USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
17 მარტს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება
Date:  

17 მარტს 15:00 საათზე, 17 მარტს 15:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგში 43 საკითხის განხილვა დგას.

საკითხისდასახელება

1.             

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №19-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (საკრებულოს №12-0323074115-03 15.03.2023)

2.             

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება  – ავტობუსის რეფორმის მხარდაჭერის“ პროექტის შესახებ2022 წლის 2 თებერვლის №2021.003798 საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან თანხმობის მიღების თაობაზე(საკრებულოს №12-032306965-03 10.03.2023)

3.             

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (საკრებულოს №12-0323074119-03 15.03.2023)

4.             

„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (საკრებულოს №12-0323074119-03 15.03.2023)

5.             

„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (საკრებულოს №12-0323074119-03 15.03.2023)

6.             

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (საკრებულოს №12-0323074119-03 15.03.2023)

7.             

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №20-122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (საკრებულოს №12-032307485-03 15.03.2023)

8.             

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (საკრებულოს №12-032307237-03 13.03.2023)

9.             

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს №13-76 დადგენილებაში ცვლილებისშეტანის თაობაზე (საკრებულოს №12-0323044110-03 13.02.2023)

10.           

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (საკრებულოს №12-032307510-03 16.03.2023)

11.           

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (საკრებულოს №12-032305458-0323.02.2023)   

12.           

ქალაქ თბილისში, ნოდარ ჯანგირაშვილის ქუჩა №1ბ-ში (საკადასტრო კოდი:  №01.12.13.020.016) არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032305452-0323.02.2023)   

13.           

„ქალაქ თბილისში, ერეკლე ტატიშვილის ქუჩა №9-ში (საკადასტრო კოდი: №01.15.02.006.004) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (69/616 ნაწილი) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032305576-0324.02.2023)   

14.           

ქალაქ თბილისში, წულაძის ქუჩა (კორპუსი) №29-ში არსებული 23.96 კვ.მ. უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: №01.17.11.037.003.01.004ა) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე(საკრებულოს №12-032305576-0324.02.2023)   

15.           

ქალაქ თბილისში, ყვარლის ქუჩა №101ბ-ში არსებული 49 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის (საკადასტრო კოდი: №01.17.08.025.012) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე(საკრებულოს №12-032305576-0324.02.2023)   

16.           

ქალაქ თბილისში, საინგილოს ქუჩა №74- ში არსებული 43.29 კვ.მ. უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: №01.17.02.059.105.01.003) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074111-03 15.03.2023)

17.           

ქალაქ თბილისში, თელავის ქუჩა №51-ში (საკადასტრო კოდი: №01.17.13.001.015) არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074111-0315.03.2023)

18.           

ქალაქ თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩა №16-ში (საკადასტრო კოდი: №01.15.05.078.003) მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074111-0315.03.2023)

19.           

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის 15 მარტის №23.317.325 და „ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში არსებული 399 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №01.14.01.002.156) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის (ს/ნ.204395537) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074111-0315.03.2023)

20.           

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირს - ქონების მართვის სააგენტოს, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და შპს „ნიკე გრუპს“ (ს/ნ. 405385578) შორის 2022 წლის 3 თებერვალს გაფორმებული „ქ. თბილისში, დიდი დიღმის მე-2 მიკრორაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარედ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, №01.10.06.002.073 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, 3351 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ“  ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან შპს „ნიკე გრუპის“ (ს/ნ. 405385578) გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032307495-0315.03.2023)

21.           

ქალაქ  თბილისში,  ალექსანდრე მანაგაძის მე-4 ჩიხი №19-ში (საკადასტრო კოდი: №01.11.04.005.003.01.01.064) მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 თებერვლის №41 განკარგულებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორები შესახებ (საკრებულოს №12-032306617-037.03.2023)   

22.           

ქ. თბილისში, გიორგი ათონელის ქუჩა №19-ში არსებული 788 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 20 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №01.15.04.020.039) პირდაპირი განკარგვის წესით შპს „ანას კარისთვის“ (ს/ნ. 400343348) იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074112-0315.03.2023)

23.           

ქალაქ თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა №36-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ. №01.10.17.023.001.01.01.033) პირდაპირი განკარგვის წესით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციისთვის“ (ს/კ. 405185400) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074112-0315.03.2023)

24.           

ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის I ჩიხი, მზიურის მიმდებარედ №01.14.14.005.301 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „7X7 ფეხბურთის ასოციაციისთვის“ (ს/ნ. 404573323) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074112-0315.03.2023)

25.           

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (საკრებულოს №12-0323074108-0315.03.2023)

26.           

„დედაქალაქის მიწათსარგებობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (საკრებულოს №12-03230541-0323.02.2023;№12-03230542-0323.02.2023; №12-03230744-0315.03.2023; №12-0323074109-0315.03.2023; №12-0323074118-0315.03.2023;  №12-0323074120-03 15.03.2023; №12-03230475-03 “ პოზიცია 16.02.2023)

27.           

ქალაქ თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა №42-ში; ქალაქი თბილისი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №118; №118ა; №116ბ; №116; №124ა; №116ა; №124-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: №01.17.11.029.043; №01.17.11.029.035; №01.17.11.029.028; №01.17.11.029.037; №01.17.11.029.030; №01.17.11.029.013; №01.17.11.029.038; №01.17.11.029.046)მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-032305554-0324.02.2023)   

28.           

ქალაქ თბილისში, სოფელ წავკისში არსებულ მიწის ნაკვეთებსა (საკადასტრო კოდი: №81.02.13.669; №81.02.13.671; №81.02.13.670; №81.02.13.672) და მიმდებარე დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-032305555-0324.02.2023)   

29.           

ქალაქ თბილისში, კრწანისის ქ. №5-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, კრწანისის ქუჩა, №62; ქალაქი თბილისი, კრწანისის II ჩიხი, №2-ში არსებულ მიწის ნაკვეთებსა (საკადასტრო კოდები: №01.18.06.015.162; №01.18.06.015.189; №01.18.06.015.159; №01.18.06.015.084) და მიმდებარე დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განაშენიანების რეგულირების გეგმის  პროექტის  დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074123-03 15.03.2023

30.           

ქალაქ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: №01.14.16.008.060; №01.14.16.008.142; №01.14.16.008.144; №01.14.16.008.143; №01.14.16.008.141; №01.14.16.008.140) კინო-ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074121-03 15.03.2023)

31.           

ქალაქ თბილისში, სამურზაყანოს ქუჩა №39-ში  არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.16.03.010.002) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის  პროექტის დამტკიცების  თაობაზე (საკრებულოს №12-0323074113-03 15.03.2023)

32.           

,,ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის დასახლება, IV მიკრორაიონის მიმდებარედ (ნაკვეთი 07/018) არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 ივლისის №314 განკარგულებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-032305556-03 24.02.2023)   

33.           

,,ქ. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის №117ე, №117, №117ბ, №117გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: №01.13.06.001.036; №01.13.06.001.011; №01.13.06.001.015; №01.13.06.001.027; №01.13.06.001.016) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის №50 განკარგულებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-0323055121-0324.02.2023)   

34.           

,,ქალაქ თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.18.06.013.013, ნაკვეთი 13/13) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს  №200 განკარგულებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074124-03 15.03.2023)

35.           

ქალაქ თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N31-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.05.006.118) ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრაციული კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074110-03 15.03.2023)

36.           

ქალაქ თბილისში,ვ.ფშაველას I შეს. №1/43; ვაჟა-ფშაველას გამზირი, №41-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: №01.14.03.034.016; №01.14.03.034.011; №01.14.03.034.015; №01.14.03.034.002) და მიმდებარე დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074114-03 15.03.2023)

37.           

ქალაქ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის V შესახვევი №7ა-ში;  ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა №48-ის მიმდებარედარსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: №01.17.11.027.011; №01.17.11.027.144; №01.17.11.027.145; №01.17.11.027.143; №01.17.11.027.134) და მიმდებარე დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის  დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074116-03 15.03.2023)

38.           

ქალაქ თბილისში, გმირი კურსანტების ქუჩა №10-შიარსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.11.05.030.002) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის  დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074117-03 15.03.2023)

39.           

ქალაქ თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში; ქალაქ თბილისში, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი, №23-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: №01.72.14.013.926; №01.72.14.009.657; №01.10.05.042.012) და მიმდებარე დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე საავტომობილო მომსახურების ცენტრის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტისდამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074122-03 15.03.2023)

40.           

ქალაქ თბილისში,  შალვა მშველიძის ქუჩა №20-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.09.006.023) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის  დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074126-03 15.03.2023)

41.           

შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, მისამართებზე - 1. ქ. თბილისი, სოხუმის ქ. 6 - არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ. №01.13.06.015.005); 2. ქ. თბილისი, ევდოშვილის ქ. 25 - არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ. №01.13.06.015.002) 3. ქ. თბილისი, აკ.წერეთლის გამზირი/ვახუშტი ბაგრატიონის ქ. №35/52- არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ. №01.13.06.015.014) - მიმართებაში მიღებული ხელშემწყობი ღონისძიებების ფარგლებში შპს „სანამის“ (ს/კ. 402191150) მიმართ გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების შესახებ (საკრებულოს №12-0323074125-03 15.03.2023)

42.           

შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ (ს/კ. 204460957) და ნათელა ურუმაშვილის (პ/ნ. 01011013838) მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-0323074125-03 15.03.2023)

43.           

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის აქტებისა და ჩამოსაწერი ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ (საკრებულოს №03-032306654 07.03.2023; №03-032307365 15.03.2023)

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way