USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს ავტობუსები მოემსახურებათ
თარიღი:  1441

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს სპეციალური ავტობუსები მოემსახურებათ.

სამედიცინო უნივერსიტეტის (ვაჟა-ფშაველას №33) მარშრუტზე მგზავრებს ავტობუსი 09:00-20:00 საათამდე მოემსახურება და გადაადგილდება მ/ს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ (სპორტის სასახლის მიმდებარედ) - მერაბ კოსტავას ქ. (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, კოსტავას №77-დან მ/ს „სახელმწიფო უნივერსიტეტამდე“. უკუმიმართულებით: მ/ს „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ - მ/ს „ტექნიკურ უნივერსიტეტამდე“ (სპორტის სასახლის მიმდებარედ).

შპს Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგი“) მარშრუტს მოემსახურება ავტობუსი 10:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება: მ/ს „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან - შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგის" მიმართულებით). უკუმიმართულებით: შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგიდან“) - მ/ს „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე.

შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა“ (დ. თავხელიძის №1) მიმართულებით მგზავრებს მოემსახურება ავტობუსი 09:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება მ/ს „სამგორიდან“ (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ) - მოსკოვის გამზირი - ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს „ევექსი ჰოსპიტალები“ - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) - ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარედ).
უკუმიმართულებით: ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან) - ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს „ევექსი ჰოსპიტალები“ - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1)) - მოსკოვის გამზირი - მ/ს „სამგორამდე“ (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ).

სს „ევექსი ჰოსპიტალების“ - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის მიმართულებით (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) მგზავრებს მოემსახურება ავტობუსი 10:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება მ/ს „დიდუბიდან“ (ქვედა გასასვლელი) - ლუბლიანას ქ. (სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გავლით ( ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) - ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარე ტერიტორიამდე. უკუმიმართულებით: ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარედ - ლუბლიანას ქ.-დან (სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) – მ/ს „დიდუბემდე“ (ქვედა გასასვლელი).

შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის მიმართულებით (თბილისი ალ. ყაზბეგის №16) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე და გადაადგილდება თავისუფლების მოედნიდან - მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი - შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგამდე“). უკუმიმართულებით: შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგიდან“) - თავისუფლების მოედნამდე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე (კოსტავას N77) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 10:00-20:00 საათამდე.

შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე.

სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის