USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
თბილისი
15 აგვისტო - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  671

15 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 227-ე დღე (ნაკიან წლებში – 228-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 138 დღე.

დღის მოვლენები

  • 1057 : შოტლანდიის მეფე მაკბეტი მოკლულ იქნა ლუმპანანის ბრძოლაში მეფე მალკოლმ III მეომრების მიერ.
  • 1185 : ქვაში ნაკვეთი ქალაქი ვარძია აკურთხა თამარ მეფემ.
  • 1248 : კელნის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყო.
  • 1261 : ლათინთა იმპერიის დამარცხების შემდეგ მიხეილ VIII პალეოლოგი შედის კონსტანტინოპოლში, რითაც აღდგა ბიზანტიის იმპერია.
  • 1517 : ქალაქი პანამა დაარსდა, პანამაში.
  • 1534 : იგნასიო ლოიოლამ და ფრანსის ხავიერმა სხვა სტუდენტებთან ერთად პარიზში დააარსეს იეზუიტთა ორდენი.
  • 1537 : პარაგვაიში დაარსდა ქალაქი ასუნსიონი.
  • 1620 : ხომალდი „მეიფლაუერი“ (Mayflower) საუზჰემპტონიდან, ინგლისი, ამერიკისკენ იღებს გეზს.
  • 1824 : განთავისუფლებულმა ამერიკელმა მონებმა დააარსეს ლიბერია.
  • 1843 : ტივოლის ბაღები, უძველესი დღემდე ხელშეუხები გასართობი პარკი მსოფლიოში, გაიხსნა კოპენჰაგენში, დანია.
  • 1863 : საცუმას ომი იწყება საცუმას კლანსა და ბრიტანეთის ძალებს შორის.
  • 1914 : პანამის არხი გაიხსნა ნაოსნობისთვის.
  • 1945 : კორეის განთავისუფლების დღე.
  • 1947 : ინდოეთი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აღწევს და თანამეგობრობა ხდება. ჯავაჰარლალ ნერუ მიმართავს ერს ინდოეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციით და ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ხდება.
  • 1947 : პაკისტანის დამფუძნეველი, ქუაიდ-ი-აზმ მუჰამედ ალი ჯინა კარაჩიში პაკისტანის პირველ გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.
  • 1948 : კორეის რესპუბლიკა დაარსდა 38-ე პარალელის სამხრეთით.
  • 1960 : კონგოს რესპუბლიკა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1961 : ბერლინის კედლის მშენებლობა იწყება.
  • 1965 : სტადიონის როკის დაბადება - The Beatles-ის კონცერტი ჩატარდა შის სტადიონზე ნიუ-იორკში 60.000 მაყურებლის წინაშე.
  • 1975 : სამხედრო გადატრიალება ბანგლადეშში. შეიხი მუჯიბურ რაჰმანი ოჯახის წევრებთან ერთად მოკლეს.
  • 2007 : 8.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ პერუს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1001 : დუნკან I — შოტლანდიის მეფე
  • 1171 : ალფონსო IX — ლეონის მეფე
  • 1769 : ბონაპარტი, ნაპოლეონ — საფრანგეთის იმპერატორი
  • 1872 : სრი აურობინდო — ინდოელი მწერალი, გურუ, ფილოსოფოსი და ნაციონალისტი
  • 1884 : ალექსანდრე აბაშელი — ქართველი პოეტი
  • 1892 : ბროილი, ლუი დე — ფრანგი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1896 : კორი, გერტი — ავსტრიელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1901 : არნულფო არიასი — პანამის პრეზიდენტი
  • 1906 : ბადრიშვილი, გიორგი — ქართველი აგრონომ-მემცენარე.
  • 1925: ალდო ჩიკოლინი — იტალიერი-ფრანგი პიანისტი
  • 1958 : ვიქტორ შენდეროვიჩი — რუსი ებრაელი მწერალი სატირიკოსი და პუბლიცისტი.
  • 1990 : ჯენიფერ ლოურენსი — ამერიკელი მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

XIX საუკუნემდე

  • 423 : ჰონორიუსი — რომის იმპერატორი
  • 778 : როლანდი — ფრანგი მეთაური
  • 1038 : სტეფანე I — უნგრეთის მეფე
  • 1040 : დუნკან I — შოტლანდიის მეფე
  • 1057 : მაკბეტ I — შოტლანდიის მეფე
  • 1118 : ალექსიუს I კომინუსი — ბიზანტიის იმპერატორი
  • 1279 : ალბრეხტ I (ბრაუნშვაიგი) — ბრაუნშვაიგისა და ლუქსემბურგის ჰერცოგი.

 

1901–1950

  • 1942 : კელენჯერიძე, მელიტონ — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი. (დ.1864)
  • 1945 : ანამი კორეტიკა — იაპონელი გენერალი.
  • 1949 : ანდრიაძე, ნიკოლოზ — ქართველი ინფექციონისტი
  • 1949 : ჰაზენკლევერი, ვალტერ — გერმანელი პოეტი, დრამატურგი

1951–2000

  • 1990 : ცოი, ვიქტორ — როკ მომღერალი
  • 1992 : ბაკურია, მურთაზ — ქართველი ფილოსოფოსი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • მთავარდიაკონი სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანება და პოვნა ნაწილთა მართალთა ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა
    • სტეფანე - რომის პაპი და სხვანი მის თანა
    • ბასილი მოსკოველი
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.