USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია - მეთორმეტე რაუნდი
თარიღი:  

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე რაუნდის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:

·     Cardiostim - უსადენო, დამუხტვადი იმპლანტირებადი „პეისმეიკერი“, რომელიც გააკონტროლებს პაციენტის გულის რითმს.

·     Helio.AI - რეკრუტინგის ჭკვიანი სისტემა, რომელიც რითეილ კომპანიებს პროცესების ავტომატიზაციასა და საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში თამაშით ეხმარება.

·     BestRooms - მობილური აპლიკაცია, რომელიც ცვლის დაჯავშნის ტრადიციულ მიდგომებს და ორიენტირებულია იმავე დღეს ან რამდენიმე დღით ადრე გადაწყვეტილ ჯავშნებზე.

·     Gakvetilo.ge - არაფორმალური განათლების ონლაინ პლატფორმა 11-17 წლის მოზარდებისთვის, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან ინტერაქციული და სტრუქტურულად გამართული კურსების საშუალებით, ხელს უწყობს ბავშვების ცხოვრებისეული და ემოციური უნარების განვითარებას.

·     SOS auto - სასწრაფო საგზაო დახმარების აპლიკაცია შენი ავტომობილისთვის ევაკუატორის და ავტო ასისტანსის გამოსაძახებლად.

·     MedAdvisor.pro - პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უსაფრთხოდ, სხვა მომხმარებლების გამოცდილების, მდებარეობის, ფასის და სხვა პარამეტრების საშუალებით, მოძებნოს, აირჩიოს და დაგეგმოს სამედიცინო ტური, მიიღოს ონლაინ კონსულტაცია და ჰყავდეს სამედიცინო მრჩეველი.

·     Vynity - პლატფორმა B2B მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ჰიდროელექტროსადგურების საათობრივი გამომუშავების ანალიტიკასთან პირდაპირ წვდომას და საპროგნოზო საათობრივ გამომუშავებას, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

·     Ripple - ჩაღრმავებული ინტერვიუების ანალიზის AI პლატფორმა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებსა და პროდუქტის გუნდებს შესაძლებლობას აძლევს, ეფექტურად გატესტონ პროდუქტები და დააგენერირონ მომხმარებლის ქცევა და სტრატეგიული არტეფაქტები.

·     Xpos - სტარტაპი ამარტივებს და მობილურ ტელეფონში აერთიანებს გაყიდვების სრულ პროცესს, მათ შორის, საბანკო გადახდებს, ელექტრონულ კომერციას, მიწოდების პლატფორმებს და ლოიალურობის მართვის პროგრამას.

·     Bid-Pilot - სტარტაპი ეხმარება გენერალურ კონტრაქტორებსა და უძრავი ქონების დეველოპერებს, გადაჭრას სამშენებლო წინადადებების მომზადებისა და მართვის შრომატევადი და რთული პროცესი. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, პლატფორმა სამშენებლო გეგმებს სწრაფად აქცევს სატენდერო მოწვევად, ავტომატურად ამოიცნობს სატენდერო პაკეტებს ნახაზებში და ეხმარება სატენდერო პროცესის ეფექტურად წარმართვას.

·     Skippit - ვერტიკალური ERP მცირე და საშუალო ზომის პროფესიული სერვისების პროვაიდერი ორგანიზაციებისთვის, საშუალებას აძლევს მმართველ გუნდს გამართოს ოპერაციების მენეჯმენტი მსხვილი ორგანიზაციების მსგავსად, ისე რომ ადმინისტრაციული გუნდი არ გაიზარდოს.

·     Dispato -ლოჯისტიკის ოპტიმიზაციის ავტომატური ბოტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ეხმარება მანქანების გადამზიდავ კომპანიებს რადიკალურად შეამცირონ „დისპაჩინგზე“ დახარჯული დრო და თანხები.

·     #CatchClicker - პირველი ციფრული გაჯეტი მეთევზე სპორტსმენებისთვის და მოყვარულებისათვის, რომელიც ეხმარება მათ ვარჯიშების გაანალიზებაში და ტურნირებში გამარჯვებაში.

·     Wenroll - სასწავლო აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს გზად სწავლის გამოცდილებას პერსონალიზირებული მასტერკლასების სახით, რომელსაც წარმოადგენენ დარგის წამყვანი სპეციალისტები ადგილობრივ ენაზე.

·     JAVIC - პროექტის ფარგლებში შეიქმნება CARFAX-ის ქართული ანალოგი, რომლითაც ნებისმიერ ავტომფლობელს ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს საკუთარი ავტომობილის ელექტრონული ჟურნალი, ადგილობრივად გატარებული ავტორიზებული სერვისების ასახვით.

·     KidNest - ბაღის მენეჯმენტ სისტემა, ადმინისტრაციული პროცესის ავტომატიზირებით, რომელიც აღმზრდელებს მეტ დროს აძლევს, რომ მეტად მოახდინონ ბავშვზე ფოკუსირება და ამავდროულად აწვდის მშობლებს რეალურ დროში განახლებებს.

·     ProcureMed - პროექტის ფარგლებში შეიქმნება საავადმყოფოებისთვის ღირებულების ანალიზისა და შესყიდვების პროგრამა. ინოვაციური ინსტრუმენტი მიზნად ისახავს ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებასა და ჯანდაცვის მიწოდების ჯაჭვის მართვისა და მარაგების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებას.

·     RADIUM - სამედიცინო რადიოლოგიური ინფორმაციის მართვის სისტემა, რომელიც AI - ისა და cloud ტექნოლოგიების გამოყენებით ეხმარება კლინიკებს, ეფექტურად იმუშაონ პაციენტის დიაგნოსტირებასა და სამედიცინო ინფორმაციის დამუშავებაში. 

·     sait - „ონლაინ სამოგზაურო აგრეგატორი", რომელიც აადვილებს ავიახაზების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, მატარებლებისა და კერძო ტრანსფერების ბილეთების მოძიებას, შედარებას და შეძენას სატრანსპორტო პროვაიდერების ერთ ონლაინ სივრცეში ინტეგრირებით.

·     Altera Audit - პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება, შეაფასოს საკუთარი საგადასახადო რისკები, განსაზღვროს საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების ალბათობა და სთავაზობს ექსპერტულ რეკომენდაციებს გამოვლენილი რისკების მინიმიზაციისთვის.

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ:  მარვინ ლიაოზაზა ფაჩულიააიუშ პუმბრაბილ რაიჰართი, ჰილა ოვილ-ბრენერი.

 დამატებით, ორგანიზაციამ “ქეა კავკასია“ გამოავლინა რჩეული სტარტაპები Wenroll და Helio.AI. თითოეულ მათგანს გადაეცა ფულადი ჯილდო 25 000 ამერიკული დოლარის ოდენობით და შესთავაზა ისეთი არაფინანსური სარგებელი, როგორიცაა ბიზნეს კონსულტაციები და მენტორთან სესიები.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 14 თებერვალს მეთორმეტედ გამოცხადდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამურად 235 სტარტაპია დაფინანსებული. მეთორმეტე რაუნდში შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის