჯანმრთელობა: მოერიდე გადაღლილობას — ტვინი დღეს ზედმეტად აქტიურია.
ოჯახი: მოულოდნელი სტუმარი ან ზარი შეიძლება პოზიტიური აღმოჩნდეს.
ბიზნესი: კარგი დღეა კრეატიული იდეებისთვის.
სიყვარული: შეგიძლია აღადგინო ძველი კავშირი, თუ გულით მოისურვებ.
კარიერა: ინოვაციური მიდგომა გამოგარჩევს სხვებისგან.
გაფრთხილება: ნუ დაელოდები სრულ მზადყოფნას — იმოქმედე მცირე ნაბიჯითაც.


თევზები

ზოგადი: ემოციები და ინტუიცია დღეს შენს მთავარ იარაღად იქცევა.
ჯანმრთელობა: წყლის რეჟიმი მოაწესრიგე — ორგანიზმს სჭირდება ჰიდრაცია.
ოჯახი: ოჯახში სიმშვიდე შენზეა დამოკიდებული.
ბიზნესი: შემოქმედებითი საქმეები დღეს წარმატებას მოიტანს.
სიყვარული: რომანტიკული განწყობა გაძლიერებულია — გამოიყენე.
კარიერა: ფანტაზია და პრაქტიკა უნდა დააბალანსო.
გაფრთხილება: ნუ დაეყრდნობი დაპირებებს — მხოლოდ ფაქტებს ენდე.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.