USD 2.8766
EUR 3.0014
RUB 2.9406
თბილისი
14 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
 196

14 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 348-ე დღე (ნაკიან წლებში — 349-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 17 დღე.

დღის მოვლენები

  • 1757 : იმერთა მეფე სოლომონ II ამარცხებს ოსმალთა ჯარს ხრესილის ბრძოლაში.
  • 1819 : ალაბამა ხდება აშშ-ის 22-ე შტატი.
  • 1900 : მაქს პლანკი აქვეყნებს საკუთარი ნაშრომს კვანტურ თეორიაში (კვანტური თეორიის დაბადება).
  • 1902 : პირველი სატელეგრაფო კაბელი გაიყვანეს წყნარ ოკეანეზე.
  • 1911 : პირველი ექსპედიცია აღწევს სამხრეთ პოლუსს რუალ ამუნდსენის მეთაურობით.
  • 1932 : ერაყი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
  • 1939 : სსრკ გაძევებულ იქნა ერთა ლიგიდან.
  • 1946 : გაეროს გენერალური ასამბლეა ხმათა უმრავლესობით შტაბ-ბინას ნიუ-იორკში აფუძნებს.
  • 1947 : ნასკარი (NASCAR) დაფუძნდა.
  • 1958 : მე-3 საბჭოთა ანტარქტიკული ექსპედიცია პირველად აღწევს „ფარდობითად მიუღწევლობის პოლუსს“.
  • 1959 : ხმის ჩამწერი სტუდია „მოტაუნი“ (Motown) დაფუძნდა დეტროიტში, მიჩიგანი.
  • 1962 : მონა ლიზა სადაზღვევო კომპანიების მიერ შეფასებულ იქნა $100 მილიონად,რითაც გახდა ყველაზე ძვირი ფერწერული ტილო ისტორიაში.
  • 1981 : ისრაელი გოლანის მაღლობების ანექსირებას ახდენს.
  • 1989 : ჩილეში პირველი თავისუფალი არჩევნები ტარდება ბოლო 16 წლის განმავლობაში. პატრიციო ეილვინი არჩეულ იქნა პრეზიდენტად.
  • 1995 : დეიტონის შეთანხმებას მოეწერა ხელი პარიზში, რომელმაც ბოლო მოუღო იუგოსლავიის ომებს.
  • 2003 : ერაყის ლიდერის სადამ ჰუსეინის შეპყრობა გამოცხადდა საინფორმაციო სააგენტოების მიერ.
  • 2003 : ფენისის თეატრი ვენეციაში, იტალია, საზეიმოდ გაიხსნა ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ.
  • 2004 : მიიოს ვიადუკი (სამხ. საფრანგეთი), ყველაზე მაღალი ხიდი მსოფლიოში, ოფიციალურად გაიხსნა.
  • 2010 : ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი, დეიტონის შეთანხმების შუამავალი, გარდაიცვალა 69 წლის ასაკში.
  • 2023 : ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1852 : ანდრია ბენაშვილი — ქართველი პედაგოგი, გრამატიკოსი, მუსიკათმცოდნე
  • 1888 : შალვა ნუცუბიძე — ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი
  • 1895 : ჯორჯ VI — დიდი ბრიტანეთის მეფე
  • 1895 : პოლ ელუარი — ფრანგი პოეტი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1757 : ლევან აბაშიძე — XVIII საუკუნის I ნახევარში იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე
  • 1788 : კარლ ფილიპ ემანუელ ბახი — გერმანელი კომპოზიტორი
  • 1799 : ჯორჯ ვაშინგტონი — აშშ-ის პირველი პრეზიდენტი
  • 2013 : პიტერ ო'ტული — ამერიკელი მსახიობი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ნაუმ წინასწარმეტყველი
    • ფილარეტ მოწყალე
    • ანანია სპარსი
ბიზნესი
"ქართუ ჯგუფი" ორთაჭალაში ცათამბჯენებს ააშენებს

"ასოციაცია ატუ" და "ქართუ ჯგუფი" თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარედ მულტიფუნქციურ კომპლექსს "ორთაჭალა თაუერსს" ააშენებენ. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

პროექტი ორი ურთიერთდაკავშირებული ნაგებობისგან შედგება, რომელთაგან პირველი 27 სართულიანი, მეორე კი 43-სართულიანი იქნება. ნაგებობის მაქსიმალურ სიმაღლედ საპროექტო დოკუმენტაციაში 177.4 მეტრი არის მითითებული.

ახალი ნაგებობა 25,831 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს და მისი მთლიანი საპროექტო ფართობი 89,948 კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც 67,461 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს, კომერციული ფართის ზომა კი 22,487 კვადრატული მეტრის იქნება.

 

პროექტის რენდერები

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.