USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Tbilisi
17 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
Date:  721

17 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-17 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 348 დღე (ნაკიან წელში - 349).

დღის მოვლენები

  • 395 : რომის იმპერია ორ: აღმოსავლეთ და დასავლეთ რომის იმპერიებად გაიყო.
  • 1562 : საფრანგეთმა ცნო ჰუგენოტები სენ-ჟარმენის ედიქტით.
  • 1773 : კაპიტანი ჯეიმზ კუკი პირველი მკვლევარი ხდება, რომელმაც ანტარქტიკის წრე გადაჭრა.
  • 1819 : სიმონ ბოლივარმა გამოაცხადა კოლუმბიის რესპუბლიკა.
  • 1852 : დიდი ბრიტანეთი ცნობს ტრანსვაალის ბურთა კოლოონის დამოუკიდებლობას.
  • 1916 : პროფესიონალ გოლფისტთა ასოციაცია ჩამოყალიბდა.
  • 1917 : აშშ-მ დანიას $25 მილიონი გადაუხადა ვირჯინის კუნძულებში.
  • 1945 : ვარშავის განთავისუფლება — სსრკ ძალები ნაცისტებისგან ანთავისუფლებენ თითქმის სრულიად დანგრეულ ვარშავას.
  • 1946 : გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა ტარდება.
  • 1949 : გოლდბერგები — პირველი სიტკომი (სიტუაციური კომედიის ხასიათის სერიალი) გადის ეთერში ამერიკის ტელევიზიით.
  • 1973 : ფერდინანდ მარკოსი ხდება ფილიპინების მუდმივი პრეზიდენტი.
  • 1975 : ბობ დილანი უშვებს შემდგომში ცნობილს როგორც მის საუკეთესო ალბომს - "Blood on the Tracks".
  • 1982 : „ცივი კვირადღე“ — აშშ-ში ტემპერატურა 100 წლიან რეკორდულ დონემდე ეცემა.
  • 1991 : სპარსეთის ყურის ომი — ოპერაცია უდაბნოს შტორმი იწყება ადრე დილით. ერაყი ისვრის 8 "სკად"-ის ტიპის რაკეტას ისრაელისკენ, მათგან საპასუხო დარტყმის მოლოდინში, თუმცა უშედეგოდ.
  • 1995 : 7,3 ბალის მიწისძვრა სახელწოდებით „ჰანშინის დიდი მიწისძვრა“ ხდება კობესთან ახლოს (იაპონია), უზარმაზარი მატერიალური ზარალითა და 6 433 ადამიანის მსხვერპლით.
  • 2002 : ნიირაგონგოს (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) ვულკანი იღვიძებს, ტოვებს რა 400 000 ადამიანს უსახლკაროდ.
  • 2010 : მემარჯვენე-ცენტრისტი სებასტიან პინიერა ჩილეს პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2012 : ევროპის პარლამენტის პრეზიდენტად მარტინ შულცი აირჩიეს.
  • 2017 : ანტონიო ტაიანი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1504 : პიუს V — რომის პაპი.
  • 1612 : ტომას ფერფაქსი — ლორდი, ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე.
  • 1706 : ბენჯამინ ფრანკლინი — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე.
  • 1732 : სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი — პოლონეთის უკანასკნელი მეფე
  • 1783 : პედრო გუალ ესკანდონი — ვენესუელელი პოლიტიკური მოღვაწე
  • 1860 : ანტონ ჩეხოვი — რუსი დრამატურგი.
  • 1860 : დაგლას ჰაიდი — ირლანდიის პრეზიდენტი
  • 1860 : კარლოს ხოსე სოლორსანო — ნიკარაგუის 37-ე პრეზიდენტი
  • 1863 : დევიდ ლოიდ ჯორჯი — ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
  • 1871: ნიკოლაე იორგა — რუმინელი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, არქეოლოგი, მწერალი
  • 1879 : ფელიპე გუსმანი — ბოლივიელი პოლიტიკოსი
  • 1880 : მაკ სენეტი — კანადაში დაბადებული ამერიკელი რეჟისორი.
  • 1894 :დავით ჯავრიშვილი — ქართველი ქორეოგრაფი
  • 1899 : ალ კაპონე — ამერიკელი განგსტერი.
  • 1901: სუსანა კალანდრელი — არგენტინელი მწერალი და მასწავლებელი.
  • 1903 : პანტელეიმონ ჩხიკვაძე — ქართველი საბჭოთა მწერალი.
  • 1905 : საიბ სალამი — ლიბანელი პოლიტიკური მოღვაწე
  • 1911: გერმანე გობეჯიშვილი — ქართველი არქეოლოგი.
  • 1911 : გავრილ კაჩალინი — რუსი ფეხბურთელი და მწვრთნელი
  • 1911: ჯორჯ სტიგლერი — ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში
  • 1922 : ლუის ეჩევერია — მექსიკის პრეზიდენტი 1970–1976 წლებში.
  • 1927 : ვალერიან ჭელიძე — საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შრომის გმირი
  • 1934 : რობერტ ბარძიმაშვილი — ქართველი მუსიკოსი (კლავიშები, გიტარა), ჯგუფ „ორერას“ დაამარსებელი
  • 1940 : მირჩა სნეგური — მოლდოვის პოლიტიკური მოღვაწე
  • 1942 : მუჰამედ ალი — ამერიკელი მოკრივე.
  • 1943 :რენე პრევალი — ჰაიტის პოლიტიკური მოღვაწე
  • 1948 :დავით გოგია — ქართველი ფეხბურთელი
  • 1948 : ჯიმ ლედი — ამერიკელი რადიოწამყვანი, პროდიუსერი და მწერალი.
  • 1961 : მაია ჩიბურდანიძე — ქართველი მოჭადრაკე.
  • 1962 : ჯიმ კერი — კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი.
  • 1963 :კაი ჰანსენი — გერმანელი მუსიკოსი
  • 1964 : მიშელ ობამა — შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლე.
  • 1966 : ლიუბჩო გეორგიევსკი — მაკედონიელი პოეტი და პოლიტიკოსი
  • 1969 : ტიესტო — ნიდერლანდელი ტრანს დიჯეი.
  • 1970 : ჯეიმზ უოტანა — ტაილანდელი პროფესიონალი სნუკერისტი.
  • 1978 : ალეკო ელისაშვილი — თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი
  • 1980 : ვალერი აბრამიძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1981: რევაზ გოცირიძე — ქართველი ყოფილი ფეხბურთელი
  • 1985: სიმონე სიმონსი — ჰოლანდიელი კოლორატურული მეცო-სოპრანო
  • 1990 : ერეკლე კილაძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1992 : ლაშა შერგელაშვილი — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 395 : თეოდოსიუს I — რომის იმპერატორი.
  • 1369 : პეტრე I — კვიპროსის მეფე.
  • 1893 : რეზერფორდ ჰეისი — აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე.
  • 1933 : ლუის კომფორტ ტიფანი — ამერიკელი მხატვარი და დიზაინერი.
  • 1961 : ლულუმბა, პატრის — კონგოს პირველი პრემიერ-მინისტრი.
  • 2002 : სელა, კამილო ხოსე — ესპანელი მწერალი.
  • 2005 : ჟაო ჟიანგი — ჩინეთის პრემიერ-მინისტრი.
  • 2008 : ბობი ფიშერი — ამერიკელი ჭადრაკის დიდოსტატი.
  • 2013 : გურამ საღარაძე — ქართველი მსახიობი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა
    • ევაგრე და ილია დიაკონი
    • დიონისე არეოპაგელი და სვიმეონ ნიგერი
    • თეოკტისტე აღმსარებელი
    • აქილე პეჩორელი
    • ზოსიმე მონაზონი და წმინდა ათანასე
    • ევსტათე I
    • ღირსმოწამე ექვთიმე, ვათოპედის მონასტრის იღუმენი და მასთან ერთად 12 მონაზონი
    • ღირსი ონოფრე
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way