USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
16 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  751

16 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 47-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 318 დღე (ნაკიან წელში - 319).

დღის მოვლენები

  • 1918 : ლიეტუვა თავს დამოუკიდებლად აცხადებს რუსეთისა და გერმანიისგან.
  • 1923 : ჰოვარდ კარტერმა გახსნა ტუტანხამონის აკლდამა.
  • 1937 : უოლას კაროთერსი აპატენტებს ნეილონს.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომი - რუსეთი იბრუნებს ხარკოვს.
  • 1948 : ამერიკელმა ასტრონომმა ჯერარდ კოიპერმა აღმოაჩინა ურანის თანამგზავრი მირანდა.
  • 1959 : ფიდელ კასტრო კუბის პრემიერი ხდება პრეზიდენტ ფულხენსიო ბატისტას 1 იანვარს მთავრობიდან გადაგდების შემდეგ.
  • 1999 : უზბეკეთში მთავრობის სასახლეში პრეზიდენტ ისლამ კარიმოვზე თავდასხმა ხორციელდება.
  • 2005 : კიოტოს პროტოკოლი ძალაში შედის, რუსეთის მიერ რატიფიცირების შემდეგ.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1304 : ჯაიათუ-ყაენი — იუანის დინასტიის მე-8 იმპერატორი (1328–1332)
  • 1497 : ფილიპ მელანხტონი — გერმანელი ჰუმანისტი, თეოლოგი და პედაგოგი, ევანგელისტი რეფორმატორი, ლუთერანული თეოლოგიის სისტემატიზატორი.
  • 1761 : შარლ პიშეგრიუ — ფრანგი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე
  • 1790 : ვან დონ ჟან ჰალენი — ესპანეთის გენერალი
  • 1812 : ჰენრი უილსონი — ამერიკელი პოლიტიკოსი
  • 1838 : ოკუმა სიგენობუ — იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე
  • 1845 : ჯორჯ კენანი — ამერიკელი მოგზაური.
  • 1848 : ოქტავ მირბო — ფრანგი მწერალი
  • 1872 : ნიკოლოზ გოცირიძე — ქართველი მსახიობი
  • 1877 : ისიდორა სეკულიჩი — სერბი პროზაიკოსი, მწერალი
  • 1891 : ნიკოლოზ მუსხელიშვილი — ქართველი მათემატიკოსი
  • 1893 : მიხეილ ტუხაჩევსკი — საბჭოთა კავშირის მარშალი
  • 1906 : ვერა მენჩიკი — მსოფლიოს პირველი ჩემპიონი (1927–1944).
  • 1921 : ვერა ელენი — ამერიკელი მსახიობი
  • 1926 : ჯონ შლეზინგერი — კინორეჟისორი
  • 1927 : ბოთო ცუ ზაინ-ვიტგენშტაინ-ჰოენშტაინი — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე.
  • 1934 : აგი აბაშიძე — ქართველი ლიტერატურათმცოდნე
  • 1938 : იზა გიგოშვილი — ქართველი მსახიობი
  • 1940 : ტეკირეე ტამუერა — კირიბატის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე
  • 1941 : კიმ ჩენ ირი — ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერი
  • 1944 : ანტონიუ მონტეირო — კაბო-ვერდეს სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე
  • 1956 : იოსებ არჩვაძე — ქართველი ეკონომისტი.
  • 1956 : ემინე ერდოღანი — თურქი საზოგადო მოღვაწე
  • 1958 : Ice-T — ამერიკელი რეპერი, მსახიობი, სცენარების ავტორი, პროდიუსერი და აქტივისტი.
  • 1961 : დიმიტრი (შიოლაშვილი) — ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი
  • 1964 : ზურაბ თოთიბაძე — ქართველი მხატვარი-ანიმალისტი, გრაფიკოსი და ხატმწერი.
  • 1965 : ადამა ბაროუ — გამბიის პოლიტიკური მოღვაწე
  • 1970 : ანჯელო პერუცი — იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი
  • 1976 : მალხაზ ჟვანია — ქართველი მწვრთნელი
  • 1977 : ალექსანდრე გოგობერიშვილი — ქართველი ფეხბურთელი
  • 1982 : რიკი ლამბერტი — ინგლისელი ფეხბურთელი
  • 1983 : უსტარიც ალდეკოაოტალორა — ესპანელი ფეხბურთელი
  • 1986 : დიეგო გოდინი — ურუგვაელი ფეხბურთელი
  • 1987 : უილი ობამეიანგი — გაბონელი ფეხბურთელი.
  • 1991 : სერხიო კანალესი — ესპანელი ფეხბურთელი
  • 1991 : ზებედა რეხვიაშვილი — ქართველი ძიუდოისტი
  • 1993 : გიორგი პაპავა — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1279 : აფონსუ III — პორტუგალიის მეფე.
  • 1893 : ხოლოდნაია, ვერა — უკრაინელი მსახიობი
  • 1907 : კარდუჩი, ჯოზუე — იტალიელი პოეტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველი (I)
    • აზარია წინასწარმეტყველი
    • კლავდიანე, პაპი და დიოდორე
    • ადრიანე და ევბული
    • ვლასი კესარიელი
    • მოციქულთასწორი ნიკოლოზი
    • სვიმეონ ტვერელი
  • აგრეთვე:
    • ლიეტუვა — დამოუკიდებლობის დღე
    • ჩრდილოეთი კორეა — კიმ ჩენ ირის დაბადების დღე
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის