USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
14 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
Date:  838

14 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 104-ე დღე (ნაკიან წლებში - 105–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 261 დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 1282 : ბიბლიის თანახმად დაეცა იერიქონი.
  • ძვ. წ. 43 : ფორუმ გალორუმის ბრძოლა კეისარის მომხრეებსა და მარკუს ანტონიუსს შორის.
  • 69 : ვიტელიუსი ამარცხებე რომის იმპერატორს ოტონს ბედრიაკუმის ბრძოლაში და ხდება იმპერატორი.
  • 1028 : ჰენრიხ III აირჩიეს გერმანიის მეფედ.
  • 1205 : ადრიანოპოლის ბრძოლა
  • 1471 : ბარნეტთან ბრძოლა იორკერებსა და ლანკასტერელებს შორის.
  • 1543 : დასრულდა ესპანური ექსპედიცია ბარტოლომეო ფერელოს მეთაურობით.
  • 1687 : ინგლისის მეფემ ჯეიმზ II-მ თანაბარი უფლებები მიანიჭა პროტესტანტებს და კათოლიკეებს.
  • 1801 : რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გააუქმა წამებები დაკითხვებისას.
  • 1849 : უნგრელმა მეამბოხეებმა გამოაცხადეს უნგრეთის დამოუკიდებლობა ავსტრიისგან.
  • 1865 : აშშს პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი სასიკვდილოდ დაჭრეს.
  • 1894 : შედგა ედისონის კინოპროექტორის პირველი დემონსტრაცია.
  • 1912 : ტიტანიკი დაეჯახა აისბერგს.
  • 1978 : საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესიამ მიღო საქართველოს სსრ კონსტიტუცია
  • 1978 : სახალხო მანიფესტაციებისა და პროტესტების ფონზე საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო და საკავშირო ხელისუფლება იძულებული გახდა საქართველოს სსრ-ის ახალ კონსტიტუციაში შეეტანა მუხლი ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, შესახებ.
  • 2009 : მსოფლიოში პირველი კლონირებული აქლემი ინჯაზის დაბადება გამოაცხადეს დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
  • 2010 : ჩინჰაის პროვინციაში, ჩინეთში, 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა იუშუს რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად.
  • 2016 : ვლადიმერ გროისმანი უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1908 : შტალი, ჰერმან — გერმანელი მწერალი
  • 1941 : ფარნაოზ ჩიკვილაძე — ქართველი ძიუდოისტი
  • 1945 : ბლეკმორი, რიჩი — ბრიტანელი გიტარისტი (ჯგუფი Blackmore's Night)

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1759 : გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი — გერმანელი კომპოზიტორი
  • 1910 : ვრუბელი, მიხეილ — რუსი მხატვარი
  • 1917 : ზამენჰოფი, ლუდვიკ ლაზარ — ესპერანტოს შემქმნელი
  • 1930 : ვლადიმერ მაიაკოვსკი — რუსი მწერალი
  • 1935 : ჯუღელი, სიმონ — პროფესიონალი რევოლუციონერი
  • 1986 : ბოვუარი, სიმონა დე — ფრანგი მწერალი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი
    • მარიამ მეგვიპტელი – მოძრავია; აღინიშნება დიდმარხვის მე-5 კვირას
    • გერონტი და ვასილიდი
    • მართალი აქაზი
    • ღირსი მაკარი
  • აგრეთვე:
    • საქართველო : ქართული ენის დღე
World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way