USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
16 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  559

16 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 289-ე დღე (ნაკიან წლებში – 290-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 76 დღე.

 დღის მოვლენები

1775 : ქ. პორტლენდი, მენი, გადაწვეს ბრიტანელებმა.

1793 : ლუი XVI-ის ცოლს მარია ანტუანეტას გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს პარიზში რევოლუციის მოედანზე (la Place de la Révolution) საფრანგეთის რევოლუციის პიკის დროს.

1813 : მეექვსე კოალიციამ იერიში მიიტანა ნაპოლეონზე და საფრანგეთის პირველ იმპერიაზე ლაიფციგთან - ნაპოლეონის ომთაგან უმსხვილესი კონფლიქტი.

1834 : ვესტმინსტერის სასახლე თითქმის სრულიად დაიწვა ლონდონში.

1869 : ინგლისის პირველი ქალთა კოლეჯი დაარსდა - გირტონ კოლეჯი, კემბრიჯი.

1923 : უოლტ დისნეიმ და მის ძმამ როი დისნეიმ უოლტ დისნეის კომპანია დააარსეს.

1940 : ვარშავის გეტო შეიქმნა.

1946 : ჩამოახრჩვეს ნიურნბერგის პროცესში ბრალდებული ათი სამხედრო დამნაშავე.

1949 : საბერძნეთის სამოქალაქო ომი დასრულდა.

1964 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პირველ ბირთვულ გამოცდას ატარებს.

1970 : ეგვიპტეში პრეზიდენტად არჩეულ იქნა ანვარ სადათი.

1973 : ჰენრი კისინჯერი და ლე დუკ თო ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდნენ.

1978 : კაროლ იოზეფ ვოიტილა, კარდინალი კრაკოვიდან, პოლონეთი, ხდება პაპი იოანე-პავლე II, პირველი არა-იტალიელი პაპი მე-16 საუკუნის შემდეგ, და ასევე პირველი ისტორიაში სლავური ქვეყნიდან.

1984 : დეზმონდ ტუტუ ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა.

2002 : ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში დაკარგული ანტიკური პერიოდის ბიბლიოთეკის აღსანიშნავად გაიხსნა Bibliotheca Alexandrina.

2009 : ახალი მუზეუმი ხელახლა გაიხსნა ბერლინში, გერმანია, 70 წლის შემდეგ.

2012 : დედამიწის ზომის პლანეტა აღმოაჩინეს მზესთან უახლოეს ვარსკვლავის სისტემაში, კენტავრის ალფაში.

2017 : თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გაიხსნა.

ამ დღეს დაბადებულნი

1430 : ჯეიმზ II — შოტლანდიის მეფე

1483 : კონტარინი, გასპარო — იტალიელი კარდინალი

1708 : ჰალერი, ალბრეხტ — შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და პოეტი (გ.1777)

1840 : კუროდა კიეტაკა — იაპონელი სახელმწიფო მოღვაწე

1841 : იტო ჰირობუმი — იაპონიის პირველი პრემიერ-მინისტრი (გ.1909)

1854 : უაილდი, ოსკარ — ირლანდიელი მწერალი (გ.1900)

1886 : ბენგურიონი, დავიდ — ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი შემქმნელი და პირველი პრემიერ-მინისტრი

1888 : ონილი, ევგენ — ამერიკელი მწერალი

1894 : შარეტი, მოშე — ისრაელის მეორე პრემიერ-მინისტრი

1914 : ზაჰირ შაჰი — ავღანეთის მეფე

1927 : გრასი, გიუნტერ — გერმანალი მწერალი

1936 : ჩიკატილო, ანდრეი — საბჭოთა მანიაკი, სერიული მკვლელი

1962 : ფლი — ავსტრალიური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი (Red Hot Chili Peppers)

ამ დღეს გარდაცვლილნი

მარია ანტუანეტას სიკვდილით დასჯა

786 : ლულუსი მაინციდან — კათოლიკე წმინდანი

1333 : ნიკოლოზ V — რომის პაპი

1591 : გრიგოლ XIV — რომის პაპი

1791 : პოტიომკინი, გრიგორი — რუსეთის ფეიდმარშალი

1793 : მარია ანტუანეტა — „ქვრივი კაპეტი“ საფრანგეთის დედოფალი, ლუი XVI-ს მეუღლე

1796 : ვიქტორ ამადეუს II — პიემონტ სარდინიის მეფე

1879 : სოლოვიოვი, სერგეი — რუსი ისტორიკოსი

1946 : კალტენბრუნერი, ერნსტ — ნაცისტური გერმანიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (დ.1903)

1946 : ზაის-ინკვარტი, არტურ — გერმანელი იურისტი, მესამე რაიხის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (დ.1892)

1946 : რიბენტროპი, იოახიმ ფონ — ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე (დ.1893)

1946 : იოდლი, ალფრედ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე (დ.1890)

1946 : კაიტელი, ვილჰელმ — გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (დ.1882)

1946 : ფრანკი, ჰანს — გერმანელი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე

1946 : ფრიკი, ვილჰელმ — გერმანელი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე

1981 : ლაღიძე, რევაზ — ქართველი კომპოზიტორი

1981 : დაიანი, მოშე — ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

დიონისე არეოპაგელი, რუსტიკე ხუცესი და ელეფთერ დიაკონი

იოანე ქოზიბელი

ისიხიოს ქორებელი

აგრეთვე:

საკვების მსოფლიო დღე

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის