USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
15 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  821

15 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 105-ე დღე (ნაკიან წლებში — 106-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 260 დღე.

დღის მოვლენები

  • 1632 : რეინთან ბრძოლა, შვედებმა დაამარცხეს საღვთო რომის იმპერია.
  • 1638 : სიმბარას აჯანყების ჩახშობა იაპონიაში.
  • 1795 : ლიტვის მიერთება რუსეთის იმპერიასთან.
  • 1896 : ათენში დასრულდა ანტიკური ეპოქის შემდეგ პირველი ოლიმპიური თამაშები.
  • 1912 : ჩრდილო ატლანტიკაში დაიღუპა ხომალდი „ტიტანიკი“.
  • 1919 : სსრკ-ში შეიქმნა გულაგი.
  • 1940 : მეორე მსოფლიო ომი. მოკავშირეებმა დაიწყეს, ნაცისტების მიერ ოკუპირებული, ნორვეგიული ქალაქის ნარვიკის შტურმი.
  • 1946 : ჭიათურაში დაიწყო „ჭიათურმანგანუმის“ ფაბრიკის მშენებლობა.
  • 1975 : შეიქმნა ევროპული კოსმოსური სააგენტო.
  • 1986 : ტერორისტთა ბაზების განადგურების საბაბით აშშ-ს ავიაციამ დაბომბა ლიბიის ქალაქები ტრიპოლი და ბენგაზი.
  • 1992 : ვიეტნამმა მიიღო კონსტიტუცია.
  • 1994: საქართველოში სიყვარულის დღის აღნიშნვა დაიწყეს ქართველი ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის ინიციატივით.
  • 2010 :
    • ინდოეთის პირველი, ადგილობრივი წარმოების კრიოგენული რაკეტის GSLV Mk.II-ის ზედა საფეხურის გაუმართაობის გამო, წარუმატებლად დამთავრდა თანამგზავრ GSAT-4-ის გაშვება.
    • გაერთიანებულ სამეფოში, პირველად ქვეყნის ისტორიაში, გაიმართა პირდაპირი წინასაარჩევნო ტელედებატები წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის.
    • კურმანბეკ ბაკიევი ოფიციალურად გადადგა ყირგიზეთის პრეზიდენტობიდან, მას მერე რაც ქვეყანა დატოვა.
    • ისლანდიაში ვულკან აიუჰვედლეუკის ამოფრქვევამ საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში.
  • 2019 : პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1452 : ლეონარდო და ვინჩი — იტალიელი ფერმწერი, მოქანდაკე
  • 1642 : სულეიმან II — ოსმანთა იმპერიის სულთანი
  • 1707 : ეილერი, ლეონარდ — შვეიცარიელი მათემატიკოსი, მექანიკოსი და ფიზიკოსი
  • 1772 : ეტიენ ჟოფრუა სენტ-ილერი — ფრანგი ზოოლოგი
  • 1894 : ნიკიტა ხრუშჩოვი - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი
  • 1912 : კიმ ირ სენი — ჩრდილოეთ კორეის ლიდერი
  • 1914 : ბელეცკაია, ვერა — ქართველი გრაფიკოსი
  • 1920 : ვაიცზეკერი, რიხარდ ფონ — გერმანელი პოლიტიკოსი
  • 1938 : კარდინალე, კლაუდია — იტალიელი კინომსახიობი
  • 1944 : დუდაევი, ჯოჰარ — ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი
  • 1949 : პუგაჩოვა, ალა — რუსი მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი
  • 1968: ივანე მერაბიშვილი — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე

მ დღეს გარდაცვლილნი

238 : გორდიანუს I — რომის იმპერატორი

  • 1765 : ლომონოსოვი, მიხეილ — რუსი სწავლული
  • 1865 : ლინკოლნი, აბრაჰამ — აშშ-ის პრეზიდენტი
  • 1980 : სარტრი, ჟან-პოლ — ფრანგი მწერალი
  • 1990 : გარბო, გრეტა — შვედი-ამერიკელი კინომსახიობი
  • 1992 : ბაგრატიონი, კონსტანტინე — ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • გიორგი მაწყვერელი
    • ტიტე საკვირველთმოქმედი
    • ამფიანე და ედესი
    • მოწამე პოლიკარპე
  • აგრეთვე:
    • ჩრდილოეთი კორეა - კიმ ირ სენის დაბადების დღე.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის